სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა

სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა, Education, ვარკეთილი, II მ/რ, Tbilisi.

✨️✨️ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, ანსამბლ „ნატოს“ წევრებო და ხელმძღვანელებო!❤️❤️დღეს ჩვენი გული უდიდესი სიამაყითა და სიხარუ...
21/06/2026

✨️✨️ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, ანსამბლ „ნატოს“ წევრებო და ხელმძღვანელებო!❤️❤️

დღეს ჩვენი გული უდიდესი სიამაყითა და სიხარულით არის სავსე. ფესტივალზე „ქართულის“ მოპოვებული უმაღლესი ჯილდო — 🏆გრანპრი🏆 — არ არის მხოლოდ ერთი გამარჯვება,ანსამბლ "ნატოსთვის", ეს არის ხელმძღვანელების, თქვენი ნიჭის, დაუღალავი შრომის, ქართული ცეკვისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და იმ დიდი ერთგულების შედეგი, რომელსაც ყოველდღიურად დებთ რეპეტიციებზე.

🇬🇪🇬🇪თქვენ სცენაზე სიცოცხლე და სილამაზე ააჟღერეთ. აჩვენეთ ყველას, თუ როგორი ძლიერი, მრავალფეროვანი და ამაყია ჩვენი კულტურა. თქვენი ყოველი მოძრაობა იყო ხელოვნება, რომელმაც მაყურებელიც და ჟიურიც აღაფრთოვანა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ანსამბლის ხელმძღვანელებს ქალბატონ ნატო დარჩიაშვილს ❤️და კახაბერ ბარბაქაძეს!❤️ თქვენ შეძელით ბავშვების ნიჭის აღმოჩენა, მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბება და ამ დიდ წარმატებამდე მიყვანა. თქვენი შრომა ფასდაუდებელია.

ჩემო ბავშვებო, თქვენ ჩვენი სკოლის სახელი კიდევ ერთხელ ასახელეთ. მადლობა ამ ემოციისთვის, სიხარულის ცრემლებისთვის და იმ სიამაყისთვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აჩუქეთ.

გფარავდეთ ღმერთი, ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია!"

#ანსამბლინატო
#ნატო
❤️❤️❤️

20/06/2026

უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს!❤️ რომლებმაც შვილების ბანკეტი ულამაზესი ცეკვითა და ენერგიით გააფერადეს! ❤️
✨ მადლობა იმ მრავალწლიანი ერთგულებისა და თანადგომისთვის, რაც სკოლას აჩუქეთ. თქვენი წვლილი ჩვენს საერთო მოგონებებში ფასდაუდებელია! 🙏💫🌟

18/06/2026

ჩვენი სკოლის დირექტორის დაუვიწყარი სიურპრიზი და ემოციური ცეკვა შვილთან ერთად, სკოლის გამოსამშვიდობებელ საღამოზე.❤️💃🕺
Nana Natidze

სიამაყით გამცნობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ ქიტოშვილმა GENIUS Olympiad-ის მსოფლიო ფინალში, რომელიც გაიმართა რო...
13/06/2026

სიამაყით გამცნობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ ქიტოშვილმა GENIUS Olympiad-ის მსოფლიო ფინალში, რომელიც გაიმართა როჩესტერში (Rochester), JHON FISHER -ის უნივერსიტეტში, Coding-ის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 🥉 მან 24 საათიან ჰაკათონზე მეწყვილესთად ერთად შექმნა პროექტი და წარადგინა ჟიურის წინაშე.
საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეები იღებდნენ მონაწილეობას, მან ღირსეულად წარადგინა საქართველო. 🇬🇪
ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი, წარმოუდგენელი ემოციები, ნერვების ომი და უდიდესი სიამაყის წამები! ფიშერის უნივერსიტეტის გრანდიოზულ არენაზე, მსოფლიოს 70 ქვეყნის 1300 საუკეთესო გონებას შორის, ქართული დროშა სცენაზე არაერთხელ აფრიალდა!
ვულოცავთ ნიკოლოზს ამ დიდ წარმატებას !!!!💫💫💫

09/06/2026

👨‍🎓👩‍🎓💖💖💖 ასე ლამაზად დავულოცეთ გზა მეოთხე კლასელებს მეხუთე კლასისაკენ!❤❤❤
მადლობა კლასის ხელმძღვანელებს გვანცა ზაზაშვილს❤️, ნინო ჩოხელს❤️ თამარ მგალობლიშვილი❤️, ფიქრია ვასაძეს❤️, მეგი კუთხაშვილს❤️ ჩვენს მზრუნველ, საუკეთესო მშობლებს❤️ და დღევანდელი დღის გმირებს მეოთხე კლასელებს❤❤
დაე, ბედნიერი ბავშვობა და დაუვიწყარი მომდევნო სასკოლო წლები ჩვენს მოსწავლეებს.❤️❤️

ჩვენი სკოლის ღირებულებითი კლუბის წევრებმა, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს პროექტში „გაიცანი შენი ქალაქი...
08/06/2026

ჩვენი სკოლის ღირებულებითი კლუბის წევრებმა, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს პროექტში „გაიცანი შენი ქალაქი“. საინტერესო ტურის ფარგლებში, ბავშვებმა დედაქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, თბილისის წარსულიდან მნიშვნელოვან დეტალებს ეზიარნენ და ქალაქის მშვენიერი ხედებით დატკბნენ.
🤝 ეს და მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმებით ორგანიზდება. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს მოემსახურა კომფორტული ტრანსპორტი, პროფესიონალი გიდი, ხოლო ექსკურსიის დასასრულს მათთვის ტრაპეზი მოეწყო.
⛪️ მთელი ტურის განმავლობაში მოსწავლეების გვერდით იმყოფებოდნენ ღირებულებითი განათლების წარმომადგენელი და ჩვენი სკოლის პედაგოგი, მამა ლუკა.გულითად მადლობას ვუხდით საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ საოცარი პროექტისთვის. განსაკუთრებული მადლობა მამა ლუკას მუდმივი მხარდაჭერისთვის, ხოლო სკოლის დირექციას — ღონისძიების ორგანიზებისა და თანადგომისთვის!

3 ივნისს ჩვენს სკოლას ეწვია ჩვენი კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდ...
03/06/2026

3 ივნისს ჩვენს სკოლას ეწვია ჩვენი კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი- მარიამ წიკლაური. შეხვედრას ესწრებოდნენ უფროსკლასელები. მარიამმა "თსუ დესპანის" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები: თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ საუნივერსიტეტო სივრცეში, რა განსხვავებაა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, რა სპეციფიკით ხასიათდება ის, როგორია შეფასების სისტემა და ა.შ. მარიამი ჩვენი სკოლის წინაშე პირველად არ წარდგენილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დესპანის ამპლუაში და მან, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა უფროსკლასელებს. წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

2 ივნისს, ჩვენს სკოლაში მეოთხეკლასელთა მეორე კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა  გახლდათ „რობოტები სხვადასხვა პროფესიაში ...
03/06/2026

2 ივნისს, ჩვენს სკოლაში მეოთხეკლასელთა მეორე კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა გახლდათ „რობოტები სხვადასხვა პროფესიაში დღეს და მომავალში“ 🤖✨
კონფერენცია პედაგოგ ირინა ნადირაშვილის იდეითა და ხელმძღვანელობით წელს უკვე მეორედ ჩატარდა. 👏👏
👩‍🎓👨‍🎓მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები,საინტერესო ფაქტები/მაგალითები კონკრეტული მიმართულებით.გააკეთეს სწორი დასკვნები, გაგვაცნეს მომავლის იდეები💡
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მშობელთა აქტიური ჩართულობა, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილსა და საინტერესოს ხდიდა. 🙏🌟
ჩვენი სკოლის დირექცია მუდამ ახალისებს და მხარს უჭერს მსგავს ინოვაციურ წამოწყებებს!❤️ უღრმესი მადლობა კონფერენციის ხელმძღვანელს ირინა ნადირაშვილს და მეოთხე კლასის დამრიგებლებს გვანცა ზაზაშვილს, ნინო ჩოხელს, ფიქრია ვასაძეს, თამარ მგალობლიშვილსა და მეგი კუთხაშვილს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის! 👏

მე-4 გ კლასში პედაგოგმა ფიქრია ვასაძემ ჩაატარა ვიქტორინა მათემატიკაში.🧮✨ ნამდვილი შემეცნებითი დღესასწაული გაიმართა საკლა...
02/06/2026

მე-4 გ კლასში პედაგოგმა ფიქრია ვასაძემ ჩაატარა ვიქტორინა მათემატიკაში.🧮✨ ნამდვილი შემეცნებითი დღესასწაული გაიმართა საკლასო სივრცეში . პედაგოგმა მოსწავლეებისთვის ჩაატარა სახალისო მათემატიკური ვიქტორინა, რომელმაც პატარების ლოგიკური აზროვნება და არითმეტიკული უნარები გამოავლინა.
ღონისძიებას განსაკუთრებულ ხალისს სძენდა მოწვეული სტუმრების — მშობლების ჩართულობა, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობდნენ თავიანთ შვილებს.
ვიქტორინის დასასრულს, ყველა მონაწილე მოსწავლე დასაჩუქრდა სამახსოვრო სიგელითა .მადლობას ვუხდით ქალბატონ ფიქრიას საინტერესო ინიციატივისთვის, ხოლო მშობლებს — თანადგომისთვის! 👏🎉

Address

ვარკეთილი, II მ/რ
Tbilisi
0152

Opening Hours

Monday 08:00 - 18:00
Tuesday 08:00 - 18:00
Wednesday 08:00 - 18:00
Thursday 08:00 - 18:00
Friday 08:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category