კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University CIU ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს!
(287)

We Shape The Future Together!


"მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში" - სწორედ ასე ჰქვია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელმაც...
27/09/2026

"მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში" - სწორედ ასე ჰქვია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელმაც მუშაობა ამა წლის 25 სექტემბერს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მედიასკოლების წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, სომხეთის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

ბსუ-ს პროფესორმა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ინგა შამილიშვილმა, ხაზი გაუსვა ფორუმის ინტერდისციპლინურ ხასიათს. მან აღნიშნა, რომ ფორუმი, ამავრდოულად, ინტერნაციონალიზაციის გამოწვევებსაც პასუხობს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან მკვლევართა საკმაოდ ფართო წრე შემოიკრიბა.

„მედია დღეს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება აღარ არის. ესაა სივრცე, სადაც ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, იქმნება იდენტობა, მიმდინარეობს დებატები. სწორედ ამიტომ, მედიაკვლევები თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო მიმართულებაა. ჩვენი კონფერენცია სწორედ ამ გამოწვევებს ეხმაურება: როგორ იცვლება მედიაგარემო ციფრულ ეპოქაში, როგორ მოქმედებს ალგორითმები საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, რა როლი აქვს ჟურნალისტიკას დემოკრატიის განმტკიცებაში და როგორ შეგვიძლია კვლევითი მიდგომებით უკეთ გავიაზროთ ეს რთული პროცესები.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმართმოყვარეობისა და ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ყველა მომხსენებელს, მოდერატორსა და მონაწილეს - მათი შრომა და ინტერესი არის ის, რაც ამ კონფერენციას ღირებულს ხდის“ - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცეკანცლერმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ, რომელიც, ამავდროულად, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და სექციის ხელმძღვანელიცაა.

კონფერენციაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ასევე, წარმოადგენენ პროფესორები: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, ამავე ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, დოქტორანტი თამარ ოყუჯავა, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა, ასოცირებული პროფესორი ეკა თხილავა.

🔸  25 სექტემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VER...
25/09/2026

🔸 25 სექტემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები: „ინოვაციური განათლების ფონდის“, ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრა რამდენიმე ძირითად თემას მოიცავდა - მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის დეტალებზე, იდეების გენერირებასა და ინოვაციურ მეწარმეობაზე, ასევე ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე.

🔸 პროექტი ხორციელდება FinEdu-სთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლოდ მისი უშუალო განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი“. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech (ფინანსური ტექნოლოგიები), რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სფეროში არსებული რეალური გამოწვევებისთვის.

🔸 მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ფინანსური სერვისების ინტეგრაცია არსებულ სისტემებთან, გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვის (ინვესტიციები, საპენსიო დანაზოგები) პოპულარიზაცია და ფინანსური უსაფრთხოების ამაღლება კიბერ-თაღლითობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, პროექტი ეხება ყოველდღიური ხარჯებისა და ბიუჯეტირების ეფექტურ მართვას, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარი ანალიზის ინსტრუმენტების შექმნას.

🔸 კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის, 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობა ხორციელდება მხოლოდ გუნდურად. შიდა კონკურსის შედეგად, უნივერსიტეტს ფინალში წარმოადგენს 1 საუკეთესო გუნდი, რომელიც შედგება 2-4 სტუდენტისა და 1 მენტორისგან.

🔸 გამარჯვებულ გუნდს განსაკუთრებული პრიზები ელის: პირველადგილოსნები გაემგზავრებიან გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე და ასევე მოიპოვებენ 20,000 ლარის ოდენობის გრანტს საკუთარი იდეის რეალიზაციისთვის.

🔸 საინფორმაციო შეხვედრებისა და ვორქშოფების შემდეგ, სტუდენტებისთვის ჩატარდება ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე. 26-30 ოქტომბერს დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგები ხელოვნური ინტელექტის, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით, მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში. პროექტი 2 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში გამართული Demo Day-თი დასრულდება.

🔸 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

🇦🇹  2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს მიღებას Erasmus+ სემე...
25/09/2026

🇦🇹 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

🔗 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/M2AOC

🇵🇱  2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვ...
25/09/2026

🇵🇱 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ნოვი სონჩის ბიზნესის სკოლა-ლუის ეროვნულ უნივერსიტეტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესისა და ტენქოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

🔗 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/jEOce

🔸 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგი...
24/09/2026

🔸 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“.

🔸 შეხვედრას უძღვებოდა Carrera Agency-ის დამფუძნებელი, კარიერული კონსულტანტი და LinkedIn-ის წამყვანი ექსპერტი სალომე სულაბერიძე. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული მზაობის ამაღლებასა და თანამედროვე შრომის ბაზარზე მათ ეფექტურ ინტეგრაციას.

🔸 შეხვედრა მისალმებითი სიტყვით გახსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი პრაქტიკული ინიციატივების მნიშვნელობას სტუდენტთა პროფესიული ზრდის პროცესში. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა უნივერსიტეტის მუდმივი მზაობა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს კარიერული მიზნების რეალიზებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაში.

🔸 მოწვეულმა სპიკერმა ვრცლად ისაუბრა LinkedIn-ის პლატფორმის სტრატეგიულ გამოყენებასა და პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა ციფრულ სივრცეში პროფესიული პროფილის სწორად პოზიციონირებაზე, საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების მოძიების პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეფექტურ მეთოდებზე.

🔸 შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რომელიც პრაქტიკულ ვორქშოფსა და კითხვა-პასუხის სესიას მოიცავდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა, მიღებული ცოდნისა და რეკომენდაციების საფუძველზე, საკუთარი კარიერული განვითარებისა და პირველი რეალური სამსახურის მოძიების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს.

🔺  საერთაშორისო ურთიერთობების მექანიზმები - ჩემი მთავარი ინსპირაცია💬  „ჩემი გზა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პოლიტ...
24/09/2026

🔺 საერთაშორისო ურთიერთობების მექანიზმები - ჩემი მთავარი ინსპირაცია

💬 „ჩემი გზა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესებისადმი სიღრმისეულმა ინტერესმა განსაზღვრა. მუდამ მქონდა სურვილი, სიღრმისეულად გავრკვეულიყავი იმ რთულ მექანიზმებში, რომლებიც სახელმწიფო მართვას, სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს უდევს საფუძვლად. სწორედ ამ ინტერესმა მიბიძგა, გამეკეთებინა არჩევანი ამ სპეციალობაზე“.

🔺 თანამედროვე სპეციალისტის აუცილებელი უნარები

💬 „მიმაჩნია, რომ დღეს ამ მიმართულებით წარმატების მოსაპოვებლად მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. ჩემი გამოცდილებით, ახალგაზრდა სპეციალისტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და ძლიერი ანალიტიკური უნარები. ამასთანავე, სწრაფად ცვალებად გარემოში აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი, რაც ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარება“.

🔺 საუნივერსიტეტო გარემო და აკადემიური თავისუფლება

💬 „საბაკალავრო პროგრამა იდეალურად აბალანსებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ანალიზს, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. უნივერსიტეტში განსაკუთრებით გამოვყოფდი აკადემიურ თავისუფლებას, ძლიერ ლექტორთა გუნდსა და სტუდენტზე მაქსიმალურად ორიენტირებულ გარემოს, სადაც თითოეულ ჩვენგანს განვითარების სრული შესაძლებლობა ეძლევა“.

🔺 მომავლის ხედვა და გზავნილი აბიტურიენტებისთვის

💬 „სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს თავს ვხედავ საჯარო სექტორში ან ანალიტიკურ ორგანიზაციაში. ჩემი მთავარი პროფესიული მიზანია, უშუალო მონაწილეობა მივიღო პოლიტიკის დაგეგმვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იმ აბიტურიენტებს კი, რომლებიც ახლა ირჩევენ ამ გზას, ვურჩევდი, ყოველთვის ადევნონ თვალი მიმდინარე მოვლენებს და არასდროს შეეშინდეთ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების“.

👤 თორნიკე კევაური - საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.



🎓 იწყება რეგისტრაცია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორადი ჩარიცხვის შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტე...
24/09/2026

🎓 იწყება რეგისტრაცია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორადი ჩარიცხვის შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

📍 რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით, 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით (10:00 დან 17:00 საათამდე), გარდა 27 სექტემბრისა (კვირა).

📄 წარმოსადგენი საბუთებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/tjBqj

📣  28 სექტემბერი / 14:00 / მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსი (აუდიტორია 206);საჯარო ლექცია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტე...
23/09/2026

📣 28 სექტემბერი / 14:00 / მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსი (აუდიტორია 206);

საჯარო ლექცია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: „სკანდინავიური ღვინო: დროებითი ტრენდი თუ ახალი რეალობა? შვედეთის მევენახეობის აღმავლობა“;

👤 სპიკერი: კარლ-იოჰან ფაბო - ტოკაის უნივერსიტეტის (უნგრეთი) მკვლევარი, შვედური ბუნებისა და მებაღეობის გამოცემების ავტორი;

ლექციის ფარგლებში გაიმართება შვედური ღვინის დეგუსტაცია.

CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

📣  25 სექტემბერს, 15:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიე...
23/09/2026

📣 25 სექტემბერს, 15:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბურ საუნივერსისტეტო კონკურს UNI4VERSE-თან დაკავშირებით.

🔗 პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://shorturl.at/VgqxK

🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 8-11 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენ...
23/09/2026

🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 8-11 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) 36-ე ყოველწლიურ გამოფენაზე, რომელიც შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში CIU-ს დელეგაციამ 40-მდე სამუშაო შეხვედრა გამართა უცხოურ პარტნიორებთან, საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრების ფარგლებში ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორულ ქსელს და სამომავლოდ ახალი აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შექმნის.

აღნიშნულ ღონისძიებაზე CIU-მ კიდევ ერთხელ წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი აკადემიური პოტენციალი, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და კვლევითი შესაძლებლობები. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური ინტეგრაციისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობას.

EAIE-ს გამოფენა წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვასა და გლობალური აკადემიური ქსელის გაფართოებას.

აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს აკადემიური მობილობების გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებას.

Address

ჩარგლის ქ. # 73
Tbilisi
0141

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 09:00 - 22:00
Saturday 09:00 - 22:00

Telephone

+995322022115

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University:

Shortcuts

Share