👨🏫 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ მკვლევარი - დავით წიკლაური.
🌍 ჩვენი ინსტიტუტი დარგის პოპულარიზაციისა და ცოდნის ამაღლების მიზნით წლებია ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის აქტიურად მასპინძლობს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს ინსტიტუტის ბაზაზე.
📧 დაინტერესების შემთხვევაში სკოლებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ იმეილზე: [email protected]
🌐 ან ჩანიშნონ ვიზიტი ვებ-გვერდის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://ies.iliauni.edu.ge/?page_id=8
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი, Educational Research Center, შ. ნუცუბიძის ქ. 77, Tbilisi.
ზოგადი ინფორმაცია
დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყანაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარება, ამ მიმართულებით კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვა. თანამედროვე ტექნოლოგიების: როგორც აპარატურული, ასევე სამეცნიერო შექმნა და ათვისება. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევებზე დამოკიდებულია ადამიანის სასიცოცხლ
22/04/2026
🌏 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დედამიწის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლას ესტუმრა.
🗺️🌋ვიზიტის ფარგლებში გეოგრაფიის, გეოლოგიის და გეოფიზიკის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გააკეთეს მოხსენებები, რის შემდეგაც მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში - მათ მონაწილეობა მიიღეს სამოყვარულო ვიქტორინაში, სწორი პასუხების ავტორები კი სამახსოვრო გეოლოგიური ნიმუშებით დაჯილდოვდნენ.
📍გეოსაინფორმაციო სისტემებში გაზომეს მათი საცხოვრებელი გარემოს სხვადასხვა წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან და სხვა.
📣 ინტერნეტ პროვაიდერის ტექნიკური შეფერხების გამო ქვეყნის სეისმური მონიტორინგის სისტემა დროებით შეფერხებით მუშაობს.
✅UPDATE: სისტემა დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.
🌍ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და დოქტორანტები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრებთან ერთად ფარავნის ტბის ფსკერს შეისწავლიან.
🎯მკლევართა მიზანია საქართველოს ყველაზე დიდი ტბის ფსკერქვეშა გეორადარის მეშვეობით ნალექების პროფილირება.
➡️ნახეთ, როგორ ტარდება ფსკერქვეშა ნალექების პროფილირება გეორადარის მეშვეობით სამცხე-ჯავახეთის მკაცრ კლიმატურ პირობებში.
11/03/2026
#მიწისძვრა
დღეს თბილისის დროით 16:49-ზე ქალაქ ყვარელში მოხდა 3.4(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე:
სეისმური აქტივობა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ე ტექსტი ტექსტი
🛰️🔨თანამგზავრული სურათების, საველე დაკვირვებებისა და პალეოსეისმური თხრილების გამოყენებით გეომეცნიერებს შეუძლიათ აღმოაჩინონ ასობით ან თუნდაც ათასობით წლის წინ მომხდარი მიწისძვრების მტკიცებულებები. ეს ცოდნა გვეხმარება გავიგოთ, სად შეიძლება მოხდეს მომავალში მიწისძვრები და როგორ ავაშენოთ უფრო უსაფრთხო ქალაქები და ინფრასტრუქტურა.
🇬🇧ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ევროპის, ამერიკის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების დედამიწის შემსწავლელი მეცნიერები ყაზახეთში შეიკრიბნენ აქტიური ტექტონიკისა და პალეოსეისმოლოგიის ვორქშოპზე. მისი მიზანია ისტორიული და პრეისტორიული მიწისძვრების კვლევის მეთოდიკის გაცნობა პრაქტიკულ საველე და აუდიტორიულ პირობებში.
🇬🇪⛰️ისეთ სეისმურად აქტიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პალეოსეისმოლოგიური კვლევები უმნიშვნელოვანესია სეისმური საფრთხეების სრულფასოვანი შეფასებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა პალეოსეისმური კვლევების კრიტიკულ სიმცირეს განიცდის, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში აქტიური ტექტონიკის თანამედროვე მკვლევარების სიმცირეა. მსგავსი ვორქშოპები მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს თანამედროვე ცოდნის გაძლიერებას და ახალი სპეციალისტების მომზადებას. საერთაშორისო თანამშრომლობა კი ხელს შეუწყობს რეგიონის სეისმური ისტორიის უკეთ გამოვლენას და საბოლოოდ უზრუნველყოფს მიწისძვრის რისკის შემცირებას მომავალი თაობებისთვის.
27/02/2026
✅ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის „FR-2025 საგრანტო კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის 2025“ ფარგლებში დაფინანსდა ჩვენი პროექტი:
🌍 „გრუნტის რხევის ჰიბრიდული მოდელები ხელოვნური ინტელექტისა და ნეირონული ქსელების გამოყენებით საქართველოსთვის“
🎯 პროექტის მიზანია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის სეისმური საფრთხის შეფასების სიზუსტისა და სანდოობის გაუმჯობესება. ამისათვის შეიქმნება გრუნტის რხევის ჰიბრიდული მოდელები (GMM), რომლებიც აერთიანებს ტრადიციულ სტატისტიკურ მიდგომებსა და თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს, მათ შორის ხელოვნურ ნეირონულ ქსელებს (ANN).
📉 პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს მიწისძვრებთან დაკავშირებული რისკების უკეთ შეფასებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით.
➡️ პროექტის ხელმძღვანელი: ნატო ჯორჯიაშვილი
მონაწილეები: ია შენგელია, თინათინ როსტომაშვილი, დიმიტრი აქუბარდია და სტუდენტები.
26/02/2026
📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მიმართულების სტუდენტებისთვის.
ინსტიტუტი აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო თეზისების თემებს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის.
📝 საკვლევი თემები მოიცავს მზის, ქარის (სატელიტური დისტანციური ზონდირების გამოყენებით) და ჰიდროენერგეტიკული (საველე გაზომვებით) პოტენციალის შეფასებას.
📧 დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, 15 მარტის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected]
სტუდენტების შერჩევა განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.
School of Natural Sciences and Medicine • Ilia State University
21/02/2026
#მიწისძვრა
დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ მამიშლოში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:
სეისმური აქტივობა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ე ტექსტი ტექსტი
08/01/2026
#მიწისძვრა
დღეს თბილისის დროით 11:18-ზე ქალაქი ონიდან აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელი გომიდამ 2 კმ-ი მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგბერდს:
სეისმური აქტივობა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ე ტექსტი ტექსტი
28/12/2025
#მიწისძვრა
დღეს თბილისის დროით 13:57წუთზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 19 კმ-ში და სოფელი მამიშლარიდან 4 კმ-ში მოხდა 3.9(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:
სეისმური აქტივობა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ე ტექსტი ტექსტი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Website
Address
შ. ნუცუბიძის ქ. 77
Tbilisi
0177
Opening Hours
| Monday | 10:00 - 19:00 |
| Tuesday | 10:00 - 19:00 |
| Wednesday | 10:00 - 19:00 |
| Thursday | 10:00 - 19:00 |
| Friday | 10:00 - 19:00 |