ბუღალტერიის ტრენინგ ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბუღალტერიის ტრენინგ ცენტრი

ბუღალტერიის ტრენინგ ცენტრი NNCenter გთავაზობს ბუღალტერიის კურსების გ? ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები

13/11/2024
11/03/2024
24/05/2023

💫არ გაუშვა შანსი ხელიდან!!!💫
http://nncenter.ge/

14/12/2017

NNCenter გთავაზობს ბუღალტერიის კურსების გ?

18/10/2017

რას წარმოადგენს TAX FREE -ს სერვისი?

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში უფლებამოსილ სავაჭრო ობიექტებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნება, რომელიც იანგარიშება დარიცხული დღგ-ის თანხიდან - საქონლის ღირებულების 18 % - შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურისა და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს გამოკლებით. შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური შეადგენს საქონლის დღგ-ს გარეშე ღირებულების 4 %-ს, ხოლო ბანკის საკომისიო - დასაბრუნებელი დღგ-ს თანხის 3%-ს.

სად შეიძლება შევიძინოთ TAX FREE საქონელი?

საქონლის შეძენა შესაძლებელია იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს TAX FREE-ს სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება იბეგრება დღგ-ით.

დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელი მოთხოვნები:

იმისთვის, რომ უფლება გქონდეთ მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე;
დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე;
შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს დღგ-ს თანხის გამოკლებით ერთი ქვითრის მიხედვით;
ნაყიდი საქონელი უნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად;
საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა;
თქვენ უნდა იქონიოთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი;

დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა იქნას გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან.
საქონელი უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში, გარდა იდენტიფიცირებადი
საქონლისა. აუცილებელია, შენარჩუნებული იყოს ლუქის მთლიანობა;
შეფუთული საქონელი გახსნას ექვემდებარება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცრის მიერ თანხის დაბრუნებაზე დასტურის მიღების შემდეგ.

იდენტიფიცირებადია საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.



როგორ და სად მოითხოვოთ დღგ-ს თანხის დაბრუნება?

ქვეყნიდან გასვლისას მიმართეთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-
ოფიცერს და წარუდგინეთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი, სამგზავრო
დოკუმენტი და საჰაერო გზით გადაადგილების შემთხვევაში სამგზავრო ბილეთი;
ხელთ გქონდეთ ნივთები, რომლებზეც დღგ-ს ითხოვთ, ვინაიდან მებაჟე - ოფიცერს აქვს უფლება
ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი;

საქონლის დათვალიერების საფუძველზე, ფაქტობრივად წარმოდგენილისა და ქვითარში მითითებული საქონლის შეუსაბამობის, ასევე, დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის სხვა აუცილებელი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ არ დაგიბრუნდებათ დამატებითი ღირებულების გადასახადი;
მებაჟე-ოფიცერი ადასტურებს ქვითარს ბეჭდით და გიბრუნებთ ქვითრის ორიგინალს.
დღგ-ის თანხის დაბრუნება შეგიძლიათ ბანკში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ;
საზღვაო ნავსადგურებში დღგ-ის თანხის დაბრუნება შეგიძლიათ საბაჟო კონტროლის გავლის
შემდეგ, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება
საზღვაო ტრანსპორტზე;
უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის

დატოვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.

გაითვალისწინეთ!

დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება შემდეგ საქონელზე

მალფუჭებადი საქონელი;
სატრანსპორტო საშუალება;

ოქრო, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით;
ძვირფასი ქვები;
საქონელი, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას
ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის
ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა;
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ო კ ო დ ე ქ ს ი ს 1 6 8 - ე მ უ ხ ლ ი ს თ ა ნ ა ხ მ ა დ , დ ღ გ - ს გ ა ნ
გათავისუფლებული საქონელი;

31/08/2017

მიღებული ავანსის თანხების დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესის

Address

Tbilisi

Telephone

595303137

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბუღალტერიის ტრენინგ ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category