ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი

Share

ნების თავისუფლებაზე დამყარებული სტუ?

17/12/2023

ისტორიის კლუბის საქმიანობით დაინტერესებული ილიაუნის ნებისმიერი სტუდენტისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 18 დეკემბერს, 20:00საათზე
A203 აუდიტორიში

ველოდებით კლუბში გაწევრიანების ნებისმიერ მსურველს ❤️🌟

Photos from ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი's post 03/12/2023

2023 წლის 2 დეკემბერს, ჩატარდა ისტორიის კლუბის მიერ ორგანიზებული სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენცია რომელის ეძღვნებოდა ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეს.

საქართველოს უახლეს ისტორიიდან ბევრი დიდი მოღვაწის დასახელება, მათი საქმეებისა თუ შემოქმედების განხილვა შეგვიძლია. ერთ-ერთი მათგან არის ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც ცხოვრება მე-19 და მე-20 საუკუნეში მოუწია. იგი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს დაიბადა (1843), იყო თერგდალეულთა მეორე დასის წევრი. განათლება მიიღო რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო თავისი მასშტაბური ნიჭითა და მოქნილი დიპლომატიური თუ მენეჯერული უნარებით არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი, როგორც საქართველოში ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.
შესაბამისად, ილიაუნის ისტორიის კლუბის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს აღნიშნული საკითხის გარშემო.
ყველა მონაწილეს გადაეცა ორ ენოვანი სერთიფიკატი და ლიგამუსის ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც სტუდენტები შეძლებენ სასურველი ლიტერატურის შეძენას.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს შესანიშნავი მოხსენებების წარდგენისათვის.

ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ილიას სახელმწიფო უმივერსიტეტის პროფესორებს: მალხაზ თორიას, ბეჟან ჯავახიას და დავით მალაზონიას ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისთვის!

ისტორიის კლუბი მადლობას უხდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერისათვის !

29/11/2023

ილიაუნის იტორიის სტუდენტური კლუბი გიწვევთ ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოს უახლეს ისტორიიდან ბევრი დიდი მოღვაწის დასახელება, მათი საქმეებისა თუ შემოქმედების განხილვა შეგვიძლია. ერთ-ერთი მათგან არის ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც ცხოვრება მე-19 და მე-20 საუკუნეში მოუწია. იგი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს დაიბადა (1843), იყო თერგდალეულთა მეორე დასის წევრი. განათლება მიიღო რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო თავისი მასშტაბური ნიჭითა და მოქნილი დიპლომატიური თუ მენეჯერული უნარებით არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი, როგორც საქართველოში ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.
შესაბამისად, ილიაუნის ისტორიის კლუბის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს აღნიშნული საკითხის გარშემო.


კონფერენცია ჩატარდება 2 დეკემბერს, 14:00 საათზე, T102
დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისათვის

ნინო გაბაძე
ილიანის ისტორიის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტი
Tel: 598271454

📣 ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი გიწვევთ ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

📍 ნიკო ნიკოლაძე საქართველოს უახლესი ისტორიის დიდი მოღვაწეა. იგი რუსეთის იმპერიის დროს დაიბადა (1843), იყო თერგდალეულთა მეორე დასის წევრი. განათლება მიიღო რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო მასშტაბური ნიჭითა და მოქნილი დიპლომატიური თუ მენეჯერული უნარებით არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.

🔴 ილიაუნის ისტორიის კლუბის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს აღნიშნული საკითხის გარშემო.

📍 კონფერენცია გაიმართება 2 დეკემბერს, 14:00 საათზე,
T102 აუდიტორიაში

🔴 დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისათვის.

#ილიაუნი

Photos from ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი's post 03/07/2023

2023 წლის 2 ივლისს, ილიაუნის ისტორიის სტუდეტურმა კლუბმა, პროექტ ,,ძეგლის მეგობრის"ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა გასვლითი ექსპედიცია კახეთში . ისტორიის მიმართულების სტუდენტებმა პროფესორებთან ბეჟან ჯავახია , პაატა ბუხრაშვილთან და დავით მალაზონიასთან ერთად მოინახულეს:
გურჯაანის ყოვლაწმინდა( ორგუმბათა)ტაძარი, სიღნაღის მხარეთ მცოდნეობის მუზაუმი და ბოდბის, წმინდა ნინოს მონასტერი.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის მხარდაჭერისათვის

Photos from ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი's post 26/05/2022

„1918 წლის მაისის 26 ახალი ეპოქა იწყება საქართელოს ისტორიაში, 3 წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი.
მონობის ხუნდებში ქართველობა გადაეჩვია სახელმწიფოს ერთგულებას, რადგანაც ჩვენი წინაპრები მუდამ გრძნობდნენ ამ ხნის განმავლობაში, რომ ისინი რუსეთის გერები იყვნენ. სახელმწიფო წყობილებისადმი მტრული განწყობილება რყვნის პოლიტიკურად ერს, ეს ავითარებს მასში ანტისახელმწიფოებრივ ტრადიციებს...
.. 26 მაისს ქართველობამ ერთი ჭეშმარიტება უნდა დაიმახსოვროს:
ის არის ღირსი ცხორების და თავისუფლების,
ყოველდღე ბრძოლით ვინც შეძლებს მის მოპოვებას.
ეგვიპტელი მოგვები მღვდელმსახურების დაწყებისას ხალხს ეტყოდნენ: „განვიწმინდოთ გულნი ღვთაებისათვის“.
საქართელოს ახალი ისტორიის ამ უდიდეს დღეს, ქართველ ხალხს უნდა შევძახოთ: „განვიწმინდოთ გულნი თაისუფლებისათვის".
კონსტანტინე გამსახურდია,
25 მაისი, 1921 წელი.
დამოუკიდებლობის გამოცხადებით და შესაბამისი აქტის მიღებით, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რომლის ორიენტირიც ადამიანზე იყო მიმართული, ამდენად, 26 მაისი ქვეყნის განვითარებისაკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.
1918 წლის 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საზოგადოებისათვის. პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 102 წელი გავიდა და ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ეტაპები გადალახა - ეს იყო 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა მეორე რესპუბლიკით. რაც ყველაზე მთავარია ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ღირებულება შევინარჩუნოთ!
ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 104-ე წელს!
🇬🇪🇬🇪

06/06/2021
Photos from ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი's post 06/06/2021

ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა საოოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ახალგაზრდებთან!
შეხვედრაზე განვიხილეთ, ისტორიის ინსტრუმენტალიზაცის როლი კონფლიქტების წარმოშობისა და განვითარების პროცესში, ასევე მოვისმინეთ კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების გზებზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუზიარეთ ერთმანეთს სამომავლო კონტაქტებისა და თანამშრომლობის სურვილი !
ძალაინ დიდი მადლობა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვი

26/05/2021

... 26 მაისს ქართველობამ ერთი ჭეშმარიტება უნდა დაიმახსოვროს:
ის არის ღირსი ცხორების და თავისუფლების,
ყოველდღე ბრძოლით ვინც შეძლებს მის მოპოვებას.
ეგვიპტელი მოგვები მღვდელმსახურების დაწყებისას ხალხს ეტყოდნენ: „განვიწმინდოთ გულნი ღვთაებისათვის“.
საქართელოს ახალი ისტორიის ამ უდიდეს დღეს, ქართველ ხალხს უნდა შევძახოთ: „განვიწმინდოთ გულნი თაისუფლებისათვის".
კონსტანტინე გამსახურდია,
25 მაისი, 1921 წელი.

საქათველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

Changing History in Georgia: The Club for Peace 09/05/2021

ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბის წევრებმა, 2020 წლის ნოემბერში, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრთან (ICCN) თანამშრომლობით დაასრულეს მუშაობა კვლევაზე - „ისტორიის ინსტრუმენტალზაცია და მისი როლი საქართველოში კონფლიქტების წარმოშობისა და მისი შენარჩნების პროცესში“. აღნიშნული კვლევის გამოქვეყნების შემდგომ საერთაშრისო ორგანიზაციების ქსელი „Global Partnership for the Prevention of Armed Conflict“ დაინტერესდა ამ მიმართულებით კლუბის მუშაობთ, და კვლევის ერთ-ერთ ავტორთან, ზურაბ წურწუმიასთან ჯოანა ჰილბეტმა ჩაწერა ძალიან საინტესო ინტერვიუ.
https://gppac.net/changing-history-georgia-club-peace?fbclid=IwAR2Ml7wr0Il0Mp-8gedwXiXsWxCGlpRA1ldCwyVLgo2axBCCCqZFMQEzraE

Changing History in Georgia: The Club for Peace Changing History in Georgia: The Club for Peace 22 April 2021 Zurab’s Story It was one of those mild summer days in Abkhazia, in the South Caucasus and I was 12-year-old. I randomly pulled out a book from my grandfather’s massive bookshelf. I instinctively grabbed a history book by Ivane Javakhi...

Photos from ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი's post 25/02/2021

საქართველოს გასაბჭოების 100 წლის თარიღთან დაკავშირებით ილიაუნის ისტორიის სტუდენტურმა კლუბმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე ,,რატომ არ იყო საბჭოთა სახელმწიფო ჩვენი ქვეყანა ?" ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა დავით მალაზონიამ. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ სიმბოლური საჩუქრებით. ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი, კვლავ აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას.
ვიწვევთ დაინტერესებულ სტუდენტებს.

Photos from ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი's post 20/12/2020

ილიაუნის ისტორიის სტუდენტურ კლუბში 2020 წლის 20 დეკემბერს, ჩატარდა ონლაინ სტუდენტური კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო ერეკლე II-ის 300 წლის იუბილე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების, ისტორიის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს ძალიან საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული მოხსენებები.
კონფერენციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნისვერსიტეტის პროფესორები, რომელთაც კლუბის სახელით დიდ მადლობას ვუხდით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მონაწილესა და პროფესორს, ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi