თბილისის N 206 საბავშვო ბაგა-ბაღი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის N 206 საბავშვო ბაგა-ბაღი

თბილისის N 206 საბავშვო ბაგა-ბაღი საბავშვო ბაგა-ბაღი

26/09/2026
12/09/2026

როგორ მოვემზადოთ ბაღის პირველი დღისთვის? 🏫

ბაღში მისვლის პირველი დღე ემოციებთანაა დაკავშირებული – როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის.

იმისათვის, რომ ტრანზიციის ეს ეტაპი მაქსიმალურად მშვიდად და პოზიტიურად გაიაროთ, გიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს:

✅ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მართეთ საკუთარი ემოციები. გახსოვდეთ, ბავშვები გრძნობენ თქვენს განწყობას. Თქვენი შფოთვა და აღელვება უარყოფითად აისახება მათზე. მშვიდი მშობელი – მშვიდი ბავშვის საწინდარია!

✅ წინასწარ ისაუბრეთ მოსალოდნელ სიახლეებზე, დღის განრიგსა და ახალ გარემოზე. აუხსენით, რომ ბაღში მათ დახვდებათ სათამაშოები, მეგობრები, მასწავლებლები.

✅ დღის ბოლოს თქვენ და თქვენმა პატარამ გაუზიარეთ ერთმანეთს ემოციები, ეს კი დაეხმარება ბავშვს შთაბეჭდილებების გააზრებაში.

Გელოდებით სიყვარულით! 💕
08/09/2026

Გელოდებით სიყვარულით! 💕

როგორი იქნება საბავშვო ბაღში შესვლის პირველადი გამოცდილებები ბავშვისთვის დიდწილადაა დამოკიდებული ბაღსა და ოჯახს შორის წი...
04/09/2026

როგორი იქნება საბავშვო ბაღში შესვლის პირველადი გამოცდილებები ბავშვისთვის დიდწილადაა დამოკიდებული ბაღსა და ოჯახს შორის წინასწარ კომუნიკაციაზე. რაც უფრო ინფორმირებული, მომზადებული და შეთანხმებულია ორივე მხარე, მით უფრო პროგნოზირებადი შეიძლება იყოს პროცესი.

#ბაღთანადაპტაცია
#ბაღთანშეგუება

ერთი წელი — მრავალფეროვანი ემოცია და შეფასება! როგორი იყო 2025-2026 სააღმზრდელო წელი? პასუხები ამ ფურცელზე იმაზე მეტს ამ...
27/07/2026

ერთი წელი — მრავალფეროვანი ემოცია და შეფასება!

როგორი იყო 2025-2026 სააღმზრდელო წელი? პასუხები ამ ფურცელზე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე უბრალოდ სიტყვებია: „ნაყოფიერი“, „მრავალფეროვანი“, „სიყვარულით სავსე“, „გამოწვევებით აღსავსე“...

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ეს წელი ასეთი განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახადა! ❤️

#სააღმზრდელოწელი #მოგონებები #გუნდურობა #მადლობა🩷❤️💜

25/06/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:

1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;

6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

25/06/2026

Address

ფონიჭალა 3
Tbilisi
0114

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის N 206 საბავშვო ბაგა-ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category