24/09/2026
🔊საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებთან
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ჯიჯეიშვილმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართა პირველკურსელებთან. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგების, სტრუქტურის, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ქ. ჯიჯეიშვილმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და დიპლომატებთან დაგეგმილი შეხვედრების თაობაზე; სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვის პერსპექტივებზე.
მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს უმაღლებს თავდაჯერებულობას და უქმნის მოტივაციას, მეტი მონდომებით დაიწყონ ცხოვრების ახალი აკადემიური ეტაპი - სტუდენტობა.