14/05/2019
📣ჩვენს მასპინძელ ევროპის უნივერსიტეტში 12 მაისს, წარმატებით ჩატარდა 💡ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის I ტური მათემატიკაში.
📚I ტურში მონაწილეებს 15 დავალება მიეცათ, აქედან დავალება N 1,2,3,4 და 5 ფასდება 4 ქულით, N 6,7,8,9 და 10 ფასდება 5 ქულით, N 11,12,13,14 და 15 ფასდება 7 ქულით, ტესტის მაქსიმალური ქულა შესაბამისად შეადგენდა 80-ს;
👏მადლობას ვუხდით ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, აგრეთვე მშობლებს. ჯეოლოჯიქი თითოეულ მოსწავლეს უსურვებს წარმატებას!
👉მათემატიკის ოლიმპიადის ფინალი გაიმართება 9 ივნისს! გამარჯვებულები ვლინდებიან ფინალურ ტურში მიღებული შედეგების მიხედვით.
📌მათემატიკის I ტურის შედეგები და მისი დეტალური ანალიზი გამოქვეყნდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში www.geo-logic.ge-ზე მოსწავლის პირად სივრცეში, აგრეთვე შედეგების ნახვა შესაძლებელია "შედეგების" ბლოკში, იხილეთ ბმული https://www.geo-logic.ge/results : (პირადი გვერდზე შეუსვლელად).
📌II დასკვნით ტურში თქვენ გელით, 20 დავალება სირთულის დონის 3 კატეგორიის შეკითხვებით, სერტიფიკატები - დასკვნით ტურში გადასულებს - ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის, წარმატებულ მონაწილეებს დიპლომები, ხოლო გამარჯვებულს პრიზები გადაეცემათ.
📌მათემატიკის ოლიმპიადის II,III,IV,V და VI თითოეულ კლასში გამოვლინდება საუკეთესო ათეული, რომელთაც გადაეცემათ პრიზები.
📌მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული ათეული შედგება იმ მონაწილეებისგან, რომლებიც მოხვდნენ საბოლოო რეიტინგული სიის პირველ ათ ადგილზე, მათ გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
🎁პრიზების ჩამონათვალი:
I ადგილი - ტაბლეტი
II ადგილი - სმარტ საათი
III ადგილი - სმარტ საათი
IV-X ადგილი - სხვადასხვა წიგნები საბავშვო ლიტერატურაში
მოსამზადებელი ცენტრის მათემატიკის სახლისგან ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს გადაეცემა 30%-იანი ვაუჩერი, ხოლო გამარჯვებულებს 50% და 100%-იანი ვაუჩერები.
🌐ჩვენი გენერალური სპონსორია ევროპის უნივერსიტეტი / European University
🏠@სპონსორი მათემატიკის სახლი
🌐 www.geo-logic.ge
📞 599 00 30 60
#ჯეოლოჯიქი #ოლიმპიადა #ლოგიკოსიპანდა