სასწავლო ცენტრი "საბა"

სასწავლო ცენტრი "საბა" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სასწავლო ცენტრი "საბა", School, iashvili Street 19, Tbilisi.

ცენტრი ორიენტირებულია სასწავლო კურსი შევუსაბამოთ საქართველოს ბაზარზე ამჟამად არსებულ მოთხოვნებს, რომლებიც დღითიდღე უფრო მომთხოვნი ხდება ხარისხისადმი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება და შემდგომ მათი წარმატებით გადალახვა უმნიშვნელოვანესია ყველა აბიტურიენტისათვის, რათა მათ შეძლონ გახდნენ სტუდენტები, მიიღონ შესაფერისი განათლება და ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. ჩვენი ცენტრის უმთავრეს მიზანს სწორედ აბიტურიენტების მომზადება და მათთვის ხელის შეწყობაა ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე.


• ცენტრის პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური, შეკრული და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე გუმდი და აბიტურიენტები დაუღალავი მუშაობის წყალობით ყოველთვის ვაღწევთ დასახულ მიზანს.

• ცენტრი ასევე გთავაზობთ როგორც მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდებისთვის.

ახალ წელს გილოცავთ! 🎅🎅❤💙💛💜💖🌲🌲⛄❄❄⛄💎
31/12/2018

ახალ წელს გილოცავთ! 🎅🎅❤💙💛💜💖🌲🌲⛄❄❄⛄💎

ამბობენ, რომ წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსია!🧐 ფაქტები მის შესახებ და დღე, რომელსაც ყველა ზეიმობს. 👇გილოცავთ ნიკოლოზობას! ...
19/12/2018

ამბობენ, რომ წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსია!

🧐 ფაქტები მის შესახებ და დღე, რომელსაც ყველა ზეიმობს. 👇
გილოცავთ ნიკოლოზობას! ♥️

საქართველოში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რასაც მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი და სასწაულის შესახებ ინფორმაცია მოწმობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რა კავშირი აქვს მას სანტასთან ❔❕
იმ მრავალი ამბიდან, ჩვენ მხოლოდ ერთს მოვყვებით, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს ⤵️

როცა წმიდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა, მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება.
ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან.
სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად.
შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
თუმცა, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

ფრესკა: ბოიანის ეკლესიიდან.

❗❗❗
13/12/2018

❗❗❗

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ბრძანებით, 2019 წლი....

შემოდგომის სემესტრის, ჩვენი აკადემიური კალენდარი - 👉 არდადეგები -  2️⃣8️⃣დეკემბრიდან 8️⃣იანვრამდე.გილოცავთ, დამდეგ შობა-...
10/12/2018

შემოდგომის სემესტრის, ჩვენი აკადემიური კალენდარი - 👉 არდადეგები - 2️⃣8️⃣დეკემბრიდან 8️⃣იანვრამდე.
გილოცავთ, დამდეგ შობა-ახალ წელს! 🥳☃️🎊🎉💝🎅

დაგეგმე დეკემბრიდან❗️ 🥳რეგისტრაცია მომავალი სემესტრისთვის დაიწყო 👇თუ ხარ აბიტურიენტი, ან გსურს მომზადება საატესტატო გამო...
05/12/2018

დაგეგმე დეკემბრიდან❗️ 🥳
რეგისტრაცია მომავალი სემესტრისთვის დაიწყო 👇
თუ ხარ აბიტურიენტი, ან გსურს მომზადება საატესტატო გამოცდებისთვის და ჯერ კიდევ არ იცი, სად შეიძლება მიიღო შედეგებზე ორიენტირებული განათლება ❔❕ მოდი საბაში! 💙
#დარეგისტრირდი დეკემბრიდან და მიიღე საახალწლო ფასდაკლებები ☑️☑️ ☑️
გაითვალისწინე 👇
🔴 ჩვენთან გამოცდებისთვის მზადება, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი მეთოდებით მიმდინარეობს! 📑
🔵 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 📲 593 23 55 14; 555 00 42 93; 593 46 44 43 ან მოგვწერეთ სასაუბროში 📩
ჩვენი მისამართია - პ.იაშვილის 19 (სოლოლაკი)
საბა - შენი სწავლის ადგილი! ♥️ #გახდიწარმატებული #ყველასაგანიერთსივრცეში #როცასწავლასასიამოვნოა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ისწავლო ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური, მათემატიკა და ჩააბარო გამოცდები,...
03/12/2018

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ისწავლო ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური, მათემატიკა და ჩააბარო გამოცდები, მაგრამ ყოველთვის უნდა დაგრჩეს დრო, ადამიანური ურთიერთობისთვის - "კლასს გარე" და მეგობრული #უფრომეტისთვის, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული საგნის შესწავლაა.
ჩვენ ვზრუნავთ შენი პიროვნული განვითარებისთვის! 💙
(ფოტოები "საბას" ერთ-ერთი გასვლითი ტურიდან) 💚♥️💛🧡💙

რა ხდებოდა 1990 წლის 28 ოქტომბერს ანუ ამბავი, რომელიც შესაძლოა ისტორიის გამოცდაზეც შეგხვდეს ....ზუსტად 28 წლის წინ, 28 ო...
28/11/2018

რა ხდებოდა 1990 წლის 28 ოქტომბერს ანუ ამბავი, რომელიც შესაძლოა ისტორიის გამოცდაზეც შეგხვდეს ....

ზუსტად 28 წლის წინ, 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული და არასაბჭოური არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება და ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს - გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია ედგა.

ეროვნულმა ხელისუფლებამ პირველივე სესიაზე გააუქმა საბჭოთა სიმბოლიკები და გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის დაწყება, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა.
ამგვარად, კომუნისტური რეჟიმი არჩევნების გზით შეიცვალა, რაც უდავოდ ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.

წარსული ისტორიული ფაქტი, რომლითაც საქართველო ამაყობს ემთხვევა დღევანდელ დღის რიცხვს (2018 წლის 28 ოქტომბერს) - როცა კვლავ არჩევნებია, ისტორიის ფურცლები კი კიდევ ერთხელ შეიტანს დღევანდელ დღეს და ციფრ 28-ს მნიშვნელოვან თარიღთა სიაში....

ცვლილებები 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში⤵️2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტ...
12/11/2018

ცვლილებები 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში⤵️

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:

ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;

>>> ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

 #იპოვეშენიმასწავლებელილელა ჩანტლაძე - ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი 💙თბილისის სულან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფ...
08/11/2018

#იპოვეშენიმასწავლებელი

ლელა ჩანტლაძე - ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი 💙

თბილისის სულან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
სპეციალობა : გეოოგრაფია

კვალიფიკაცია: გეოგრაფიის მასწავლებლის სტატუსი

სერთიფიცირებული პედაგოგი.

ლელა ჩანტლაძე

ლელა ჩანტლაძე

გეოგრაფიის მასწავლებელი

თბილისის სულან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
სპეციალობა : გეოოგრაფია

კვალიფიკაცია: გეოგრაფიის მასწავლებლის სტატუსი

სერთიფიცირებული პედაგოგი.

#იპოვეშენიმასწავლებელი

Address

Iashvili Street 19
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

2 93 24 62

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასწავლო ცენტრი "საბა" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category