სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა ჩვენი სკოლის ამბები

🎓 გილოცავთ სასწავლო პროცესის განახლებას!
26/09/2026

🎓 გილოცავთ სასწავლო პროცესის განახლებას!

უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება.

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.

ამასთან, განათლების სამინისტრო აგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაზე შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.

როგორც მიმდინარე სამუშაოები, ისე შენობის მდგომარეობა და სასწავლო გარემოს უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდება.

🎉 დიდი წარმატება გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე! 🇩🇪✨სიამაყითა და დიდი სიხარულით გვინდა მოგილოცოთ თეჯი გაფრინდაშ...
24/07/2026

🎉 დიდი წარმატება გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე! 🇩🇪✨
სიამაყითა და დიდი სიხარულით გვინდა მოგილოცოთ თეჯი გაფრინდაშვილს გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორი გახდა! 🥉👏
თეჯიმ ყველაზე რთულ და მაღალ საკონკურსო დონეზე (B2) იასპარეზა, ღირსეულად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდებს შორის თავისი საპატიო ადგილი დაიკავა. 🌍🌟
ეს უდიდესი შრომის, ნიჭისა და მონდომების შედეგია.🧡
ვულოცავთ თეჯის ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავი მწვერვალის დაპყრობას მომავალში! 🚀🏆

#21საჯაროსკოლა #გერმანულიენისოლიმპიადა #წარმატება #სიამაყე

საამაყო სიახლე ჩვენი სკოლიდან! 🌟დღეს, 13 ივლისს, გერმანიის ქალაქ მანჰაიმში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) ო...
14/07/2026

საამაყო სიახლე ჩვენი სკოლიდან! 🌟
დღეს, 13 ივლისს, გერმანიის ქალაქ მანჰაიმში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს 66 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს აერთიანებს.
სკოლისთვის საამაყოა, რომ ამ დიდ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩვენი სკოლის მე-11 (უკვე მე-12) კლასის მოსწავლე, თეჯი გაფრინდაშვილი წარადგენს! თეჯიმ ეს საგზური საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გამართულ გერმანული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში პირველი ადგილის მოპოვებით დაიმსახურა.
მომდევნო დღეების განმავლობაში თეჯი მონაწილეობას მიიღებს მრავალფეროვან ვორკშოპებსა და საფინალო კონკურსში. მასთან ერთად გერმანიაში იმყოფება ჩვენი სკოლის პედაგოგი ნინო ქევხიშვილი.

ვულოცავთ თეჯის ამ დიდ წარმატებას, ვამაყობთ მისით და ნაყოფიერ, შთაბეჭდილებებით სავსე დღეებსა და გამარჯვებას ვუსურვებთ გერმანიაში! 🇬🇪🇩🇪

#21საჯაროსკოლა #თბილისის21ესაჯაროსკოლა #ჩვენიამაყიმოსწავლეები #გერმანულიენისოლიმპიადა #გოეთესინსტიტუტი #წარმატებები

✨ მიღწევა, რომელიც გვეამაყება - ამ სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა! 🧡🏆თბილისის N21 საჯარო სკოლის სა...
04/07/2026

✨ მიღწევა, რომელიც გვეამაყება - ამ სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა! 🧡🏆
თბილისის N21 საჯარო სკოლის საამაყო და უნიჭიერესმა მოსწავლეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ჩვენს სასწავლო წელს განსაკუთრებული, დაუვიწყარი აკორდი შემატეს! 🌟
მაშტაბურ ეროვნულ კამპანიაში „მე მომავალში“, რომელიც 162 სკოლასა და 7 500-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებდა, ჩვენმა გუნდმა საუკეთესო კომიქსის შექმნისთვის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა და პირველი ადგილი მოიპოვა! 🥇🎨
ეს აღიარება მთელი სკოლისთვის უზომოდ თბილი და ემოციურია. საზეიმო ცერემონიალზე ჩვენს საოცრად მშრომელ და ნიჭიერ ბავშვებს ულამაზესი სიურპრიზი დახვდათ - თითოეულ სკამზე საკუთარი ხელით შექმნილი, უკვე დაბეჭდილი ნამუშევრები ელოდათ, რომელთა სარჩევსაც ავტორებისა და მათი ასისტენტების სახელები ამშვენებდა. 🥹 პატარებო, თქვენი ნიჭით, მონდომებითა და ერთსულოვნებით სკოლა უსაზღვრო სიამაყით აავსეთ! უდიდესი მადლობა ასეთი შრომისთვის როგორც მთავარ ავტორებს, ისე თითოეულ ასისტენტს, ვინც გვერდში დაგიდგათ. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ! 🧡
ღონისძიებაზე გამარჯვებულებს კუთვნილი ჯილდოები მანდატურის სამსახურისა და სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს. უღრმესი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს მოზარდებში ჯანსაღი ღირებულებებისა და პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისებისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ თითოეული ბავშვის თვალით დანახული სამყარო და მათი შრომა ასე განსაკუთრებულად და ღირსეულად დააფასეს! 🍊✨
#21საჯაროსკოლა #მემომავალში #ჩვენიამაყიბავშვები #საუკეთესოკომიქსი #წარმატება #ნიჭიერითაობა #მნიშვნელოვანიმოვლენა

✨ წარმატება, რომელიც გვეამაყება!📢 ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ XIV საერთაშორისო სამეცნიერო...
02/07/2026

✨ წარმატება, რომელიც გვეამაყება!
📢 ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაზე „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ (2026 წლის 19-20 ივნისი), ჩვენი სკოლის პედაგოგებმა მონაწილეობა მოსწავლესთან ერთად მიიღეს და ორი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი წარადგინეს.
🎓 კონფერენციის ფარგლებში, პედაგოგებმა დ. წამალაშვილმა და ლ. ქურჩიშვილმა, მე-10 ბ კლასის ნიჭიერ მოსწავლე სესილი მერაბაშვილთან ერთად (რომელიც ასევე მომხსენებლად წარსდგა), მიმოიხილეს მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზები და წარადგინეს სტატია თემაზე:

🔢 „სამოტივაციო საუბრები მარტივი რიცხვების შესახებ მათემატიკის გაკვეთილზე და მოსწავლის მიერ შექმნილი კოდი“
📈 ამავდროულად, პედაგოგებმა დ. წამალაშვილმა და ლ. ქურჩიშვილმა (მომხსენებელი) კონფერენციაზე წარმატებით გაუზიარეს კოლეგებს მეთოდიკური გამოცდილება სტატიით:
📝 „განტოლებათა ტოლფასობის სწავლების მეთოდიკური თავისებურებანი“

🌟 ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს და სესილის სამეცნიერო ასპარეზზე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის სახელით ღირსეულად წარდგენას და ვუსურვებთ მრავალ პროფესიულ და შემოქმედებით წინსვლას! 👏

#21საჯაროსკოლა #წარმატება #განათლება #კონფერენცია2026

🤺 ისტორიული წარმატება და სიამაყე ჩვენი სკოლისთვის! 🇬🇪✨გვინდა უდიდესი სიხარულით მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეს, ლაზარე ჩიტაძეს...
26/06/2026

🤺 ისტორიული წარმატება და სიამაყე ჩვენი სკოლისთვის! 🇬🇪✨
გვინდა უდიდესი სიხარულით მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეს, ლაზარე ჩიტაძეს, რაპირით ფარიკაობაში 14-წლამდელთა ევროპის პირველობაზე საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა!
ლაზარემ მეოთხედფინალში თურქი მეტოქე 15-10 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი. განსაკუთრებული მადლობა მის მწვრთნელს, ზურა აფიციაშვილს, ასეთი ჩემპიონის აღზრდისთვის!
ლაზარე, მთელი სკოლა შენს გვერდითაა! ვამაყობთ შენით და ნახევარფინალშიც დიდ გამარჯვებას გისურვებთ! წინ ფინალისკენ! 🏆❤️🔥
#ჩვენივარსკვლავი #ფარიკაობა #ევროპისპირველობა #ჩვენიამაყი მოსწავლე
#21საჯაროსკოლა

🤺 ისტორიაში პირველად!!!

ლაზარე ჩიტაძე რაპირით ფარიკაობაში 14-წლამდელთა ევროპის პირველობის საუკეთესო ოთხეულშია!

🇬🇪ქართველმა მოფარიკავემ 1/4ფინალში თურქი ვედატ ტუნა კარალარი 15-10 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა!

▪️ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ჩიტაძის მეტოქე ჯიანმარკო ცურცი იქნება.

👨‍🏫მწვრთნელი: ზურა აფციაური

საქართველოს სპორტის სამინისტრო

🌞📚 „საზაფხულო წიგნის დეტექტივები“ ბიბლიოთეკაში შედგა! ❤️ბავშვებისთვის საზაფხულო არდადეგების კიდევ უფრო საინტერესოდ დასაწ...
17/06/2026

🌞📚 „საზაფხულო წიგნის დეტექტივები“ ბიბლიოთეკაში შედგა! ❤️
ბავშვებისთვის საზაფხულო არდადეგების კიდევ უფრო საინტერესოდ დასაწყებად, სასკოლო ბიბლიოთეკაში ძალიან მხიარული და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა! ✨
დიდი მადლობა ამ შესანიშნავი იდეისა და აქტივობის ორგანიზებისთვის დამრიგებელ, თამარ მაისურაძეს, რომელმაც პატარებს დაუვიწყარი დღე აჩუქა და წიგნიერების გარშემო გააერთიანა. 🥰📖
ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას, მასწავლებელებს ქეთევან ბურნაძეს, რომელიც სიყვარულით შემოუერთდა აქტივობას, მხარი დაუჭირა ბავშვებს და მათთან ერთად იმოგზაურა წიგნების ჯადოსნურ სამყაროში. ♥️

📖 აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს “შეფუთული წიგნები” გაცვალეს შთაბეჭდილებები, რათა ზაფხულში ახალი ლიტერატურა წაიკითხონ. მათ სახლიდან წამოიღეს უკვე წაკითხული წიგნები, რომელიც ძალიან უყვართ და თვლიან, რომ მათ კლასელებსაც დააინტერესებს. 🥰❤️

ახლა ჩვენს მოსწავლეებს წინ საინტერესო საზაფხულო თავგადასავლები ელოდებათ! სექტემბერში კი, სკოლაში დაბრუნებისას, ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, გაუზიარებენ ახალ შთაბეჭდილებებს და წიგნებს თავის მფლობელებს დაუბრუნებენ. 🧡❤️
#საზაფხულოარდადეგები #წიგნისდეტექტივები #სასკოლობიბლიოთეკა #წიგნიერება #კითხვისდროა #გაუცვალეწიგნი #განათლება ✨

✨ ინტეგრირებული საგაკვეთილო პროცესი 3დ კლასში - “მხიარული სუფრა“ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია! ☀️🥗3დ კლასში, დამრი...
16/06/2026

✨ ინტეგრირებული საგაკვეთილო პროცესი 3დ კლასში - “მხიარული სუფრა“ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია! ☀️🥗
3დ კლასში, დამრიგებელ ირინე კევლიშვილისა და საგნის „მე და საზოგადოება“ მასწავლებლის ერთობლივი მხარდაჭერით, უაღრესად თბილი, ფერადი და სახალისო საგაკვეთილო პროცესი ჩატარდა! 👩‍🏫✨
აქტივობის მთავარი თემა გახლდათ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია - ბავშვებმა, პედაგოგების დახმარებით, სურათებისა მიხედვით და იპროვიზირებული რეცეპტების მიხედვით, მხოლოდ სასარგებლო და ჯანსაღი ინგრედიენტებით სხვადასხვა ფორმის ორიგინალური კერძები თავად მოამზადეს. 🥒🥕 „გვირილა“, „ბუ“, „ველოსიპედი“, „წიწილები“ თუ „თევზი“ - პატარებმა ნამდვილი შემოქმედებითი ფანტაზია გამოავლინეს და საოცრად ლამაზი, ფერადი სუფრა გააწყვეს! 🦉🌼🚲
🍏💪 მნიშვნელოვანი და სასიხარულო ის იყო, რომ ამ პროცესაი მშობლებიც მონაწილებიდნენ. გაკვეთილის კულმინაცია კი კიდევ უფრო ემოციური და თბილი გამოდგა - პატარებმა თავისივე ხელით მომზადებული ჯანსაღი საკვები მშობლებთან ერთად მიირთვეს. 🥰❤️ ამ ლამაზ და ხალისიან პროცესს ყველა უდიდესი სიხარულითა და აღფრთოვანებით აკვირდებოდა! 🧡
უდიდესი მადლობა ყველას - ჩვენს გულისხმიერ მასწავლებლებს, მზრუნველ მშობლებსა და, რა თქმა უნდა, საოცარ მოსწავლეებს ასეთი ლამაზი, ფერადი და გემრიელი დღის შექმნისთვის! 🍓🍎❤️
#სადამრიგებლოსაათი #მედასაზოგადოება #ინტეგრირებულიგაკვეთილი #მხიარულისუფრა #ჯანსაღიკვება #3დკლასი

15/06/2026

🏫 IV ეტაპი — საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო!

📅 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყო და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://emis.ge/posts/129

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Address

Https://maps. App. Goo. Gl/DTcwDu37e692BGb2A
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 15:00
Tuesday 09:00 - 15:00
Wednesday 09:00 - 15:00
Thursday 09:00 - 15:00
Friday 09:00 - 15:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category