21/09/2026
🤖 ახალი შესაძლებლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის!
ოქტომბრიდან სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას რობოტიკის კლუბი IV-V-VI კლასების მოსწავლეებისთვის.
კლუბში მოსწავლეები რობოტიკასა და პროგრამირებას გაეცნობიან პრაქტიკული აქტივობების, თამაშებისა და მცირე პროექტების საშუალებით.
🛠️ რას შეძლებენ მოსწავლეები?
🔹 ააწყობენ მარტივ LEGO რობოტებს;
🔹 შეისწავლიან პროგრამირების საწყისებს;
🔹 დააპროგრამებენ რობოტის მარტივ მოქმედებებს;
🔹 შეასრულებენ სახალისო პრაქტიკულ დავალებებსა და გამოწვევებს;
🔹 განივითარებენ ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს;
🔹 იმუშავებენ წყვილებსა და მცირე გუნდებში.
📅 დაწყება: ოქტომბრიდან
👩🎓 სამიზნე ჯგუფი: IV-V-VI კლასები
👥 ჯგუფში: მაქსიმუმ 15 მოსწავლე
⏰ შეხვედრები: კვირაში ერთხელ
🤖 კლუბის ხელმძღვანელი: კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი - რუსუდან გორგაძე
📢 რობოტიკის კლუბში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
🔗 https://forms.gle/2xkCgqFJxUBUxoPu9