ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia თსუ - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

👩🏼‍🔬 ნეირომეცნიერებაში სიახლეებია, რომლებსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სიანფორმაციო სვეტზე გაეცნობით.✨ თვალყური გვ...
23/09/2026

👩🏼‍🔬 ნეირომეცნიერებაში სიახლეებია, რომლებსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სიანფორმაციო სვეტზე გაეცნობით.

✨ თვალყური გვადევნეთ და ისარგებლეთ ჩვენი სამეცნიერო ბაზების დიდი არჩევანით, რომლებიც ინფორმაციის რუკას შლის და ნიშნულებს გაძლევთ.

https://shorturl.at/8e4Mb

⭐ გრძელი სიტყვა სამ წუთში!⭐ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროექტ-კონკურსს - „თეზისი 3 წუთში” ...
22/09/2026

⭐ გრძელი სიტყვა სამ წუთში!

⭐ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროექტ-კონკურსს - „თეზისი 3 წუთში” ატარებს და დოქტორანტების სხარტ გადაწყვეტილებებს ელის.

⭐ კონკურსის წესებს აღწერაში გაეცნობით და იქვე სარეგისტრაციო ლინკიც დაგხვდებათ.

🔎 რა იმალება წყლის სიღრმეებში, გამოქვაბულებსა და საძოვრებზე? 🐑 ნორვეგიაში, ცხვრის საძოვარზე ცხოველის ნამარხი  აღმოაჩინეს...
17/09/2026

🔎 რა იმალება წყლის სიღრმეებში, გამოქვაბულებსა და საძოვრებზე?

🐑 ნორვეგიაში, ცხვრის საძოვარზე ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს. სხეული 540 მილიონი წლის წინანდელია და სამგანზომილებიანი სტრუქტურა აქვს შენარჩუნებული. იმ დროს დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები პირველად გამოჩდნენ და ეპოქას ედიაკარული ეწოდა.

🔗 აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტს ესბ-ს სამეცნიერო სიახლეების სვეტზე გაეცნობით: https://shorturl.at/mrsoy

👾 გაინტერესებთ, როგორ ცოცხლდებიან მექანიზმები ან როგორია მექანიკური სხეულის მარტივი ანატომია? 🤖 ეროვნულ სამეცნიერო ბიბლი...
16/09/2026

👾 გაინტერესებთ, როგორ ცოცხლდებიან მექანიზმები ან როგორია მექანიკური სხეულის მარტივი ანატომია?

🤖 ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მორიგი უფასო კურსი გამოცხადდა!

⭐ ციფრული ინჟინერიით დაინტერესებულ მოზარდებს Arduino - ს სახელოსნოში გელით, სადაც ელექტრონიკისა და პროგრამირების საბაზისო პრინციპებს Tinkercad სიმულაციითა და ფიზიკური კომპონენტების მოსინჯვით შეისწავლით. იმუშავებთ LED-ებზე, სენსორებსა და ეკრანებზე, დაწერთ კოდს C++ ენაზე.

🔗 ადგილები მალე ივსება, ამიტომ მოასწარით დარეგისტრირება ლინკზე 27 სექტემბრის ჩათვლით: https://forms.gle/vHzh9z9paSxNoAdk6

❤️ წარმატებებს გისურვებთ!

⭐ Britannica Education ყველგან და მხოლოდ ორი თვით, თქვენს ჭკვიან მოწყობილობებში! ⭐ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზ...
15/09/2026

⭐ Britannica Education ყველგან და მხოლოდ ორი თვით, თქვენს ჭკვიან მოწყობილობებში!

⭐ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ ისე იმუშაოთ, როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ, რადგან Britannica Academic და Britannica Library კარი სრულად იხსნება და უზღვავი ინფორმაციის ციფრულ აუდიტორიებში მოსახვედრ ოქროს ბილეთს გაძლევთ. https://britannicaeducation.com/

⭐ ამ სივრცეში ინფორმაცია გადამოწმებული, ციტირებადი, აკადემიურად სანდო და ყველა დისციპლინისთვის გამოსადეგია.

⭐ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა კი ინფორმაციას ორასზე მეტ ენაზე, მათ შორის ქართულადაც თარგმნის. ამიტომ რთული კითხვა Britannica-ს უნდა ჰკითხოთ.

⭐ დისტანციური წვდომის მისაღებად მოგვწერეთ და გიპასუხებთ. ინფორმაცია მათაც გაუზიარეთ, ვინც ცოდნის დაწმენდილ წყაროს ეძებს.

🔗 იხილეთ გზამკვლევიც: https://online.fliphtml5.com/hrhwr/ztif/ =1

⭐️ მესამე უფასო კურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში!⭐ თუ თვლით, რომ სამყაროს ფერადოვნებას მარილი აკლია, მაშინ ანიმაციი...
14/09/2026

⭐️ მესამე უფასო კურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში!

⭐ თუ თვლით, რომ სამყაროს ფერადოვნებას მარილი აკლია, მაშინ ანიმაციის სასწავლო სტუდიაში გელით. სახელოსნო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული ანიმაციის განვითარების ფონდის ინიციატივით შეიქმნა და ნახატის გაცოცხლების მაგიას შეგასწავლით.

☘️ კურსი სამთვიანია, შეხვედრების ჩატარების დღეებსა და დროს ჯგუფის ჩამოყალიბებისთანავე გაცნობებთ.

✍️ჩვენამდე მოსასვლელად, 12 დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა უნდა შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/kzHAjBMiHZByooE66

⭐ ვადის დასრულებისთანავე, მომავალი ანიმატორების ნაკრებს გასაუბრებით შევარჩევთ.

👀 1832 წელს ბელგიელმა ფიზიკოსმა ჟოზეფ პლატომ ფენაკისტოსკოპი შექმნა, რომელიც ნახატების სწრაფი მონაცვლეობით მოძრაობის ილუზიას ქმნიდა. ასე დაიწყო ამბავი, რომელიც საერთაშორისოა და ყველას უყვარს.

✨ მოუთმენლად ველით ძველი ამბის ახალ მონაწილეებთან შეხვედრას და მათ სხვა ნახატ ამბებს.

ციფრული რესურსები სამეცნიერო ბაზები დისტანციური და უფასო წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე OPENJOURNALS ელექტრო...

⭐ კიდევ ერთი უფასო კურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში!✈ ვეძებთ ცნობისმოყვარე მოზარდებს, რომლებსაც ვარდნის არ ეშინიათ ...
10/09/2026

⭐ კიდევ ერთი უფასო კურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში!

✈ ვეძებთ ცნობისმოყვარე მოზარდებს, რომლებსაც ვარდნის არ ეშინიათ და სწამთ, რომ ოცნების ადგილი ცაშია და ცას ჯიუტი მცდელობა იპყრობს.

🛩 ავიამოდელირებისა და მექანიზმების ლაბორატორია 10-დან 16 წლამდე ასაკის ადამიანებს საფრენი მოდელების ასაწყობად ელის.

🌀 კურსი შვიდ თვეს გაგრძელდება. მეცადინეობებზე კონსტრუირებასა და აეროდინამიკის საფუძვლებს შეისწავლით, მარტივ მოდელებს ააწყობთ, თანდათან გაართულებთ, ბოლოს კი საავტორო თვითმფრინავსაც შექმნით.

✨ 1903 წლის 17 დეკემბერს ძმებმა რაიტებმა პირველი ძრავიანი, კონტროლირებადი ფრენა შეასრულეს, რომელიც 12 წამს გაგრძელდა.

მეოთხე მცდელობის დრო უკვე 59 წამი იყო.

👨‍✈️ ფრენის ამბავიც ასეთია: ფიქრი იმაზე, რა უნდა შეცვალო, როცა შენი მოდელი ისე არ დაფრინავს, როგორც დაგეგმე.

⭐ კურსზე ადგილები შეზღუდულია და დასარეგისტრირებლად ფრთების გამოსხმა გმართებთ: https://forms.gle/2hawEAtTVBzG2ihs7

რეგისტრაცია: 22 სექტემბრამდე
მენტორი: არჩილ ოთხმეზური

⭐ წარმატებები

⭐️ უფასო 3D მოდელირებისა და ბეჭდვის კურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში!💫 ვისაც წარმოსახვის გაცოცხლება სურს, ეროვნული ...
09/09/2026

⭐️ უფასო 3D მოდელირებისა და ბეჭდვის კურსი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში!

💫 ვისაც წარმოსახვის გაცოცხლება სურს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 3D მოდელირების კურსზე ეპატიჟება.

✨ ამ კურსზე 12-13 წლის მოზარდები 3D მოდელირებისა და ბეჭდვის საფუძვლებს შეისწავლიან, ვიზუალურ - სივრცით უნარებსაც განივითარებენ და 3D პროგრამაში (TINKERCAD) შექმნილ მოდელებს ჩამოასხამენ.

🌝 ფიქრის თავისუფლება, ცდისა და შემოქმედების ბურთი თქვენ მოედანზეა. ახლა ნაფიქრი ფორმები ფუნქციურ ნივთებად უნდა აქციოთ.

✍️ ჩვენთან მოსახვედრად 21 სექტემბრამდე ავსებთ აპლიკაციას: https://forms.gle/RwVWGoVUvtCVFDpP7

რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ისინი საბოლოოდ გასაუბრებისა და მარტივი ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან.

24 შეხვედრა კვირაში ორჯერ ჩატარდება:

☘️პირველი ჯგუფი : სამშაბათი - 16:00 პარასკევი - 15:00
☘️მეორე ჯგუფი: სამშაბათი - 17:00 პარასკევი - 16:00
მენტორი - ივანე ნაზღაიძე, 3D დიზაინერი

🍀 წარმატებებს გისურვებთ და გელით!

ციფრული რესურსები სამეცნიერო ბაზები დისტანციური და უფასო წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე OPENJOURNALS ელექტრო...

📚დღეს 8 სექტემბერია, წიგნიერების საერთაშორისო დღე.🔎 წიგნიერება კარგი წიგნის პოვნასაც სჭირდება, ამიტომ ელექტრონულ კატალოგ...
08/09/2026

📚დღეს 8 სექტემბერია, წიგნიერების საერთაშორისო დღე.

🔎 წიგნიერება კარგი წიგნის პოვნასაც სჭირდება, ამიტომ ელექტრონულ კატალოგ KOHA-ს გირჩევთ, რომელიც უზარმაზარი რესურსის ლაბირინთში თქვენი გორგალი გახდება და სასურველს მოკლე დროში გაპოვნინებთ.

⭐ აქვე გახსენებთ, რომ თქვენი წიგნიერებისთვის კომფორტული სივრცე და წიგნები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გელოდებათ.

☎️ +995 32 221 27 68
🌐 sciencelib.ge
📍 მერაბ ალექსიძის II შესახვევი, N3

☁️ რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? 🗓 7 სექტემბერი ლუჯრი ცისა და სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეა, რომელიც ალაგ - ალაგ ლურჯ...
07/09/2026

☁️ რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?

🗓 7 სექტემბერი ლუჯრი ცისა და სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეა, რომელიც ალაგ - ალაგ ლურჯი ცით და სმოგითა სავსეა.

🌎 გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წლევანდელი კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღდეგ ბრძოლის ეკონომიკურ სარგებელს ეხმიანება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ეკონომიკურ კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე გადის. ლოზუნგიც შესაბამისია - მოქმედება სუფთა ჰაერისთვის, ჯანმრთელი სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის.

🔗 წაიკითხეთ ბლოგი ლინკზე: https://shorturl.at/tmKjL

Address

მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322212768

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia:

Shortcuts

Share