თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

02/10/2026
02/10/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის N61 საბავშვო ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ
მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები.

30 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის გარკვეულ ადგილებზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ მყისიერად მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა, რამდენადაც ექსპერტიზა ხანგრძლივ სამუშაოს მოიცავს, სააგენტომ პარალელურად მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა. ლაბორატორიის ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი. ამავდროულად, დაიგეგმება და განხორციელდება ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო.

პარალელურად, სააგენტო დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაკვნას, რომელსაც დაეფუძნება სააგენტოს შემდგომი რეაგირება.

23/09/2026

ℹ️ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.

🔬 ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.

🔎 დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

#სურსათისუვნებლობა

22/09/2026

საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას - განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

22/09/2026

👩‍👧‍👦🏠 სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს

🔹 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.

ℹ️ ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

18/09/2026

თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღების უდიდესი უმრავლესობა, კერძოდ, 184 ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სააღმზრდელო პროცესს, ზრუნვას აღსაზრდელებზე და უზრუნველყოფს კვების მიწოდებას პროდუქციის მიღებიდან საბოლოო მოხმარებამდე.

დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი. ამ ეტაპზე, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისის მიწოდება დროებით შეჩერებულია შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ავადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები. ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით.

აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტების, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტების მიერ. სპეციალისტების მიერვე მოწმდება ბაღში არსებული გარემო, ასევე პროდუქტების საწყობები, ტემპერატურული რეჟიმები, პროდუქტის ხარისხი, წარმოების ვადები და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.

რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუთმენლად ელოდება სპეციალისტების დასკვნას, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი განმარტებები.

18/09/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას.

Address

მიცკევიჩის ქუჩა 29/29ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322378243

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო:

Shortcuts

Share