ნატა ბუაჩიძის სტუდია / Nata Buachidze's Studio

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნატა ბუაჩიძის სტუდია / Nata Buachidze's Studio

ნატა ბუაჩიძის სტუდია / Nata Buachidze's Studio ხელოვნებისა და უცხო ენების სტუდია / Art an Classes are fun and joyful, as well as informative, full of fun games and activities.

ყველაფერი 1999 წლიდან დაიწყო... თავდაპირველად სტუდიის შექმნის იდეა გაჩნდა მოსაწყენი, რიგიდული სწავლების ალტერნატივად და ეს დიდი მოგზაურობა-ექსპერიმენტი დღემდე წარმატებით გრძელდება.

სტუდიაში ყველაფერი ისწავლება ინტერაქტიული მეთოდითა და შემოქმედებითი მიდგომით, სადაც მასწავლებელი არ არის დომინანტი, მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრსა და შესაძლებლობებს, სადაც არ არის დისციპლინის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა მონდომებულია. გაკვეთილები და ლექციები არის მხიარული, ლაღი, ინფორმატიული და სავსეა თამაშებითა და აქტივობებით. მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, რაც უზრუნველყოფს მათ წინსვლას.
წლებმა გვიჩვენა, რომ ეს მეთოდი ამართლებს! მივიღეთ განათლებული და ბედნიერი თაობა, რომლებსაც უკვე თავიანთი შვილები მოჰყავთ, ხოლო მოსწავლეები სტუდიის მასწავლებლები ხდებიან.
ამ წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით სტუდია გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე, 2018 წელს ესტონეთის ხელოვნების ასოციაციის წევრები ესტუმრნენ სტუდიას, გაეცნენ სტუდიის საქმიანობასა და სწავლების მეთოდებს, 2019 წელს კი, მიწვეული იქნა ესტონეთში, მასწავლებლებისთვის სტუდიის მეთოდიკის გაზიარების მიზნით და მასტერკლასების ჩასატარებლად.
სტუდიის ძალას წარმოადგენს მისი პროფესიონალი, ხალისიანი, ინტერნაციონალური მასწავლებლების გუნდი და ძლიერი მენეჯმენტი.
2017 წელს სტუდია თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი გახდა მცირე ბიზნესის ნომინაციაში, 2019 წელს - სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში.

3 მოსწავლით დაწყებული საქმე დღესდღეობით ითვლის 500-მდე მოსწავლეს, 20-მდე მასწავლებელს, 31 საგანსა და 40-მდე ჯგუფს.
ნატა ბუაჩიძის სტუდია არის თავისუფალი შემოქმედებითი სივრცე, სადაც ყველა ბედნიერი და მოტივირებულია: ბავშვიც, უფროსიც, მშობელიც და მასწავლებელიც.




​It all started in 1999… at first, the studio was created as an alternative to rigid, boring teaching methods and this big adventure continues to this day with great success. In our studio, everything is taught through creative and interactive methods, where/in which the teacher is not dominant, the students express themselves and their abilities freely, and where we don’t have a discipline problem/issue because everyone is eager to learn and grow. Students are unafraid of making mistakes because they know it’s simply how they grow.
​The years have shown that our method works! The studio has a generation of educated, happy students, who in turn now bring their own children, and some become teachers in the studio. With the experience and knowledge amassed through the years, we went international – in 2018, Members of the Art Association of Estonia visited us to discover the Studio and our teaching methods. And in 2019, we were invited to Estonia to teach masterclasses and give workshops, to share our methodology. The strength of the studio lies in its professional, joyful, and international group of teachers and strong management (team). And in 2017, we became finalists in TBC Bank Business Award’s small business nomination, and in 2019 – in the “social responsibility” nomination.
​Started with 3 students, the Studio now counts up to 500 students, 20 teachers, 31 subjects, and 40 groups

Nata Buachidze’s studio is a free creative space in which everyone finds themselves happy and motivated: children, adults, parents, and teachers.

ჩვენი სტუდიის ინგლისურის მასწ. ფიბი მედოუს.ფიბის ჯგუფებია:🟢 ინგლისური   - ორშაბათს & პარასკევს, 16:30 საათზე, 7-9 წლის ბ...
30/09/2026

ჩვენი სტუდიის ინგლისურის მასწ. ფიბი მედოუს.

ფიბის ჯგუფებია:
🟢 ინგლისური - ორშაბათს & პარასკევს, 16:30 საათზე, 7-9 წლის ბავშვებისთვის
🟢 ინგლისური -ორშაბათს & პარასკევს, 18:10 საათზე, 10-13 წლის ბავშვებისთვის

ჩაწერა დასწრებაზეა!
ადგილები ლიმიტირებულია!

📲 ჩაწერისთვის და დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 599012952

ვაკვირდებით და ვხატავთ ეზოში, ნატაშასთან ერთად
29/09/2026

ვაკვირდებით და ვხატავთ ეზოში, ნატაშასთან ერთად

ჩვენი სტუდიის ინგლისურის მასწ. სქაი კონტრერას.სქაის ჯგუფებია:🟢 ინგლისური 'ითამაშე და ისწავლე' - ოთხშაბათს, 16:30 საათზე,...
22/09/2026

ჩვენი სტუდიის ინგლისურის მასწ. სქაი კონტრერას.

სქაის ჯგუფებია:
🟢 ინგლისური 'ითამაშე და ისწავლე' - ოთხშაბათს, 16:30 საათზე, 4-6 წლის ბავშვებისთვის
🟢 ინგლისური - სამშაბათს & ხუთშაბათს, 16:30 საათზე, 9-11 წლის ბავშვებისთვის
🟢 ინგლისური - სამშაბათს & ხუთშაბათს, 18:00 საათზე, 8-10 წლის ბავშვებისთვის

ჩაწერა დასწრებაზეა!
ადგილები ლიმიტირებულია!

📲 ჩაწერისთვის და დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 599012952

ჩვენი სტუდიის მასწ. თამუნა მელიქიშვილიამ სასწავლო წელს თამუნას ხატვის ჯგუფია 'პარალელური ოთახი'.ეს კურსი არის ერთგვარი ს...
22/09/2026

ჩვენი სტუდიის მასწ. თამუნა მელიქიშვილი

ამ სასწავლო წელს თამუნას ხატვის ჯგუფია 'პარალელური ოთახი'.

ეს კურსი არის ერთგვარი სივრცე თავისუფალი ხატვისთვის, ექსპერიმენტებისთვის, იდეებისთვის.

თამუნა კურსის შესახებ: ''მე არასოდეს გეტყვით, რა დახატოთ.. მოგეხმარებით კომპოზიციის აგებაში, მასშტაბის შერჩევაში, ფერის ემოციურ დაბალანსებაში. ჩვენ ვისწავლით, როგორ შევძლოთ ფიქრის გამოსახვა აკადემიური სწავლების გარეშე. ვისწავლით, რომ ფუნჯის ერთი მოძრაობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანი ნახატი.
ამ კურსის განმავლობაში ჩვენ საკუთარ ვიზუალურ აზროვნებას მივენდობით და შევეცდებით იდეები მხატვრულ ფორმებად ვაქციოთ.''

🟢 ორშაბათობით, 18:00 საათზე, 13-15 წლის თინეიჯერებისთვის
🟢 ორშაბათობით, 19:30 საათზე, 16 წლიდან ზრდასრულების ჩათვლით

ჩაწერა დასწრებაზეა!
ადგილები ლიმიტირებულია!

📲 ჩაწერისთვის და დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 599012952

🎉 დღეს სტუდიაში 28ე სასწავლო წელს ვიწყებთ…სიხარულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას..
17/09/2026

🎉 დღეს სტუდიაში 28ე სასწავლო წელს ვიწყებთ…

სიხარულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას..

📣 გრძელდება მიღება ხატვის ჯგუფში, სტუდიაში ყველაზე პატარა ასაკის ბავშვებისთვის..🟢 ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ასაკობრივი ჯგ...
16/09/2026

📣 გრძელდება მიღება ხატვის ჯგუფში, სტუდიაში ყველაზე პატარა ასაკის ბავშვებისთვის..

🟢 ოთხშაბათს, 18:00 საათზე,
ასაკობრივი ჯგუფი 4-5
ჯგუფში ადგილები ლიმიტირებულია. ჩაწერა დასწრებაზეა!

📲 ჩაწერისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 599012952 თამუნა

📣 გრძელდება მიღება თამრიკო მელიქიშვილის ოთხშაბათის ხატვის ჯგუფში.🟢 ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ასაკობრივი ჯგუფი 10-11ჯგუფში...
16/09/2026

📣 გრძელდება მიღება თამრიკო მელიქიშვილის ოთხშაბათის ხატვის ჯგუფში.

🟢 ოთხშაბათს, 18:00 საათზე,
ასაკობრივი ჯგუფი 10-11
ჯგუფში ადგილები ლიმიტირებულია. ჩაწერა დასწრებაზეა!

📲 ჩაწერისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 599012952 თამუნა

ნამუშევარი: ანდრია მაყაშვილი

📣 არტ-მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება!თუ გაინტერესებთ თანამედროვე ხელოვნების სფერო და გსურთ არტ-მენეჯმენტი პროფ...
16/09/2026

📣 არტ-მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება!

თუ გაინტერესებთ თანამედროვე ხელოვნების სფერო და გსურთ არტ-მენეჯმენტი პროფესიულად შეისწავლოთ, ეს კურსი თქვენთვისაა.
კურსი განკუთვნილია 15+ ასაკის თინეიჯერებისა და უფროსებისთვის. ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვინც გეგმავს არტ-მენეჯმენტში კარიერის დაწყებას, ისე ხელოვანებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ უკეთ გაიცნონ საერთაშორისო არტ-სამყაროს შესაძლებლობები, წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება და საერთაშორისო აუდიტორიასთან დაამყარონ კავშირი.

კურსის განმავლობაში გავეცნობით თანამედროვე არტ-სამყაროს ტენდენციებს, გამოფენების ორგანიზების პროცესს, პორტფოლიოს შექმნის პრინციპებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებს. თამუნა გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორც ქართველი და უცხოელი არტისტების არტ-მენეჯერი, კურატორი და საერთაშორისო პროექტების ავტორი.

თეორიულ ნაწილთან ერთად იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები: ერთად დავგეგმავთ გამოფენებს, შევქმნით პორტფოლიოებს, გავაანალიზებთ წარმატებულ პროექტებს, გავიცნობთ თანამედროვე არტისტებს და ვესტუმრებით გალერეებსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეებს.

🟢 შეხვედრები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 19:30 საათზე.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

🧚 თამუნა ხელაშვილი ჩვენი სტუდიის მენეჯერია, საერთაშორისო არტ-პლატფორმის Collect Art-ისა და Tbilisi Art Biennale-ის დამფუძნებელი. ის ევროპის 100 ახალგაზრდა არტ-პროფესიონალს შორის დასახელდა და მისი რედაქტორობით ამსტერდამში გამოიცემა არტ-ჟურნალები და წიგნების სერია „101 თანამედროვე არტისტი და კიდევ მეტი…“

📲 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით: 599 01 29 52

✨ გრძელდება მიღება აკადემიური ხატვის ჯგუფში🟣 ოთხშაბათს და პარასკევს, 19:40 საათზე,      ხანგრძლივობა 1.30, ასაკობრივი ჯგ...
16/09/2026

✨ გრძელდება მიღება აკადემიური ხატვის ჯგუფში

🟣 ოთხშაბათს და პარასკევს, 19:40 საათზე,
ხანგრძლივობა 1.30, ასაკობრივი ჯგუფი 14-16
მასწ. თამრიკო მელიქიშვილი

ადგილები ლიმიტირებულია,
ჩაწერა დასწრებაზეა...

📲 დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 599012952 თამუნა

ნამუშევრის ავტორი: ნიცა როყვა

📣 შემოგვიერთდით ინგლისურის ჯგუფში 'ითამაშე და ისწავლე', ყველაზე პატარებისთვის. მხიარული ინგლისურის ჯგუფი, სადაც ბავშვები...
16/09/2026

📣 შემოგვიერთდით ინგლისურის ჯგუფში 'ითამაშე და ისწავლე', ყველაზე პატარებისთვის. მხიარული ინგლისურის ჯგუფი, სადაც ბავშვები სწავლობენ სასაუბრო ინგლისურს თამაშებით, სიმღერებითა და სხვადასხვა აქტივობებით.🤓

🟢 ოთხშაბათს, 16:30 საათზე,
ასაკობრივი ჯგუფი 4-6
ჯგუფში ადგილები ლიმიტირებულია. ჩაწერა დასწრებაზეა!

📲 ჩაწერისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 599012952 თამუნა

Address

61, Belinski Street (Vera District)
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 15:00 - 21:15
Tuesday 10:30 - 11:30
14:45 - 21:00
Wednesday 15:00 - 21:30
Thursday 10:30 - 11:30
14:45 - 21:15
Friday 16:15 - 21:15
Saturday 11:00 - 19:30
Sunday 10:30 - 16:30

Telephone

+995599012952

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნატა ბუაჩიძის სტუდია / Nata Buachidze's Studio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ნატა ბუაჩიძის სტუდია / Nata Buachidze's Studio:

Shortcuts

Share

Category