28/11/2023
📣აიბი მთიები აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ინტეგრაციას
🔎აიბი მთიების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, დღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელთან, რამაზ ფარესაშვილთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა რუხაძესთან ერთად მმართველ გუნდის წინაშე წარადგინა ა/წ ოქტომბერსა და ნოემბერში ამსტერდამსა და კემბრიჯში საქმიანი ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.
📌STEAM მეთოდოლოგიის განხორციელება აკადემიურ და შემოქმედებით პროექტებში
📌ამსტერდამის RobboClub -თან თანამშრომლობა და რობოტიკის საგნის დანერგვა 5-15 წლის მოსწავლეებისათვის
📌AI-ის (ხელოვნური ინტელექტი) , როგორც აკადემიური ასისტენტის, გამოყენება მასწავლებლისა და აღმზრდელ-პედაგოგებისათვის
📌GCSE-ის (General Certificate for Secondary Education) პროგრამების დანერგვა