შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - www.naec.ge

🔈უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია ⤵🔷შეფასებისა და გამოცდები...
23/09/2026

🔈უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია ⤵

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.

🔷აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია.

🔷ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგების სტატისტიკა:

🔹მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1 715. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს.

🔹საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 506 აბიტურიენტი.

🔹პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).

🔹ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

🔎დეტალური ინფორმაცია: https://www.naec.ge/ #/ge/post/3730

🔈2027 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი ⤵ 🔹ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პ...
22/09/2026

🔈2027 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი ⤵

🔹ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პროგრამებზე ჩასარიცხად უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში.

🔹საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენაც დაემატება და 2027 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა ჩააბარონ იტალიურ ენაშიც.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისათვის გამოცდას იტალიურ ენაში 2023 წლიდან ატარებს. სწორედ ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, 2027 წლიდან იტალიური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალში იქნება.

🔹ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.

🔹საგამოცდო კრებული და პროგრამა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

🔎https://www.naec.ge/ #/ge/post/3729

21/09/2026

🔈პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

📝 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში კი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - 25 ოქტომბერს ჩატარდება.

შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტთა შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და მიღწეული განათლების დონის გათვალისწინებით აპლიკანტთა რეიტინგულ სიას ადგენს.

თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk

🔈ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეების საყურადღებოდ!🔷უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მე...
20/09/2026

🔈ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეების საყურადღებოდ!

🔷უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება.

🔹აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge - გაეცნობიან.

დეტალურად: https://naec.ge/ #/ge/post/3728

🔈ე.წ მეორადი ჩარიცხვების პროცესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ - საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება...
18/09/2026

🔈ე.წ მეორადი ჩარიცხვების პროცესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ - საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება ⤵️

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3727

17/09/2026

🔈18 სექტემბერს, 18:00 საათზე ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება.

საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მეორადი ჩარიცხვის პროცესის სხვა დეტალებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა ⤵️

🔈მიმდინარეობს რეგისტრაცია 30 სექტემბერს ჩანიშნული "სერტუსის" ინგლისური ენის გამოცდისათვის ⤵შეფასებისა და გამოცდების ეროვ...
17/09/2026

🔈მიმდინარეობს რეგისტრაცია 30 სექტემბერს ჩანიშნული "სერტუსის" ინგლისური ენის გამოცდისათვის ⤵

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, პროექტ “სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გამოცდისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე - https://online1.naec.ge/certus/exams/?fbclid=IwAR0MryROTUasm72QVkvGJKuVdCw6wbKZUP-pGzkQpVKGSkLu-IjMZpOggj0
დღეიდან, 17 სექტემბრიდან დაიწყო და 28 სექტემბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდა 30 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3726

🔈მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებს ⤵...
16/09/2026

🔈მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებს ⤵

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.

🔹პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაცია

პროგრამების არჩევამდე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტები ყურადღებით გაეცნონ განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

🔹პროგრამის არჩევის ძირითადი კრიტერიუმები

პროგრამის არჩევისას, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ:
• პროგრამის ტიპს - საბაკალავროა, თუ პროფესიული;
• სწავლის საფასურს;
• ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება;
• პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

🔹მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

აბიტურიენტებმა უნდა გადაამოწმონ ასევე, გაზრდილია თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.

🔹საგამოცდო შედეგები და საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია საკუთარი შედეგებისა და, აგრეთვე, საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების გათვალისწინება - კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე (საგანში მიღებული სკალირებული ქულა შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება). შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს, რა კოეფიციენტი აქვს აბიტურიენტის მიერ ჩაბარებულ თითოეულ საგანს კონკრეტულ პროგრამაზე. თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.

🔹კონკურსი და პროგრამების რაოდენობა

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, სარეგისტრაციო გვერდზე გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. აღნიშნული მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება და მათ არჩევანის გაკეთებისას კონკურსის გათვალისწინების შესაძლებლობას აძლევს.
მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა.

🔹პროგრამები და მათი თანმიმდევრობა

იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული პროგრამები.
ხოლო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, შეუძლიათ მხოლოდ პროფესიული პროგრამების არჩევა.
მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით აირჩევენ აბიტურიენტები პროგრამებს. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.

🔹მონაცემების შენახვა

ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია.

🔹პროგრამების არჩევის ვადა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისა და სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა 18 სექტემბრის 18:00 საათზე იწურება.

🔎https://www.naec.ge/ #/ge/post/3725

16/09/2026

🔈მეორადი ჩარიცხვა აბიტურიენტებისთვის - საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის პროცესი დაწყებულია.

თემის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი საუბრობს ⤵️

🔷ე.წ. მეორადი  ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა🔹შეფასებისა და გამოცდები...
15/09/2026

🔷ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

🔹შეხვედრაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროცესში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესების შესახებ.

🔹მონაწილეებმა ასევე მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.

🔹შეგახსენებთ, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა და სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა აბიტურიენტებს 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Address

ელიზბარ მინდელის ქ. N9
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 06:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations:

Shortcuts

Share