კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში!
სკოლის მისიაა,
ა) შექმნას სწავლისა და სწავლების საუკეთესო გარემო;
ბ) მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება და ადაპტირება, მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და იმ გამოწვევებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, რომელთაც მათ თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო სთავაზობს;
გ) მისცეს სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა, სურვილისამებრ, სიღრმისეულად დაეუფლონ მაქსიმალურად ბევრ უცხოურ ენას;
დ) სკოლა გზას უხსნის მის მოსწავლეებს თავისუფალი შემეცნებისკენ და აძლევს მათ შესაძლებლობას, სწავლა განაგრძონ ქართულ თუ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში.
სკოლას აქვს სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსი: ბიბლიოთეკა, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის კაბინეტ-ლაბორატორიები, კომპიუტერული კლას-ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი და მოედანი და საცურაო აუზი. ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით.
მოსწავლეთა სააზროვნო და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, მოსწავლეები მონაწილეობენ შიდა სასკოლო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში. სისტემატიურად ტარდება კლასგარეშე ღონისძიებები: ექსკურსიები, კონკურსები, ვიქტორინები და სხვ. ასევე, ფუნქციონირებს ქართული ცეკვის, მუსიკის, ხატვის, ჭადრაკის, ცურვის, ფეხბურთისა და კალათბურთის წრეები.
უცხო ენების შესასწავლად გამოყენებულია ენების შესწავლის თანამედროვე მეთოდები და ტექნიკური საშუალებები. სკოლაში ინგლისური ენა ყოველდღიური, სავალდებულო საგანია პირველი კლასიდან, კვირაში 5-საათიანი დატვირთვით. III კლასიდან მოსწავლეები რუსული ენის დაუფლებას იწყებენ, ხოლო V კლასიდან – გერმანული და ფრანგული ენების. VI და VII კლასებიდან ასევე ისწავლება ჩინური ენა.
ჩვენთან დამატებით ფუნქციონირებს შაბათის სკოლა ინგლისური ენისა (III-XII კლასები) და მათემატიკის (III-VI კლასები, კომაროვის პროგრამით) დამატებით, მაღალ დონეზე შემსწავლელთათვის.
სკოლაში საგანმანათლებლო მომსახურებისათვის დადგენილია დაბალი გადასახადის განაკვეთი. ამასთან, დაწესებულია შეღავათები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ობოლი ბავშვებისათვის. ასევე, სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო.
სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და ექიმი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველსაყოფად. სკოლის პერიმეტრი კონტროლდება კამერების საშუალებით. სკოლას ასევე ემსახურება საკუთარი მინი-ავტობუსი, დილის 8.00-დან 17.00 საათამდე, მოსწავლეთა ნაწილის გადასაყვანად, საჭიროებისამებრ.
2022 წლის 19 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მიერ სკოლას მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით, გაზრდილი კონტინგენტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 276 05 95, 599 90 60 11, 577 77 06 16, 591 70 55 00 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
შაბათის სკოლა
შაბათის სკოლის ძირითადი მიმართულებებია:
I.ინგლისური ენა: დამატებითი, მაღალი საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა მე-3-დან დაწყებული მე-12-ს ჩათვლით ყველა კლასში. II.მათემატიკა: დამატებითი,მაღალი დონის საგანმანათლებლო მომსახურება III, IV,V და VI დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის (კომაროვის პროგრამით).
ინგლისურის მიმართულების მიზანია:
• ინგლისური ენის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა A1, A2, B1,B2 და C1 დონეებზე.
• უმცროსი კლასების მოსწავლეების მომზადება ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად;
• PET, FCE და TOEFL პროგრამების გავლის შემდეგ შაბათის სკოლის მოსწავლეები შეძლებენ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში;
• ყოველ წელს წარმატებული ბავშვების გაგზავნის უზრუნველყოფა გაცვლითი პროგრამებით ინგლისურენოვან ქვეყნებში;
• შაბათის სკოლის უფროსკლასელების დახმარება საერთაშორისო უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების, უცხოეთის უნივერსიტეტში მიღების პირობების, აპლიკაციების შევსებასა და დაფინანსების მოპოვებაში;
მათემატიკური მიმართულების მიზანია:
• აღმოაჩინოს მოსწავლეში მათემატიკისადმი მიდრეკილება, უფრო მეტად შეაყვაროს ეს დისციპლინა და გაუღვივოს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• მოსწავლეებს შეექმნათ მომდევნო კლასებში მათემატიკის გაღრმავებული შესწავლისათვის სასურველი ბაზა;
• სკოლა უზრუნველყოფს მათემატიკის ნიჭის მქონე ბავშვების მომზადებას კომაროვისა და ვეკუას სკოლებში გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის;
• ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოსწავლეებს მიეცემათ სათანადო ცოდნა მათემატიკის და ინფორმატიკის ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად;
მეცადინეობის ფორმატი:
• ორივე მიმართულება მოიცავს სწავლების 8 თვეს. ჩატარდება 32 მეცადინეობა-ცალკე მათემატიკაში, ცალკე ინგლისურ ენაში.
• მეცადინეობები ჩატარდება შპს ,,უცხო ენების უმაღლეს სკოლა ნინოში’’
შაბათ დღეს, ორ ცვლად;
I ცვლა 9:00-13:00 (შესვენება 20 წთ.) II ცვლა 13:00-17:00 (შესვენება 20 წთ.)
• ყოველი 4 მეცადინეობის შემდეგ, თვის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი წერები;
• სასწავლო პროცესში მეცადინეობებს ჩაატარებენ ჩვენი სკოლისა და მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები;
• შაბათის სკოლაში თვეში გადასახადი ორივე მიმართულების არჩევის შემთხვევაში შეადგენს 100 ლარს. ცალკე, მხოლოდ ინგლისური ან მათემატიკის შესწავლის შემთხვევაში თითოეული შეადგენს 60 ლარს. ინფორმატიკისა და ფიზიკის ერთი დამატებითი მოდულის ჩატარებისათვის თვეში იქნება 60 ლარი.
ტელ: 555 773255 (ანა)