It პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • It პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი

It პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი - Tvet.Ge

პროექტი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ მიზნად ისახავს საქართველოს ცხრა რეგიონულ პროფესიულ კოლეჯში სისკოს საერთაშორისო აკადემიების დაფუძნებას და მათ ინტეგრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე საქართველოს მასშტაბით ერთიანი IT საგანმანათლებლო ქსელის შექმნა, სადაც განთავსებული იქნება IT პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებული ყველა სასწავლო რესურსი: სასწავლო მასალები, გზამკვლევები, კურიკულუმები, ტესტები, პრაქტიკული დავალებები და სხვა. აქვე იქნება წარმოდგენილი ინდექსირებული ელ-ბიბლიოთეკა, ვიდეო გაკვეთილები/ვებინარები და დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსები ტესტირების, თვითშეფასების მოდულების, სიმულატორების და სხვა ინოვაციური სასწავლო ინსტრუმენტების სახით. საგანმანათლებლო ქსელში მოხდება სტუდენტთა და პედაგოგთა ფორუმების ინტეგრირება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმებას და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

24 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდა 4 ს...
25/07/2025

24 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდა 4 საუკეთესო სტუდენტი IT მხარდაჭერის სპეციალობაში!

🏅 I ადგილი – მამუკა ლაგვილავა (ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია)
🏅 II ადგილი – ნიკა ბურდული (კასპის კოლეჯი)
🏅 III ადგილი – ნიკოლოზ ეჯიბია(კოლეჯი მერმისი)
🏅 III ადგილი – ნოდარი ქებურია (გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი)

ოლიმპიადის ფინალური ტური მონაწილეებს და გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრებით.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს გადაეცათ:
1.ვირტუალური რეალობის სათვალე Meta Quest 3S
2.ყურსასმენი Sony WH-1000XM4 Wireless
3.ელ.წიგნების წამკითხველი Amazon Kindle Paperwhite

ხოლო კომპანიები მათ სტაჟირების შესაძლებლობასაც სთავაზობენ!
მადლობა თითოეულ მონაწილეს, კოლეჯების წარმომადგენლებს და ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის!

#ოლიმპიადა2025 #პროფესიულიგანათლება

08/07/2025

📣 დასრულდა სტუდენტური ოლიმპიადა 2025 - "ინფორმაციის მხარდამჭერ სპეციალობაში"
გულწრფელი მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართვისთვის! 🙌
🏆ვულოცავთ გამარჯვებულ სტუდენტებს და მათ კოლეჯებს, რომლებიც საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
სსიპ კოლეჯი „მერმისი“
სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
სსიპ "კასპის კოლეჯი"
საპრიზო ადგილები ოფიციალურად გამოცხადდება ოლიმპიადის დასკვნით ღონისძიებაზე.
წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სტუდენტს! 💻🎓

Send a message to learn more

ფოტომასალა 2025 წლის IT ოლიმპიადის პირველი ტურიდან
26/06/2025

ფოტომასალა 2025 წლის IT ოლიმპიადის პირველი ტურიდან

2025 წლის 21 ივნისს IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ორგანიზებით   გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადა ინფორმაციული ტექნოლ...
22/06/2025

2025 წლის 21 ივნისს IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადა ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერ სპეციალობაში, დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული კოლეჯებისა და საჯარო სკოლების სტუდენტებმა მთელი საქართვლოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის, „ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში

ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოსა და ონლაინ ტესტირებას. მონაწილეებს საშუალება მიეცათ წარმოეჩინათ თავიანთი ტექნიკური ცოდნა და პროფესიული უნარები ისეთ სფეროებში, როგორიცაა IT მხარდაჭერა, კომპიუტერული სისტემები, ქსელები და რეალურ სიტუაციაში ტექნიკური პრობლემების მოგვარება.

ღონისძიებას მასპინძელი გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ოლიმპიადის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების პრაქტიკული ცოდნის, პროფესიული უნარების და მოტივაციის ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული კარიერისათვის.

https://tvet.ge/students/olympic/it-olympiad-finals-2025

29/05/2025
🎉 შესაძლებლობა პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისთვის!👉 თუ ხარ პროფესიული კოლეჯის სტუდენტი და გავლილი გაქვს მე-3 საფეხურის –...
21/02/2025

🎉 შესაძლებლობა პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისთვის!

👉 თუ ხარ პროფესიული კოლეჯის სტუდენტი და გავლილი გაქვს მე-3 საფეხურის – „ინფორმაციის მხარდამჭერი სპეციალისტი“ შესაბამისი პროფესიული პროგრამა ან გაგაჩნიათ აღნიშნული პროგრამის ცოდნა, მაშინ შესაძლებლობა გაქვს, რომ მონაწილეობა მიიღო “სტუდენტური ოლიმპიადაში”.
🚀 ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად.
🏆 სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით

✅ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 მაისამდე.
👉 გაიარე რეგისტრაცია https://tvet.ge/students/olympic/register/

👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://tvet.ge/students/olympic/

🤝 ოლიმპიადის პარტნიორები არიან:
• IT კომპანიები
• Cisco Systems ქსელური აკადემია
• ICT დარგობრივი ასოციაცია
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

2025 წლის მაისში, პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის „ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყო...

06/12/2022

იწყება ინსტრუქტორთა მომზადების დისტანციური კურსი Cisco CCNA კურსის ბაზაზე.
მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

მეგობრებო 20-24 სექტემბერს ტარდება ინსტრუქტორთა პროფესიული განვითარების კვირეული(Instructor Professional Development (IP...
14/09/2021

მეგობრებო 20-24 სექტემბერს ტარდება ინსტრუქტორთა პროფესიული განვითარების კვირეული(Instructor Professional Development (IPD) week), გთხოვთ დარეგისტრირდეთ.

02/09/2021

🛡 კიბერუსაფრთხოების სერთიფიცირებული კურსები უკვე ქართულ ენაზე.

🇺🇸🇬🇪 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე ითარგმნა საერთაშორისოდ აღიარებული „ცისკოს“ სასწავლო კურსები - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ და „შესავალი კიბერუსაფრთხოებაში“.

🔴 დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს:
👉 https://gtu.ge/News/17694/

http://csrinfo.cisconetspace.com/index.php/email/emailWebview?mkt_tok=MDU5LVZGWi04MzQAAAF8UMFh1MOQX28bM9dmtiI7Vsxn2xX71w...
12/04/2021

http://csrinfo.cisconetspace.com/index.php/email/emailWebview?mkt_tok=MDU5LVZGWi04MzQAAAF8UMFh1MOQX28bM9dmtiI7Vsxn2xX71wOL9NzbB27Kg_vRXcpYX3YwoLUzWJBVwb7VKwFql0gjqZ6lAB_KKITW0-cByeq983WY0cfUwxW-e7w&md_id=19595

Coding is a great skill to acquire! Computer programming is a discipline that can be learned and honed at any age. It’s great for kids and adults! Participants will learn to code a shareable dance party, featuring the music of Katy Perry, Shawn Mendes, Lil Nas X, Panic! At The Disco, Jonas Brother...

Address

Tbilisi
0175

Telephone

+995322363580

Alerts

Be the first to know and let us send you an email when It პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to It პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი:

Shortcuts

Share

Category