12/01/2026
დაბა ხულოში ხიმშიაშვილის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა. აღნიშნული პროცესი დაიწყო ჩვენი ინიციატივის და დიდი ძალისხმევის საფუძველზე, რის შემდეგაც საკითხი ოფიციალურად განიხილა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შედეგად სტატუსი დაამტკიცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
ძეგლად აღიარება ეფუძნებოდა ობიექტის ისტორიულ, არქიტექტურულ და მემორიალურ ღირებულებას, რაც მას მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს როგორც რეგიონული, ისე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.
თუმცა, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, დღემდე არ განხორციელებულა ძეგლის კონსერვაციისა და რეაბილიტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებები. ნაგებობა განიცდის სტრუქტურულ და ფიზიკურ დაზიანებებს, რაც საფრთხეს უქმნის მისი ავთენტური სახის შენარჩუნებას. არსებული მდგომარეობა მიუთითებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესი შემოიფარგლა მხოლოდ იურიდიული აღიარებით და არ გაგრძელებულა დაცვის, მოვლისა და რეალური შენარჩუნების პრაქტიკული ეტაპით, რაც ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის მართვის თანამედროვე პრინციპებს - გოდერძი ბოლქვაძე
ინიციატივის კონტექსტისა და პროცესის ადრეული ეტაპების შესახებ ვრცლად იხილეთ: ბათუმელები, 27.12.2021
https://batumelebi.netgazeti.ge/news/382482/