Calvary Chapel Tbilisi

Calvary Chapel Tbilisi Calvary Chapel Tbilisi is an evangelical community of believers in Jesus Christ. We have two services on Sundays—9:30 and 12:00.

English below

თბილისში არსებული გოლგოთის სამლოცველო რეგისტრირებულ ეკლესიას წარმოადგენს.

გვწამს ისტორიული ქრისტიანობის ყველა ძირეული მოძღვრების.

გვწამს, რომ წმინდა წერილი უშეცდომოა, რომ ბიბლია, ძველიც და ახალი აღთქმაც ღმერთის მიერ შთაგონებული, უტყუარი სიტყვაა.

გვწამს, რომ ღმერთი მარადიულად ცოცხალია სამ სხვადასხვა პიროვნებაში: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა.

გვწამს, რომ ღმერთი ყოველივე არსებულის პიროვნული, ზებუნებრივი და უზენაესი შემოქმედია.

გვწამს, რომ იესო ქრისტე მთლიანად ღმერთი და მთლიანად ადამიანია, რომ იგი ქალწულის მიერ იშვა, იცხოვრა უცოდველი ცხოვრებით, ჯვარზე კაცობრიობის მაგივრად აღსრულებით გვიბოძა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდი, ხორციელად აღდგა მკვდრეთით, უკან, ზეცად ამაღლებით კი მამა ღმერთის ხელმარჯვნივ დაიმკვიდრა ადგილი და ცოცხლობს მარადიულად, რათა იყოს შუამავალი ჩვენთვის.

გვწამს დედამიწაზე იესო ქრისტეს პიროვნული, ხილვადი და ათასწლეულამდელი მეორედ მოსვლის. იგი დაბრუნდება თავის წმიდებთან ერთად და დააარსებს სასუფეველს, რომელიც მარადიულად იარსებებს.

მას შემეგ რაც იესო ცად ამაღლდა, მან თავისი სულიწმიდა გარდამოავლინა იერუსალიმში მყოფ მორწმუნეებზე, რითაც ძალით აღავსო ისინი, რათა აღესრულებინათ მისივე დავალება - სახარების კაცობრიობისათვის ქადაგება - ვალდებულება, რომელიც დღესდღეობით ყველა მოწმუნეს აკისრია.

გვწამს, რომ ბუნებით ყოველი ადამიანი დაშორებულია ღმერთისაგან და პასუხისმგებელია თავისსავე თითოელ ცოდვაზე, მაგრამ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მადლით ყოველივე ჩვენგანს ხსნა, გამოსყიდვა და მიტევება უსასყიდლოდ აქვს ბოძებული. იმ წამს, რა წამსაც ადამიანი მოინანიებს ცოდვას და აღიარებს იესო ქრისტეს, როგორც პიროვნულ მხსნელსა და უფალს, მას მიენდობა ხსნისათვის, ეს ადამიანი მყისიერად ხდება ხელახლა დაბადებული და სულიწმიდის მიერ ბეჭედდასმული, მიეტევება თავისი ყველა ცოდვა და ხდება ღმერთის შვილი, რათა იცხოვროს მარადიულად უფალთან ერთად.

- - - - - - - - - - - - - - -

Calvary Chapel of Tbilisi is a registered church. We believe in all the basic doctrines of historic Christianity. We believe in the inerrancy of Scripture, that the Bible, Old and New Testaments are the inspired, infallible Word of God. We believe that God is eternally existent in three distinct persons: Father, Son and Holy Spirit. We believe that God is the personal, transcendent, and sovereign Creator of all things. We believe that Jesus Christ is fully God and fully human, that He was born of a virgin, lived a sinless life, provided for the atonement of our sins by His substitutionary death on the cross, was bodily raised from the dead, ascended back to the right hand of the Father, and ever lives to make intercession for us. We believe in the personal, visible, and pre-millennial second coming of Jesus Christ to the earth. He will return with His saints and set up a kingdom of which there will be no end. After Jesus ascended to Heaven, He poured out His Holy Spirit on the believers in Jerusalem, enabling them to fulfill His command to preach the Gospel to the entire world, an obligation shared by all believers today. We believe that all people are, by nature, separated from God and responsible for their own sin, but that salvation, redemption, and forgiveness are freely offered to all by the grace of our Lord Jesus Christ. When a person repents of sin and accepts Jesus Christ as personal Savior and Lord, trusting Him to save, that person is immediately born again and sealed by the Holy Spirit, all his/her sins are forgiven, and that person becomes a child of God, destined to spend eternity with the Lord.

22/09/2026

26 სექტემბერს, (შაბათი) საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია უმასპინძლებს პოსტ საბჭოთა სივრცეში ცნობილ მქადაგებელსა და ბიბლიის მასწავლებელს, საკრამენტოში სახარებისეული ეკლესიის "House of Bread" დამფუძნებელს, ალექსანდრე შევჩენკოს.

მსახურების საათები:
11:00 - 16:00

მისამართი: თორნიკე ერისთავის 22 (საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია)

20/09/2026

Luke 18:1-17

14/09/2026

ღრმა მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, ჩვენთვის წარმოუდგენელი ამბავი… გარდაიცვალა ჩვენი ეკლესიის უფროსი მწყემსი და საყვარელი სულიერი ძმა ქრისტეში – სპარტაკ ჭანკვეტაძე.

მისი სიცოცხლე და მსახურება იყო ერთგულების, სიყვარულისა და უფლისადმი უსაზღვრო თავდადების მაგალითი. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღვთის სიტყვის გავრცელებას, მრევლზე ზრუნვას და ათასობით ადამიანის სულიერ აღზრდას.

მძიმეა ჩვენი დანაკლისი, მაგრამ გვანუგეშებს უფლის სიტყვა და მარადიული ცხოვრების იმედი:

მათე 25:21 – „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.“

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ მრევლსა და ეკლესიის საძმოს. უფალმა ანუგეშოს თითოეული ჩვენგანი ამ დიდი ტკივილის ჟამს.

⚫️ ინფორმაცია პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ:
14–15 სექტემბერი: პანაშვიდი
მისამართი: ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი, №5

16 სექტემბერი: პანაშვიდი ეკლესიაში
მისამართი: ქუთაისი, სერგო მესხის ქუჩა, №42

17 სექტემბერი: სამგლოვიარო მსახურება და დაკრძალვა
მისამართი: ქუთაისი, სერგო მესხის ქუჩა, №42

ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესია

13/09/2026

The Kingdom is Here and the King is Coming - Luke 17:20-37

06/09/2026

Living in Light of Mercy - Luke 17:1-19

30/08/2026

Beyond the Gate - Luke 16:19-31

13/07/2026
13/07/2026
12/07/2026

Luke 12:35-59

Address

25 Dimitri Uznadze Street
Tbilisi
0102

Opening Hours

Wednesday 19:00 - 21:00
Sunday 11:00 - 13:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Calvary Chapel Tbilisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Calvary Chapel Tbilisi:

Shortcuts

Share