Caucasus School of Technology - CST, Caucasus University

Caucasus School of Technology - CST, Caucasus University

Share

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა

Caucasus School of Technology offers undergraduate programs in Information Technology, Architecture, Electronics and Computer Engineering and graduate program in Information Technology Management.

Photos from კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University's post 05/06/2025
07/05/2024

🇬🇪🇪🇺

ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო,

პოზიცია უცვლელია - ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის უნივერსიტეტთან შეხება.

უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას.

კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

Photos from Caucasus School of Technology - CST, Caucasus University's post 23/12/2023

📣გამოქვეყნდა ლოგიკური თამაშების ლიგის პირველადი შედეგები!
🔹დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე 👇
https://cu.edu.ge/news-page/logic-games-league-primary-results

Photos from Caucasus School of Technology - CST, Caucasus University's post 23/12/2023

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, 22 დეკემბერს, სტუდენტებისთვის „CU რა? სად? როდის? 2023“ გაიმართა, რომელიც კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, მოაზროვნე სოსო ბერიკაშვილმა წაიყვანა.

პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გუნდმა - ,,იგი’’, ხოლო საუკეთესო მოაზროვნე გახდა CST-ს სტუდენტი გიორგი დოლიძე.

მეორე ადგილზე გავიდა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა სკოლის გუნდი - ,,კარიატიდა’’,ხოლო მესამე ადგილი დაიკავა სახელმწიფო მართვის სკოლის გუნდმა - ,,ზვიადის გზა უფლის სახელით-მეტი თავისუფლება’’.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია - "ლიბრარეა"-ს 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და მაღაზია ბიბლუსის წიგნები და ვაუჩერები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს, ასევე, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სტუდენტურ საშობაო წვეულებაზე დასასწრები ბილეთები გადასცა.

25/05/2023

გიორგი იაშვილი

კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი

"Erasmus + აკადემიური მობილობის ფარგლებში ვიმყოფებოდი კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტში (University of Economic in Katowice), სადაც დაგეგმილი ვიზიტის დროს ჩავატარე ლექციების მოკლე კურსი კიბერუსაფრთხოებაში.

ვიზიტის ფარგლებში, მივიღე მონაწილეობა რიგით მე-12 საერთაშორისო კვირეულში სადაც გავაკეთე მოხსენება კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი აქტივობების შესახებ და გავაზიარე ჩვენი გამოცდილება."

Giorgi Iashvili

University of Economic in Katowice

"As part of the Erasmus + academic mobility, I was at the University of Economics in Katowice, where during the planned visit I conducted a short course of lectures on cyber security.

Within the framework of the visit, I participated in the 12th International Week , where I gave a report on the research activities of the Caucasus University And share our experiences."

Photos from Caucasus Cyber Security Center - კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი's post 13/06/2022
Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


#1 Paata Saakadze Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 15:00