12/11/2019
🎊მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი სტუდია განახლებული ფორმატით ბრუნება ახალ მისამართზე: 🌳ვერის ბაღში - კოსტავას 1-ლი შესახვევი №11.
👉თუ გინდა იცოდე ქართული კალიგრაფიის ფესვები და წერდე ისე, როგორ ამას აკეთებდნენ V, X, XV საუკუნეებში ან გსურს თანამედროვე ქართულ კალიგრაფიაში შენი ადგილი იპოვო, ეს კურსები შენთვისაა.
👉ჩვენთან ასევე შეისწავლი როგორ მოხატო ხელნაწერი, რომელი დეკორი და კომპოზიცია მოუხდება ამა თუ იმ შრიფტს. და ყველაზე მთავარი - აკინძო წიგნის საკუთარი ხელით! 📚 თან მხოლოდ ერთი მეთოდით კი არა, არამედ შეისწავლო ყელა ის ტექნიკა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
✅ასე რომ გელოდებით! არ დაგავიწყდეთ, ჩვენი სტუდიის ისტორია უკვე 5 წელს ითვლის. ეს არის თბილისიში პირველი კალიგრაფიული სკოლა, სადაც მოხდა კალიგრაფიის აკადემიური სწავლება. პედაგოგებმა პროგრამები შეადგინეს ისე, რომ მისი დაძლევა არ გაუჭირდეს დამწყებს და ასევე ძალიან საინტერესო იყოს პროფესიონალისთვისაც.
👉დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში.