04/10/2026
პარიზში უამრავი რამ არის აღმოსაჩენი. მათ შორის ისიც, რაც საკუთარ თავზე ჯერ არ იცი!
🇫🇷 26 ნოემბერს 25 მოზარდისთვის პარიზში 6-დღიანი უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი - „გმირის მოგზაურობა“ იწყება!
ექვსივე დღის განმავლობაში ბავშვების მეგზური მწერალი, მსახიობი და „წიგნების თაროს“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე იქნება.
მოგზაურობა კი გამგზავრებამდე, ლევან გიგინეიშვილთან მოსამზადებელი შეხვედრით დაიწყება.
✨ რა ელით ბავშვებს პარიზში?
🎢 ორი სრული დღე დისნეილენდის ორ პარკში: Disneyland Park-სა და Adventure World-ში - თავგადასავლები და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა გმირების მაგალითზე;
🏰 Disney Village - სადღესასწაულო სივრცე, რესტორნებით, მაღაზიებითა და საშობაო განათებებით;
🎪 Cirque du Soleil - OVO - გრანდიოზული თეატრალური ხელოვნება;
🦁 ბროდვეის ლეგენდარული მიუზიკლი „მეფე ლომი“;
🔸 ლუვრი და ორსე - ვორქშოპი: “რა იმალება ჩარჩოებს მიღმა?”;
🔸 ვორქშოპი ეიფელთან - „იოცნებე, გაბედე, შექმენი“;
🔸 საუბრები გამარჯვებაზე ტრიუმფალურ თაღთან, გასეირნება საშობაოდ მორთულ შანზ-ელიზეზე და ნოტრ-დამის ცოცხალ ისტორიასთან შეხვედრა;
🔸 პარიზი შობის მოლოდინში - ტიუილრის საშობაო ბაზრობა;
ყოველი დღე ახალი კითხვით დაიწყება და საერთო აღმოჩენების გაზიარებით დასრულდება. სპეციალური ვიდეოგზავნილები ცნობილი ადამიანებისგან და ალექსანდრე ლორთქიფანიძის ვორქშოპები მოზარდებს ნანახის გააზრებასა და საკუთარი ხედვების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
💫 მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ თითოეული მონაწილე შექმნის საკუთარ პროექტს, რომელსაც დასკვნით შეხვედრაზე წარადგენს.
📅 26 ნოემბერი - 1 დეკემბერი
👥 13 - 17 წელი | მხოლოდ 25 მონაწილე
💳 €2690
💠 შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად გადახდა და საბანკო განაწილებით სარგებლობა.
✨ საფასურში შედის:
• პროგრამით გათვალისწინებული პარკების, შოუებისა და მუზეუმების ბილეთები;
• სრული საგანმანათლებლო პროგრამა და სასწავლო მასალები;
• ორმხრივი ავიაბილეთი ხელბარგით;
• ქუთაისის აეროპორტის ტრანსფერები ორივე მიმართულებით;
• პროგრამით გათვალისწინებული გადაადგილება პარიზში;
• 5 ღამე Disneyland Paris-ის პარტნიორ სასტუმროში;
• სამჯერადი კვება;
• სამოგზაურო დაზღვევა, ნოტარიული მომსახურება;
• პროფესიონალური ფოტო-ვიდეოგადაღება;
📝 რეგისტრაცია უკვე გახსნილია. პირველი 48 საათის განმავლობაში ადგილის დაჯავშნისას პრიორიტეტი სიტყვის აკადემიის პროექტების მონაწილეებს მიენიჭებათ.
🔗 სრული პროგრამა, პირობები და რეგისტრაცია: https://wordacademy.ge/course/hero-journey/