თსუ ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program

თსუ ახალგაზრდული ცენტრი  • USAID Unity Through Diversity Program Official page of TSU Youth Center of the USAID's Unity Through Diversity Program, run by the UNA Georgia

GEO|ENG 👇

5 წლიან USAID პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია -UNA Georgia, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისში პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს 16 ახალგაზრდული ცენტრის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალაქში და სოფლად მცხოვრები დაახლოებით 6,000 ახალგაზრდა ყოველწლიურად იღებს განათლებას და ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში.

ახალგაზრდულ ცენტრებში გაწევრიანების მსურველები დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებში და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.

პროგრამა მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. პროგრამის ამოცანაა, რომ აღნიშნულ გამოწვევების მოგვარების პროცესი წარიმართოს სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობითა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.

განმახორციელებელი ორგანიზაციის - საქართველოს გაეროს ასოციაციის შესახებ:
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia, www.una.ge, www.civil.ge) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 25 ადგილობრივი ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
-----
A 5-year USAID Unity Through Diversity Program is implemented by the United Association of Georgia – UNA Georgia with financial support of the United States Agency for International Development (USAID). In Tbilisi on of the Program’s main partner is Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations - CCIIR. Within the framework of the Program operates a network of 16 youth centers across the country, where each year about 6000 individuals from towns and villages receive education and take part in civic activism. Those interested in joining youth centers please contact us via private message to receive detailed information. The USAID Unity Through Diversity Program works to overcome the political, social, and economic barriers that hinder the integration of religious and ethnic minorities in Georgia. The Program will co-address these barriers by functioning as a focal point for cross-sectoral partnerships and with the involvement of a wider public. About the implementing organization UNA-Georgia:
The UNA-Georgia (www.una.ge, www.civil.ge) is a local non-governmental organization that has been working in Georgia since 1995 to promote human rights, tolerance, freedom and democratic principles. Additional 25 local organizations throughout Georgia are involved in the implementation of the Program.

🇬🇪🇪🇺ჩვენი გზა ევროპაშია.👥ამ ლოზუნგით ჩვენმა ტუტორებმა დაიწყეს შეხვედრების ციკლი  ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსის (1+4 ...
22/12/2024

🇬🇪🇪🇺ჩვენი გზა ევროპაშია.

👥ამ ლოზუნგით ჩვენმა ტუტორებმა დაიწყეს შეხვედრების ციკლი ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსის (1+4 პროგრამის) სტუდენტებთან.
თაგუი სააკიანი და გარის გასპარიანი გაერთიანდნენ და მოსამზადებელი კურსის სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ევროკავშირისა და მისი სიკეთეების შესახებ.
💬გარიკ გასპარიანი საუბრობს ევროკავშირის შესახებ: „ჩემთვის ევროკავშირი უსაფრთხოებასთან, თანასწორობასთან, მშვიდობასა და ეკონომიკურ გაძლიერებასთან, დემოკრატიულობასა და თავისუფლებასთან ასოცირდება.“
💭თაგუი სააკიანი შეხვედრისა და საკუთარი მოტივაციის შესახებ გვიყვება: „ეს შეხვედრა იმიტომ ჩავატარეთ, რომ იყო და იგრძნობოდა ამის საჭიროება. მამოტივირებელი ძალა ჩემთვის ის იყო, რომ უმცირესობებსაც შეუძლიათ ისტორიის წერა და ის, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და არა იმ მხარეს, სადაც ვიღაცებს აწყობთ.
ჩემი პრეზენტაცია იყო ევროკავშირზე, ისტორიაზე, საქართველოს ევროპულ წარსულსა და მომავალზე, ევროკავშირის მე-12 და მე-9 პუნქტებზე და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი ინფორმირებულობა ნიშვნელოვანი, რატომ უნდა გვქონდეს სწორი ინფორმაცია და როგორ არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლნი.“

⛓️‍💥შეხვედრების ციკლი გრელდება.

🫂თსუ ახალგაზრდული ცენტრი და წევრები იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მათი როლის შესახებ.

📌საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა USAID-ისპროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას, თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისიურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR)

Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations - CCIIR
UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია




Taguhi Sahakyan
Garik Gasparyan

16/12/2024

📌 თსუ ახალგაზრდული ცენტრი, მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, აგრძელებს ტუტორიუმის პროგრამას.
📌ტუტორებთან შეხვედრისას განხილულ იქნა სამომავლო გეგმები და მუშაობის სპეციფიკა.
📌 თსუ ახალგაზრდული ცენტრი იაზრებს ინფორმაციის მნიშვნელობას დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მუშაობს ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით.

🇬🇪🇪🇺 ჩვენი გზა ევროპაშია

📌საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა USAID-ისპროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას, თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისიურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).

Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations - CCIIR
UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია


🙌🏽არ გამოტოვო ეს შანსი.📄თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ბიზნეს ინგლისურის A2-ის შემსწავლელთა რეგისტრაცია იწყება!🔖კურსი განკუთვნი...
25/11/2024

🙌🏽არ გამოტოვო ეს შანსი.
📄თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ბიზნეს ინგლისურის A2-ის შემსწავლელთა რეგისტრაცია იწყება!
🔖კურსი განკუთვნილია18 -29 წლის ახალგაზრდებისთვის და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში
🔖შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, რაც მეტად მოსახერხებელს გახდის პროცესს.
📍კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით.
📎რეგისტრაციამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ მოცემულ ლინკზე!

USAID-ის დაფინანსებით და გაერთიანებული ერების საქართველოს ასოციაციასთან (UNAG)პარტნიორობით ამერიკული ორგანიზაცია PH In...

🧩თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამის პარტნიორ ორგანიზაცია ,,პარტნიორები საქართველოსთან” თანამშრომლობით, ცენტრის წევრების...
22/11/2024

🧩თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამის პარტნიორ ორგანიზაცია ,,პარტნიორები საქართველოსთან” თანამშრომლობით, ცენტრის წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების შესახებ.
❓რა გავლენა აქვს სუბიექტურობას აღქმაზე?!
❓რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი სტილის შეკითხვის დასმა და რაზე უნდა დაფიქრდეს კომუნიკატორი ამ მომენტში?!
📌ამ და სხვა საკითხებზე ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერ თეა ბულიასთან ერთად იმსჯელეს.
📣ტრენინგი ჩატარდა USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).
Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations - CCIIR
UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია
Partners-Georgia პარტნიორები-საქართველო


📌ბავშვთა დაცვის საყოველთაო დღის მიზანია საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების, საკითხების ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება დ...
21/11/2024

📌ბავშვთა დაცვის საყოველთაო დღის მიზანია საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების, საკითხების ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვანთა ყოველდღიურობის გაუმჯობესების გზებზე ყურადღების გამახვილება.
📌ამ დღესთან დაკავშირებით თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა ონლაინ შეხვედრა ჩაატარა, ჟურნალისტთან და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეძებ" დამფუძნებელთან, თამუნა მუსერიძესთან. მან ისაუბრა საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევებზე, ბავშვების გაშვილების და მათი ,,შავ ბაზარზე” გაყიდვის ფაქტებზე.
📌საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).
Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations - CCIIR
UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია


ასეთი ახალგაზრდები გვყავს თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ✨📣 თუ ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომ...
16/11/2024

ასეთი ახალგაზრდები გვყავს თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ✨
📣 თუ ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში, მაშინ შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩაერთო გაეროს მოდელირების ტრენინგებში, მოემზადო და მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ მოდელირებასა და ეროვნულ კონფერენციაში:

🌐 თბილისი, გორი, თელავი, ახმეტა, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი.

🔗 გახდი გაეროს მოდელირების დელეგატი, გაიარე რეგისტრაცია 20 ნოემბრის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით : https://www.facebook.com/share/p/1GetEwrN79/

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

#ერთიანობამრავალფეროვნებაშია

🗣️„ნერვიულობა, სიამაყე, შიში, გამოწვევა, თავდაჯერებულობა - ეს ყველაფერი გეუფლება კონფერენციის განმავლობაში და გასწავლის, გავითარებს, გაყალიბებს” - ამ სიტყვებით იხსენებს გაეროს მოდელირებას ანა ღლონტი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program-ის წარმომადგენელი და გაეროს მოდელირების ტრენერი.

ანა გაეროს მოდელირებაში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მსგავსი გამოცდილება მიღებული არ ჰქონდა, გაეროს მოდელირების საზაფხულო სკოლაში ყველა გამოწვევას მარტივად გაუმკლავდა და შემდგომ ტრენერის სტატუსიც მოიპოვა.

🗣️„ჩემი პირველი გაეროს მოდელირება საზაფხულო სკოლაში იყო, შესაბამისად სრული ფორმატის შეთვისება და გაცნობა ტრენინგების პერიოდში მომიწია. ტრენინგების დროს ყველა საჭირო ინფორმაციის დაგროვების შედეგად, ახლა უკვე მზად ვარ ტრენერობისთვის და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ, დაგროვილი ცოდნა სხვებს გავუზიარო.”

გაეროს მოდელირების მერე ანა საკუთარი თავისა და უნარების ნდობა ისწავლა, რაც მისი პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქვე სხვა ახალგაზრდებს რჩევას უზიარებს:

🗣️„ვფიქრობ, თავდაჯერებულობა არის თვისება, რომელიც მოდელირებაში სჭირდება ადამიანს, ამიტომ მინდა იმ ახალგარდებს, რომლებიც მოვლენ და გადაწყვეტენ მონაწილეობას, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იწამონ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. ეჭვები კარგია, თუმცა მხოლოდ რაციონალური. საქმეში კი ცივი გონებით უნდა იმოქმედონ.”

ამ მნიშვნელოვანი გამოცდილების ნაწილში, რა თქმა უნდა, შეძენილი მეგობრებიც და კავშირებიც არიან:

🗣️„მოდელირებაზე და ტრენინგებზეც იმდენი სხვადასხვა ადამიანი გავიცანი. ეს ადამიანები ძალიან დიდი შენაძენია ჩემთვის - როგორც მეგობრები და როგორც კავშირები.”

📣 თუ ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში, მაშინ შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩაერთო გაეროს მოდელირების ტრენინგებში, მოემზადო და მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ მოდელირებასა და ეროვნულ კონფერენციაში:

🌐 თბილისი, გორი, თელავი, ახმეტა, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი.

🔗 გახდი გაეროს მოდელირების დელეგატი, გაიარე რეგისტრაცია 20 ნოემბრის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით : https://www.facebook.com/share/p/1GetEwrN79/

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

#ერთიანობამრავალფეროვნებაშია
_____

"Nervousness, pride, fear, challenge, self-confidence - you get all this during the conference and it teaches, develops, and shapes you" - these are the words of Anna Ghlonti, representative of TSU Youth Center and trainer of Model UN.

Anna took part in the Model UN for the first time this year. Although she had not received such experience before, she easily coped with all the challenges at the Model UN Summer School and subsequently gained the status of a trainer.

"My first Model UN was in summer school, therefore I had to learn and familiarize myself with the full format during the training period. As a result of gathering all the necessary information during the trainings, I am now ready to train and I am looking forward to sharing the accumulated knowledge with others."

After the Model UN, Anna learned to trust herself and her abilities, which was very important for her personal growth. Here she shares advice from her experience to other young people:

"I think self-confidence is a quality that a person needs at the conference, so I want those newcomers who decide to participate to believe in themselves and their abilities. Doubts are good, but they should only act rationally and with a cold mind."

Part of this important experience, of course, are the friends and connections made:

"I met so many different people during the Model UN summer school and trainings. These people are a huge asset to me - as friends and as connections.”

If you are a young person between the ages of 14-29 and live in one of the following cities, then you have the opportunity to participate in Model UN trainings, prepare for and participate in regional and national conferences:

Tbilisi, Gori, Telavi, Akhmeta, Marneuli, Gardabani, Dmanisi, Ninotsminda, Akhalkalaki, Akhaltsikhe, Ozurgeti, Batumi, Kutaisi, Zugdidi.

🔗 Become a Model UN delegate, register by November 20 through the registration form: https://www.facebook.com/share/p/1GetEwrN79/

The USAID Unity Through Diversity program is implemented by the United Nations Association of Georgia with the financial support of the United States Agency for International Development (USAID).

🗣️თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა კონკურსი „ხელოვნება, როგორც თვითგამოხატვის საშუალება“, რომლის მთავარი თემაც თავისუფლებ...
10/11/2024

🗣️თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა კონკურსი „ხელოვნება, როგორც თვითგამოხატვის საშუალება“, რომლის მთავარი თემაც თავისუფლება იყო.
🖌️„რას ჰქვიან თავისუფლება?“, - ვაჟა-ფშაველას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ხელოვნებისა და ფანტაზიის საშუალებით გადაწყვიტეს.
🗽თავისუფლება, როგორ ხედავენ ისინი და რაში გამოიხატება მათთვის თავისუფლების მნიშვნელობა, შეეძლოთ აღებეჭდათ, როგორც ფოტოზე, ასევე, დაეხატათ ან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაეგენერირებინათ მათ გონებაში წარმოქმნილი თავისუფლების იდეა.
🏅კონკურსში გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოვლინდნენ. მათ ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.
🎨ღონისძიება ჩატარდა USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).
Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations - CCIIR
UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია


10/11/2024

🌐 თუ დაინტერესებული ხარ საერთაშორისო ურთიერთობებით და გინდა მოირგო სხვადასხვა ქვეყნის დელეგატის როლი, დახვეწო მოლაპარაკების, კომუნიკაციებისა და დებატების უნარები, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა

🎥 გიზიარებთ ვიდეოს, USAID-ის მხარდაჭერილი ეროვნული კონფერენციიდან, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

🇺🇳გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, რომელიც დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, განავითარონ ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარები.

🥳თუ ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში, მაშინ შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩაერთო გაეროს მოდელირების ტრენინგებში, მოემზადო და მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ მოდელირებასა და ეროვნულ კონფერენციაში:
🌐 თბილისი, გორი, თელავი, ახმეტა, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი.

📌რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ნოემბრის ჩათვლით. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა https://form.jotform.com/243043672762457

🙌🏽არ გამოტოვო ეს შანსი.📄თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ბიზნეს ინგლისურის B1-ის შემსწავლელთა რეგისტრაცია იწყება!🔖კურსი განკუთვნი...
30/10/2024

🙌🏽არ გამოტოვო ეს შანსი.

📄თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ბიზნეს ინგლისურის B1-ის შემსწავლელთა რეგისტრაცია იწყება!
🔖კურსი განკუთვნილია18 -29 წლის ახალგაზრდებისთვის და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში
🔖შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, რაც მეტად მოსახერხებელს გახდის პროცესს.

📍კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით.

📎რეგისტრაციამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ მოცემულ ლინკზე!

USAID-ის დაფინანსებით და გაერთიანებული ერების საქართველოს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით ამერიკული ორგანიზაცია PH I...

Address

უნივერსიტეტის ქუჩა N2 (თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი)
Tbilisi
0146

Telephone

+995322748532

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category