თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება, Education, Griboedov Street, 8-10, Tbilisi.

02/10/2026
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს 🌷💝🙌 გილოცავთ და შეგვეწიოს დედა ღვთისმშობე...
21/09/2026

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს 🌷💝🙌 გილოცავთ და შეგვეწიოს დედა ღვთისმშობელი 🎉🎀

6 სექტემბერს საქართველოს ეკლესია იხსენიებს წმინდა ხუთ ძმა კარბელაშვილს. განუზომელია თითოეული ძმის ღვაწლი საქართველოს ეკლ...
07/09/2026

6 სექტემბერს საქართველოს ეკლესია იხსენიებს წმინდა ხუთ ძმა კარბელაშვილს. განუზომელია თითოეული ძმის ღვაწლი საქართველოს ეკლესიი ავტოკეფალიის დაცვა-აღდგენის, ქართული ენის დაცვის, ისტორიული ძეგლების აღწერა-შენახვის, ახალგაზრდა თაობისთვის განათლების მიცემის და ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების და გავრცელების საქმეში.
6 სექტემბერს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო წირვა აღარსრულა სამთავისის საკათედრო ტაძარში და სამღვდელოებასთან, მგალობლებთან და მრევლთან ერთად სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა წმინდა ძმის - ფილიმონ აღმსარებლის საფლავთან. ამავე დღეს მეუფე ანდრიამ ეპარქიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელით და საჩუქრით დააჯილდოვა სამთავისისა და კასპის, ატენისა და გორის ეპარქიის ტაძრებში მოღვაწე მედავითნეები, მგალობლები და რეგენტები.
შეგვეწიოს წმინდა ძმათა ლოცვის მადლი 🙌🤗

03/09/2026

მოვემზადოთ წმინდა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღისთვის !

17/08/2026
ჯერ არ ნახული აპლიკაცია, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით ! მადლობა აპლიკაციის ავტორს. ყველაფერია ერთ სივრცეში რაც მგალობ...
13/08/2026

ჯერ არ ნახული აპლიკაცია, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით !
მადლობა აპლიკაციის ავტორს.
ყველაფერია ერთ სივრცეში რაც მგალობელს ან გალობის მკვლევარს სჭირდება დღეს.

🎼 ჯერ არნახული სიახლე — galobani.ge-ზე!

galobani.ge-ს დაემატა სრულიად ახალი კატეგორია — „ნოტების გაჟღერება“, სადაც ქართული ტრადიციული გალობის ნოტები პროგრამულად არის განთავსებული.

ეს სიახლე უამრავ ახალ შესაძლებლობას გვაძლევს:

🔹 ნოტების პროგრამულად გაჟღერება — შესაძლებელია საგალობლის ნოტების პირდაპირ საიტზე მოსმენა.

🔹 სამივე ხმის დამოუკიდებლად მართვა — სურვილისამებრ შეგვიძლია ნებისმიერი ხმის ჩართვა ან გამორთვა და თითოეული პარტიის ცალკე მოსმენა.

🔹 ტემპისა და ტონალობის სრული კონტროლი — შესაძლებელია გაჟღერების ტემპისა და ტონალობის სურვილისამებრ შეცვლა, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია სწავლისა და ვარჯიშის დროს.

🔹 ნოტებზე გადაადგილება — შეგვიძლია საგალობლის ნებისმიერ მონაკვეთზე გადავახვიოთ და მოსმენა სასურველი ადგილიდან გავაგრძელოთ.

🔹 ბგერის ვიზუალური მონიშვნა — გაჟღერების პროცესში ნოტებში მონიშნულია კონკრეტული ბგერა, რომელიც ამ მომენტში ისმის, რაც მოსმენილისა და ნოტის ერთმანეთთან დაკავშირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

🔎 უნიკალური ფუნქცია — საგალობლის მელოდიური საძიებელი

galobani.ge-ზე ჩაშენდა კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა — მელოდიური საძიებელი.

ახლა შესაძლებელია კონკრეტული მელოდიური ფრაგმენტის მოძებნა საგალობლებში.

🎵 მელოდიის მითითება შეგვიძლია ასოებითა და ინტერვალებით, ტექსტობრივი ფორმით.

🎹 ასევე შესაძლებელია მელოდიის ფრაგმენტის ელექტრონული პიანინოს საშუალებით ჩაწერა და მისი მოძებნა საგალობლებში.

სისტემა დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ, რომელ საგალობელში, კონკრეტულად რომელ ადგილას და რომელ ხმაში გვხვდება ჩვენ მიერ მითითებული მელოდიური ფრაგმენტი.

მოძიებული შედეგიდან კი შესაძლებელია შესაბამისი მონაკვეთის მაშინვე გაჟღერება და მოსმენა.

ეს ფუნქცია განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო შეიძლება იყოს როგორც გალობის შემსწავლელთათვის, ისე მკვლევრებისა და მუსიკოსებისთვის.

📖 ამ ეტაპზე galobani.ge-ზე განთავსებულია გელათის სკოლის ძლისპირები.

სამომავლოდ დაემატება აღმოსავლეთის სკოლისა და დასავლეთის ტრადიციის მწუხრის, ცისკრის, წირვისა და სხვა მსახურებების საგალობლები.

🙏 განსაკუთრებული მადლობა წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტრის მსახურებს — მონაზონ გიორგი ასკურავასა და მონაზონ ექვთიმე კრუპიცკის — ელექტრონული ნოტების მოწოდებისთვის.

რეკომენდირებულია ზემოთ ხსენებული ფუნქციონალის პერონალურ კომპიუტერებზე გამოყენება.

🌐 ეწვიეთ galobani.ge-ს და თავად გამოსცადეთ ახალი შესაძლებლობები!

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაგდა სუხიაშვილს ვულოცავთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკო...
04/07/2026

საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაგდა სუხიაშვილს ვულოცავთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდებას 🎉🌷 ვუსურვებთ წარმატებულ სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებას 🤲💐

✨თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და პედაგოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

✨დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემია 1995 წელს აღდგა. 2022 წელს აკადემიის ტრადიცია სახელმწიფოს მიერ გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

✨კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ ქალბატონ მაგდას ამ ძალზედ მნიშვნელოვანი წოდების მინიჭებას.

Address

Griboedov Street, 8-10
Tbilisi
0108

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category