25/05/2020
პროლოგი და ფარდული • Farduli დამეგობრდნენ ✨
წარმოგიდგენთ ონლაინ კურსს: "როგორ ავირჩიოთ პროფესია?"
🌕 როგორ გავაკეთოთ თავისუფალი პროფესიული არჩევანი?
🌕რას უნდა დავაკვირდეთ პროფესიის არჩევისას და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიიღებამდე?
🌕რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი განწყობები და მოლოდინები? რას ნიშნავს კარიერული ინტუიცია?
🌕რატომ არის მნიშვნელოვანი იცოდეთ საკუთარი ინტერესები, უნარები, ღირებულებები და მოტივატორები პროფესიის არჩევისას?
🌕როგორ უნდა დაუკავშიროთ პროფესია არსებულ საგანამანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებს?
🚀 🚀 🚀 "ყველა ბავშვს ერთხელ მაინც უნატრია ასტრონავტობა"
ფსიქოლოგ სალომე ვაჩნაძის საავტორო კურსი: "როგორ ავირჩიოთ პროფესია?"
🌕 როგორ გავაკეთოთ თავისუფალი პროფესიული არჩევანი?
🌕რას უნდა დავაკვირდეთ პროფესიის არჩევისას და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიიღებამდე?
🌕რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი განწყობები და მოლოდინები? რას ნიშნავს კარიერული ინტუიცია?
🌕რატომ არის მნიშვნელოვანი იცოდეთ საკუთარი ინტერესები, უნარები, ღირებულებები და მოტივატორები პროფესიის არჩევისას?
🌕როგორ უნდა დაუკავშიროთ პროფესია არსებულ საგანამანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებს?
🔭კურსის ზოგადი აღწერილობა:
1.კარიერული კონსულტაციის გზამკვლევი - გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა;
2.კარიერული კონსულტაციის ისტორიული რაკურსი (ჯ.ჰოლანდი, დ. სიუპერი და ა.შ.) და კარიერული იდენტობა;
3.პროფესიის არჩევის ალგორითმი: ინტერესებისა და შესაძლებლობების თანხვედრა;
4.MBTI - პროფესიის არჩევის დამხმარე ინსტრუმენტი;
5.საკვანძო კომპეტენციები და მომავლის პროფესიები;
6.შრომის ბაზარი და ვირტუალური JOB SHADOWING;
7.კარიერული ნავიგაცია: გადაადგილება (Career Transitions) კარიერულ რუკაზე, და „ადაპტირებადობა“’;
8.მუდმივობის ილუზია და სტრესი.
✒️კურსის ხანგრძლივობა: 4 სესია (სესიის დრო: 1 საათი)
✒️მონაწილეების ასაკი: 14-16 წელი
✒️კურსის ღირებულება: 85 ლარი
დაინტერესებული დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 557 78 88 87 (სალომე) ან მოგვწერეთ ინბოქსში.
20/02/2020
Როგორ უნდა აირჩიო საქმე, რომელიც გიყვარს?
Პასუხი 22 თებერვალს 13:00 საათზე ✨
Დასწრება თავისუფალია, ადგილი კი მხოლოდ 6 ადამიანისთვის არის 💫
Arbor Verto
💫 🧙✨☄
არც არავის გაუკვირდება, რომ "ფარდული" და "დურგალი" დამეგობრდნენ ✨ დურგალი • Durgali
Attendentes, attendentes, attendentes...
მხოლოდ 13-14-15 წლის ადამიანებისთვის...
მხოლოდ ერთი დღე, 22 თებერვალს 13:00 საათზე, ფარდულში მოვა ნამდვილი დურგალი და თან ჯადოქარი, რომელიც ტრანსფორმაციის ოსტატია...
მასთან ერთად ჯადოქრობა სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი სურვილი - მხოლოდ პირველი 6 სურვილი იქნება გამარჯვებული
09/05/2018
ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი
●პროფესიის არჩევა
ფსიქოლოგიის შესწავლა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა. ბევრს კითხულობდა. სხვადასხვა წიგნის გმირების თუ რეალური ადამიანების ფსიქიკურ და ქცევით თავისებურებებზე დაკვირვება უყვარდა. პროფესიის არჩევა იმ დროს მოუწია, როცა ინტერნეტი ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც - დღეს. ამიტომ სფეროს შესახებ ინფორმაციას წიგნებიდან და უკვე შემდგარი სპეციალისტებისგან იგებდა.
●პროფესიაში დახელოვნება
პირველ სამსახურში მუშაობა ინტერვიუერად დაიწყო, სადაც მხოლოდ მონაცემთა შეგროვება ევალებოდა. ყოველ ინტერვიუში ერთ ლარს უხდიდნენ. იმ დროს ჩატარებული 100 ინტერვიუ მისთვის შეუფასებელი გამოცდილების მომტანი იყო. შემდეგ, მაგისტრატურაზე ჩააბარა და წამალდამოკიდებულობის პრობლემატიკაზე მუშაობა დაიწყო. მაგისტრატურაზე სწავლის დროს, კვლევით ორგანიზაციაში სტაჟიორად აიყვანეს (ხელფასი 300$ ჰქონდა). სწავლის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. ბოლოს სადოქტორო ხარისხიც დაიცვა. სწავლის დროს და შემდეგ, არაერთ პროექტში მონაწილეობდა (თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებთან და მოზარდებთან არტ-თერაპიის პროგრამა განახორციელა, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა). იმისთვის, რომ ფსიქოთერაპევტის უნარებს სრულყოფილად დაუფლებოდა, 2016 წელს სწავლა თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში დაიწყო, სადაც თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას დღემდე იღრმავებს.
●განათლების სისტემა
ბაკალავრიატი კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს. მაგისტრატურის დაწყებამდე, სტუდენტს წარმოდგენა ექმნება, პროფესიაში რა მიმართულებას აირჩევს (სოციალური ფსიქოლოგია, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგიას, ნეიროფსიქოლოგია და სხვ.). ბოლო დროს უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარების განვითარებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ეს მისი სტუდენტობის პერიოდში ხდებოდა: სხვადასხვა კვლევა ტარდება (რომლის საშუალებითაც სტუდენტი ინტერვიუს ტექნიკას ეუფლები, თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს შორის განსხვავებას სწავლობ, მონაცემებს აგროვებ. ასევე, სწავლობ ანალიზს, სტატისტიკური პროგრამის გამოყენებას, კვლევის დამუშავებას და ა. შ.). სწავლის პროცესში პროფესიისთვის აუცილებელ უნარებს იძენ.
●თერაპია
ფსიქოთერაპევტს, პირველ რიგში, ადამიანები უნდა აინტერესებდეს და მათთან ურთიერთობა უყვარდეს. აგრეთვე, ემპათიის, მოსმენის, კრიტიკული აზროვნების და მოთმენის უნარი ჰქონდეს. ფსიქოტერაპიაში წინასწარ მომზადებული სქემა არ არსებობს. პაციენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. პრობლემებისთვის თავის არიდება გამოსავალი არ არის. ადამიანი ჯერ გონებრივად და ემოციურად უნდა გაძლიერდეს, შემდეგ კი გარემოს შეცვლას თუ საკუთარი თავის შველას თავად დაიწყებს. პაციენტს ფსიქოლოგი ეხმარება, რომ საკუთარ უნარებში გაერკვეს. განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოთერაპიას ხშირად მიმართავენ, ჩვენთან კი - მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არის.
●დარგის სპეციფიკა და პრობლემები
ამ სფეროში ქართულენოვანი ლიტერატურა თითქმის არ გვაქვს, ამიტომ ფსიქოლოგის პროფესიის დაუფლების მსურველებს კითხვა უცხო ენაზე უწევთ. გარდა ამისა, კვლევების დამფინანსებლები ძირითადად, უცხოელი დონორი ორგანიზაცები არიან, რომლებიც საგრანტო განაცხადებს ინგლისურ ენაზე ითხოვენ. უცხო ენის ცოდნა აუცილებელია. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ფსიქოთერაპევტების მუშაობას დაარეგულირებს: ჩვენს ქვეყანაში პაციენტებთან მუშაობა ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებსაც კი შეუძლიათ - შესაბამისი კანონის არარსებობის გამო, მათ ეს არ ეკრძალებათ. ეს უფრო მორალის და თვითკრიტიკის საკითხია, თუ რამდენად აქვს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკულად გაანალიზების უნარი და რამდენად აძლევს თავს უფლებას, რომ მხოლოდ 4-წლიანი სწავლის საფუძველზე პასუხისმგებლობა დაიკისროს, საკუთარ თავს „ფსიქოთერაპევტი“ უწიდოს. პროფესიული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად საკმარისი მაგისტრატურის ხარისხიც არ არის ხოლმე.
●რჩევა დამწყებ ფსიქოლოგებს
თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია. სხვა ადამიანი ცოდნას თავში ვერ „ჩაგვიდებს“. ეს თავად უნდა გავაკეთოთ - ცოდნა საკუთარ უნარ-ჩვევებზე მოვირგოთ. კარგ უნივერსიტეტში სასწავლო კურსის დასრულება და დიპლომი საკმარისი არ არის, რომ ამ სფეროში პროფესიონალი იყო. ძალიან ბევრი მუშაობა და განვითარებაა საჭირო. აზროვნების განვითარებისთვის წიგნების კითხვა აუცილებელია. შეცდომების თუ გვეშინია, ეს ნორმალურია - ე. ი. რაციონალურად ვაზროვნებთ. თავდაპირველად, დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა სირცხვილი არ არის - ეს მომავალი წარმატების საწყისი ეტაპია.
01/05/2018
🔴გაეცანით პროფესიის არჩევის ეფექტურ და ნაკლებად ეფექტურ მოდელებს.
💡ნაკლებად ეფექტურია: ავარჩიოთ ჯერ სასწავლებელი (ადგილმდებარეობის, პრესტიჟულობის და ა.შ მიხედვით) და შემდეგ პროფესია.
💡ეფექტურია: ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი სფერო, შემდეგ Major (სპეციალობა/ფაკულტეტი) და შემდეგ უკვე სასწავლებლის ტიპი იმის მიხედვით, თუ რა პროგრამებს გვთავაზობს სასწავლებელი ჩვენს მიერ არჩეულ სფეროში (კოლეჯი, პროფესიული კოლეჯი, სასწავლო/უმაღლესი უნივერსიტეტი).
Career Decision Making
Pasadena City College www.pasadena.edu
30/04/2018
➡️გახსოვდეთ, რომ კვალიფიციურობის და პროფესიული უნარების გარდა წარმატებას მნიშვნელოვანწილად თქვენი პიროვნული თვისებები განსაზღვრავს.
➡️ თქვენი პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, დაგეხმარებათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.
A Harvard psychologist says people judge you based on 2 criteria when they first meet you
In her book, "Presence," Amy Cuddy says that people quickly answer two questions when they first meet you.
29/04/2018
🔹ბრაიან თრეისი - ამერიკელ-კანადელი სპიკერი, Entrepreneur, ქოუჩი საუბრობს პროფესიის არჩევაზე.
🔹ვიდეოს ბოლოს ტრეისი სვამს კითხვას: რომ გქონდეთ ყველანაირი რესურსი, როგორი ტიპის ორგანიზაციას დაარსებდით და რა იქნებოდა ამ ორგანიზაციის საქმიანობა?
🔹ვინც, პროფესიის არჩევის წინაშე დგახართ უპასუხეთ კითხვას, რომელიც გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთების პროცესს.
🔹P.S. დამატებით ბრაიან ტრეისზე: https://www.entrepreneur.com/author/brian-tracy
How to Choose a Career
The majority of working people, by their own admission, do not feel fully challenged by their current jobs. If you find yourself in that position, you may wa...
29/04/2018
რა როლს თამაშობს განათლების სისტემა მომავალი თაობების წარმატებაში?
იხ. სტატია: https://www.weforum.org/agenda/2017/12/countries-children-soft-skills-jobs-of-future
26/04/2018
➡️რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში?
➡️პროფესიას არჩევამდე მოთხოვნად პროფესიებზე სასურველია ინფორმაციას ფლობდეთ!
➡️პროფესიის დროულად შერჩევისას განვითარებას ადრეულ ასაკში დაიწყებთ, რაც მოგვიანებით შრობის ბაზრის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობის კვლევის შედეგი
ბარმენი, გამყიდველ-კონსულტანტი, გიდი, ზეინკალი, კალატოზი, – ეს იმ პროფესიების მოკლე ჩამონათვალია, რომლის მფლობელ.....
24/04/2018
პროლოგი მუშაობს პროექტზე - „პროფესია“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სპეციალობის მქონე პროფესიონალებს გაეცნობით.
ნინო დარბაზელი, მარკეტინგის მენეჯერი.
●პროფესიის არჩევა
გერმანულენოვან ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დახმარებით, ერთი სემესტრი გერმანიაში გაატარა, სადაც პარალელურად, არქიტექტურული კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა. მარკეტინგით სწორედ მაშინ დაინტერესდა.
●უნარები
წარმატებულ მარკეტერს, პირველ რიგში, შესაბამის განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული, პროექტების თუ ადამიანური რესურსების მართვა შეეძლოს - ზუსტად იცოდეს, რისი მიღება სურს. გარდა ამისა, თანამშრომლების შესაძლებლობები უნდა განსაზღვროს - მათ მიმართ ადეკვატური მოთხოვნები ჰქონდეს.
●კარიერული ზრდა
მუშაობა ერთ-ერთ ბანკში, სოციალური მედიის მენეჯერად (მინიმალური ანაზღაურებით - 300 ლარი) დაიწყო. მოგვიანებით - უფროს სპეციალისტად, შემდეგ კი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩიეს. ბანკიდან სამუშაოდ საკრედიტო კომპანიაში გადავიდა, რომელიც შემდეგ, ბაზარზე არსებულ 70-მდე საკრედიტო კომპანიას შორის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის თანადამფუძნებელია. ფორუმის ფარგლებში მასტერ კლასები, კონფერენციები და ღონისძიებები ტარდება, სადაც მსოფლიოში წარმატებული სპიკერები (ბიზნესის მიმართულებით) თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ.
●პროფესიული განვითარება
საკრედიტო კომპანიაში გატარებული 2 წელი, პროფესიული განვითარების მხრივ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ერთი წლის სამოქმედო სტრატეგიას წინასწარ გეგმავდა. მის კომპეტენციაში შედიოდა: სოციალური მედიის მართვა, გათამაშებები, ვიდეორგოლების დამზადება, სხვადასხვა მედია კონტენტის ინტერნეტში განთავსება და ა.შ. შიდა კომუნიკაციაზე ზრუნვასაც ახერხებდა. თანამშრომლების პირობების გაუმჯობესება და მათი მოტივაცია (კვება, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა, პიროვნული თუ პროფესიული განვითარება) კომპანიის წარმატებაზე აისახებოდა.
●სირთულეები
კარგი ჯგუფის „შეკვრა“ ძალიან რთულია. ზოგჯერ თანამშრომლების სამსაურიდან გათავისუფლება უწევს. საკმარისი ბიუჯეტის გარეშე, მარკეტინგი „კვდება“. ხშირად კომპანიები ვერ აღიქვამენ, რომ ბიუჯეტი მიზნობრივად იხარჯება. დირექტორი და მარკეტერი ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. მარკეტერს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა არ უნდა ეზღუდებოდეს.
●დარგის სპეციფიკა
მარკეტინგის სფეროში Offline და Online კამპანიები ტარდება. აქციები, გათამაშება, სატელევიზიო თუ რადიო აქტივობები Offline კამპანიებია. სოციალური მედია, „გუგლი“ და პრეროლები Online-ს უკავშირდება. ეფექტური კამპანია ყველა კომპონენტს მოიცავს. მომხმარებელმა რეკლამა მინიმუმ, 3-ჯერ უნდა ნახოს, რომ დაამახსოვრდეს. რეკლამაში საკმარისი ფული უნდა იხარჯებოდეს. მუშაობის პროცესში კვლევები ხშირად კეთდება: ფოკუს ჯგუფები ტარდება და მონაცემები მუშავდება; პარალელურად რამდენიმე კამპანია ერთდროულად ხორციელდება, რომ გამოჩნდეს - რომელი უფრო ამართლებს.
●რეკლამის დაგეგმვა
მთავარია, ჩანდეს - ვინ არის სამიზნე აუდიტორია. მომხმარებლის „ფოტორობოტი“ უნდა შეიქმნას, „ფეისბუქზე“ ან „გუგლში“ რეკლამის გაშვებისას თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელს აღიზიანებს. რეკლამა იდეას მოკლედ და მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს.
●რჩევა
ორგანიზებულობა (ყველა დავალების დეტალურად ჩამოწერა და დაგეგმვა) მუშაობის პროცესს ამარტივებს. დაშვებულ შეცდომებზე სწავლით სწრაფად იზრდები. მიზანი თუ გაქვს, შენს აზრზე მყარად უნდა იდგე. მარკეტინგული სტრატეგია კომპანიის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულებაზე მოქმედებს.
#განათლება #პროფესიისარჩევა #პროფესია #თვითრეალიზება #დასაქმება
22/04/2018
📝ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში თქვენ ნახავთ ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიებს.
მაგალითისთვის:
⭕️მიმართულება: სამართალი.
⭕️დარგი/სპეციალობა:
➡️სამართალმცოდნეობა;
➡️საერთაშორისო სამართალი;
➡️კერძო/ბიზნეს სამართალი;
➡️სისხლის სამართალი;
➡️საჯარო სამართალი.
⭕️ნახავთ თითოეული დარგის ფარგლებში შემავალ ქვედარგებს და ასევე, პროფესიული განათლების სპეციალიზაციას.
⭕️ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა გაგიადვილებთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
eqe.ge