29/06/2026
📣 მმართველობის უმაღლესი აკადემია წარმოგიდგენთ დოქტორ ანა დოლიძის სერტიფიცირებულ მასტერკლასს:
👉 „როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში“
🎯 ვისთვის არის განკუთვნილი მასტერკლასი?
კურსი სპეციალურად შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს საერთაშორისო ჟურნალებში გამოაქვეყნოს საკუთარი სტატიები:
🟠 მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც აკადემიურ გზას იწყებენ;
🟠 მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის, რომელთაც საერთაშორისო ციტირების ინდექსის გაზრდა სურთ;
🟠 უნივერსიტეტის ლექტორებისა და პროფესორებისთვის;
🟠 ნებისმიერი აკადემიური სფეროს წარმომადგენლისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს საერთაშორისო პუბლიკაციების სტანდარტებს.
მასტერკლასზე მსმენელები გაეცნობიან:
☑️ სტატიის სტრუქტურასა და მომზადებას;
☑️ მაღალრეიტინგული საერთაშორისო ჟურნალების ძებნასა და შერჩევას;
☑️ სტატიის წარდგენისა და რეცენზირების საფეხურებს;
☑️ რედაქტირებისა და აკადემიური წერის მთავარ წესებს.
📝 მასტერკლასი აგებულია თეორიულ მასალაზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე.
⏫ ინსტრუქტორის შესახებ:
ანა დოლიძე გახლავთ კორნელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (J.S.D.), არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი.
სრულად ინსტრუქტორის შესახებ - https://annadolidze.com
🗓 ხანგრძლივობა: 1 შეხვედრა (3 საათი)
📆 კურსის დაწყების თარიღი: 4 ივლისი, 12:00 სთ
💳 მასტერკლასის ღირებულება: 145 ლარი
(თანხის გადახდა შესაძლებელია რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე)
📝 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი
↪️ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe2NwaSIi_Dlq9dKioyOPUDJQocTKWk944dEl6pzIazlMJwBQ/viewform
🏚 კურსი ჩატარდება თანამედროვე სამუშაო სივრცეში - ,,ტერმინალი"