Faculty of Social Sciences, Humanities & Education • IBSU

Faculty of Social Sciences, Humanities & Education • IBSU Welcome to IBSU School of Education, Humanities & Social Sciences

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს თავისი მრავალრიცხოვანი სტუდენტებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით.

🇺🇸🇬🇪 IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა აშშ-ის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომ...
17/09/2026

🇺🇸🇬🇪 IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა აშშ-ის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა თამარ შიოშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანთან და აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ემი ვ. დიაზთან პირველად გამართულ მიღებაზე უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის მაღალი რანგის წარმომადგენლები კარგად იცნობენ IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამას, მათი წინა პერიოდის დიპლომატიური მოღვაწეობის გამოცდილებიდან გამომდინარე. აღნიშნული გამოცდილება ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი საგანმანათლებლო და აკადემიური ინიციატივების განვითარებისთვის.

🇺🇸🇬🇪 IBSU’s American Studies Program Dean Discusses Future Prospects for Cooperation with Representatives of the U.S. Diplomatic Mission

The Head of the American Studies Program at the International Black Sea University, Ms. Tamar Shioshvili, discussed future prospects for cooperation between the University and the United States Diplomatic Mission at a reception held for the first time with Chargé d’Affaires of the U.S. Embassy Courtney Ostrian and Deputy Chief of Mission Amy W. Diaz.

The meeting placed particular emphasis on deepening cooperation in the field of American Studies and exploring new opportunities for joint educational and academic initiatives.

It is noteworthy that senior representatives of the U.S. Diplomatic Mission are well acquainted with IBSU’s American Studies Program, having become familiar with its activities during their previous diplomatic assignments in Georgia. This prior experience provides a valuable foundation for strengthening future cooperation and developing new educational and academic initiatives.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით, 3 სექტემბერს საჯ...
04/09/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით, 3 სექტემბერს საჯარო ლექცია „მონეტიზაციის სტრატეგიები და ციფრული კომუნიკაცია“ გაიმართა.

ლექციას მარიამ ტყეშელაშვილი, აშშ-ის University of Notre Dame-ის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის მნიშვნელობა ბრენდის მართვისა და მონეტიზაციის პროცესში, ასევე გაეცნენ საერთაშორისო ბრენდების პრაქტიკულ მაგალითებს.

ლექციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები და მათი პრაქტიკული გამოყენება კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისა და გაზომვადი ბიზნესშედეგების მიღების პროცესში. ასევე განხილული იყო თანამედროვე ციფრულ გარემოში მიმდინარე ცვლილებები და მათთან ეფექტური ადაპტაციის გზები.

საჯარო ლექცია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას და მიიღონ ინფორმაცია ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და შესაძლებლობებზე.

The International Black Sea University’s Master’s Program in Digital Media and Communication organized a public lecture titled “Monetization Strategies and Digital Communication” on September 3.

The lecture was delivered by Mariam Tkeshelashvili, a Digital Marketing Specialist at the University of Notre Dame in the United States.

During the lecture, participants explored the importance of digital communication strategy in brand management and monetization processes, as well as practical examples from international brands.

One of the key topics of the lecture was the use of artificial intelligence (AI) tools and practical approaches to developing communication strategies and achieving measurable business outcomes. The discussion also focused on ongoing changes in the modern digital environment and effective ways to adapt to them.

The public lecture provided students with an opportunity to complement their academic knowledge with international practices and gain insights into current approaches and opportunities in the fields of digital communication and marketing.

28/07/2026

👉გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტი, ნატო მამადაშვილი, რომელიც 🇭🇺 უნგრეთში, ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE), Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობს.

🔹„ბუდაპეშტში, ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში ჩემი Erasmus+ გამოცდილება კიდევ უფრო გასაოცარი გახდა, როდესაც მასპინძელმა უნივერსიტეტმა მობილობა დამატებითი სემესტრით გამიხანგრძლივა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის კოორდინატორს, ქალბატონ მაია ჩქოტუასა და ELTE-ს უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვალერია არვას, რომლებმაც ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ამ შესაძლებლობის წყალობით, საშუალება მქონდა, დავკვირვებოდი, თუ როგორ გამოიყენება IBSU-ში ათვისებული თეორიები ბავშვებთან და მასწავლებლებთან ყოველდღიურ საგანმანათლებლო პროცესში. ის მყარი თეორიული საფუძველი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემიქმნა, აქ მიღებული გამოცდილების გააზრებასა და დაფასებაში ძალიან დამეხმარა.

არ შემიძლია არ გამოვარჩიო „პედაგოგია და ინოვაციის“ კურსი, რომლის ფარგლებშიც მთელი უნგრეთის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სკოლები და საბავშვო ბაღები მოვინახულეთ, მათ შორის ორენოვანი, გერმანული და კათოლიკური საგანმანათლებლო დაწესებულებები. განსხვავებულ სასწავლო სტილზე დაკვირვებამ და გამოცდილ პედაგოგებთან დიალოგმა ღრმად დამაფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება ჩამოვიტანო საქართველოში და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გამოვიყენო. „ჰოლისტური“, სახალისო, საგნობრივი შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლება ჩემთვის მთავარი პროფესიული შენაძენი გახდა.

უნგრეთმა, როგორც ქვეყანამ, ღრმა შთაბეჭდილება დამიტოვა თავისი ძლიერი ეროვნული იდენტობითა და კულტურის დაცვის მიმართ ერთგულებით. მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო მისი ქალაქები, დამეგემოვნებინა ტრადიციული კერძები, მესწავლა ხალხური ცეკვები და მესტუმრა მუზეუმები. ასევე, „ფაკულტეტის დღეების“ ფარგლებში, უცხოელ სტუდენტებს გავაცანი ქართული ენა, კულტურა და საგანმანათლებლო პრაქტიკები.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ გამოცდილებამ უფრო დამოუკიდებელი გამხადა და პრობლემების გადაჭრის უნარი მნიშვნელოვნად განმივითარა. მჯერა, რომ ყველა სტუდენტმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს გაცვლითი პროგრამით სწავლა, რადგან ეს გამოცდილება მსოფლიო თვალსაწიერს აფართოებს და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან აკავშირებს.“

🔹"My Erasmus+ experience at ELTE took a wonderful and unexpected turn this year when the host university itself extended my mobility for an additional semester. I am truly grateful and would especially like to thank my home and host university program coordinators, Dr. Maia Chkotua and Dr. Valeria Arva, whose support made this extension possible.

This semester allowed me to see the theories I learned at IBSU come alive in real classrooms with real children and in authentic educational settings. I am deeply thankful for the strong theoretical foundation my university provided, which helped me understand and appreciate everything I observed here.

One of the most remarkable parts of this semester was the Pedagogy and Innovation course. We visited many different schools and kindergartens across Hungary, including bilingual, German, and Catholic institutions. Observing so many teaching styles and speaking with experienced educators constantly inspired me to think about what I could bring back or adapt in Georgia. The holistic, joyful, and content-and-language integrated approaches I saw became my main takeaways.

Hungary itself impressed me with its strong national identity and dedication to preserving its history and culture. I explored new towns, tried traditional food, learned folk dances, visited museums, and shared my own culture during Faculty Days, where I taught Georgian, cooked traditional dishes, offered Georgian w**e, and introduced our traditions.

Most importantly, this experience strengthened my independence and made me a much better problem-solver-a skill essential both in life and in teaching. I truly believe every student should experience an exchange program at least once; it opens your eyes to a wider world and connects you with people from many cultures."

28/07/2026

👉გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ნათია გლურჯიძე, რომელიც 🇹🇷 თურქეთში, უსკუდარის უნივერსიტეტში, ორმხრივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრით სწავლობს.

🔹„გამარჯობა, მე ვარ ნათია გლურჯიძე, IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი და ამჟამად ვიმყოფები სტამბოლში, უსკუდარის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით. ამ პროგრამაში მონაწილეობა ჩემი აკადემიური გზის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ გამოცდილებად იქცა. ცხოვრება და სწავლა ასეთ ისტორიულად მდიდარ ქალაქში მაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ურთიერთობების არსი საკლასო ოთახის ფარგლებს მიღმა დავინახო და თეორია რეალურ სამყაროს დავუკავშირო.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ჩემი სკოლის მხარდაჭერის წყალობით. მათი ხელმძღვანელობა, წახალისება და პროფესიონალური მომზადება დამეხმარა სწრაფად მოვრგებოდი ახალ აკადემიურ გარემოს და მაქსიმალურად გამომეყენებინა თითოეული შესაძლებლობა - როგორც აკადემიური, ისე კულტურული თვალსაზრისით.

საინტერესო ლექციებმა და სხვადასხვა კულტურის სტუდენტებთან ურთიერთობამ დამეხმარა უკეთ აღმომეჩინა საკუთარი თავი მომავალ პროფესიაში. გაცვლითმა პროგრამამ გააფართოვა ჩემი გლობალური ხედვა და კიდევ უფრო გამიძლიერა მოტივაცია დიპლომატიური კარიერისკენ. გულწრფელად მადლიერი ვარ IBSU-ს, რომელმაც ეს შესაძლებლობა მომცა და მხარი დამიჭირა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებაში.“

🔹"Hello, I am Natia Glurjidze, a third-year student of the English-taught International Relations program at IBSU, and I am currently in Istanbul studying at Üsküdar University through an exchange program. Participating in this exchange program has become one of the most transformative experiences of my academic journey. Living and studying in such a remarkable and historically rich city has allowed me to see the essence of international relations beyond the classroom and connect theory with the real world.

All of this became possible thanks to the exceptional support of International Black Sea University (IBSU), especially the Department of International Relations and my faculty. Their guidance, encouragement, and professional preparation helped me quickly adapt to the new academic environment and make the most of every experience – both academically and culturally.

This new opportunity – from engaging lectures to interacting with students from diverse cultural backgrounds – has helped me better discover myself in my future profession. The exchange program has broadened my global perspective and further strengthened my motivation to pursue a diplomatic career. I am sincerely grateful to IBSU for opening this door for me and supporting my personal and professional growth."

21/07/2026

🔹 განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს სთავაზობს დასავლური ტიპის უმაღლეს განათლებას, რომელიც ეფუძნება მაღალ აკადემიურ სტანდარტებსა და პრაქტიკულ სწავლებას. სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალკვალიფიციური ქართველი, ევროპელი და ა.შ.შ.-ის საელჩოს ხელშეწყობით მოწვეული ამერიკელი პროფესორები.

სკოლა სტუდენტებს ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებად, სთავაზობს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, მეორე უცხო ენის შესწავლის შესაძლებლობას, პრაქტიკულ სტაჟირებებსა და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

საბაკალავრო პროგრამები:
🎓 ამერიკისმცოდნეობა 🇬🇧
🎓 ინგლისური ფილოლოგია 🇬🇧
🎓 საერთაშორისო ურთიერთობები 🇬🇪🇬🇧
🎓 ჟურნალისტიკა 🇬🇪
🎓 საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) 🇬🇪
🎓 ფსიქოლოგია 🇬🇪🇬🇧

სამაგისტრო პროგრამები:
🎓 ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები 🇬🇧
🎓 საერთაშორისო ურთიერთობები 🇬🇧
🎓 განათლების ადმინისტრირება 🇬🇪🇬🇧
🎓 ციფრული მედია და კომუნიკაცია 🇬🇪

სადოქტორო პროგრამები:
🎓 ამერიკისმცოდნეობა 🇬🇧
🎓 განათლების მეცნიერებები 🇬🇧

🎓 ინგლისური ენის 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 🇬🇧

👉 გაიგეთ მეტი: https://ibsu.edu.ge/schools/eduhum/

🔹 The School of Education, Humanities and Social Sciences at the International Black Sea University offers a Western-style higher education built on high academic standards and practice-oriented learning. The educational process is led by highly qualified Georgian and European academics, as well as American professors invited with the support of the U.S. Embassy.

The School prepares students to become competitive professionals by offering international exchange opportunities, the chance to study a second foreign language, hands-on internships, and a learning environment focused on career development.

Bachelor's Programs:
🎓 American Studies 🇬🇧
🎓 English Philology 🇬🇧
🎓 International Relations 🇬🇪🇬🇧
🎓 Journalism 🇬🇪
🎓 Public Relations (PR) 🇬🇪
🎓 Psychology 🇬🇪🇬🇧

Master's Programs:
🎓 Foreign Relations of the United States 🇬🇧
🎓 International Relations 🇬🇧
🎓 Educational Administration 🇬🇪🇬🇧
🎓 Digital Media and Communication 🇬🇪

Doctoral Programs:
🎓 American Studies 🇬🇧
🎓 Education Sciences 🇬🇧

🎓 60-Credit English Language Teacher Preparation Educational Program 🇬🇧

👉 Learn more: https://ibsu.edu.ge/schools/eduhum/

10/07/2026
08/07/2026

ინგლისურენოვანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის ტრენინგი...
01/07/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის ტრენინგი – „ინგლისური ენის ტესტის ეფექტური სტრატეგიები“ გაიმართა.

🔹ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კითხვისა და მოსმენის ეფექტურ სტრატეგიებს, ესეს წერის ძირითად პრინციპებსა და შეფასების კრიტერიუმებს. შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ და გუნდურ აქტივობებს, რომლებიც მონაწილეებს ინგლისური ენის გამოცდისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარა.

🔹ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ინტერაქციული თამაში „Future English Philologist Escape Room“, რომლის ფარგლებში აბიტურიენტებმა გუნდურად შეასრულეს სხვადასხვა დავალება და პრაქტიკაში გამოიყენეს ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნა.

ტრენინგმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ და უკეთ მომზადებულიყვნენ ინგლისური ენის გამოცდისთვის.

The Bachelor's Program in English Philology at International Black Sea University organized the training session "Effective Strategies for the English Language Test" for prospective students.

🔹During the training, participants explored effective reading and listening strategies, learned the fundamental principles of essay writing, and became familiar with the assessment criteria used in English language examinations. The session also included practical and team-based activities designed to help participants develop the skills required for success in the English language test.

🔹One of the highlights of the event was the interactive "Future English Philologist Escape Room", where participants worked collaboratively to complete a series of engaging tasks and apply the knowledge they had acquired throughout the training.

The training provided prospective students with an opportunity to strengthen their English language skills, gain practical experience, and enhance their preparedness for the English language examination.

⛪IBSU-ს სტუდენტები კულტურულ-საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტით ასურეთსა და ბოლნისს ეწვივნენ.შავი ზღვის საერთაშორისო უნ...
30/06/2026

⛪IBSU-ს სტუდენტები კულტურულ-საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტით ასურეთსა და ბოლნისს ეწვივნენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განხორციელდა გერმანული ენის ინტერკულტურული პროექტი, რომლის ხელმძღვანელიც გერმანული ენის ლექტორი, თამარ ზიგერ-პოპიაშვილი გახლდათ. პროექტის ფარგლებში ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტები ასურეთსა და ბოლნისს ესტუმრნენ.

პროექტის მიზანი სტუდენტებისთვის გერმანული კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიისა და ადგილობრივი კულტურული სივრცის გაცნობა იყო. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს გერმანული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის ლუთერანული ქირჰე, ბოლნისის ღვინის სახლი და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

🔹შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუდენტებმა გერმანულ ენაზე წარადგინეს პრეზენტაციები ასურეთისა და ბოლნისის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და გერმანული თემის შესახებ, რაც მათ ენობრივი კომპეტენციების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინტერკულტურული ცოდნის გაღრმავებას შეუწყო ხელი.

პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტუდენტების აკადემიური და კულტურული ჰორიზონტის გაფართოებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და გერმანული ენის შესწავლის ინტერესის გაძლიერებაში.

⛪IBSU Students Visited Asureti and Bolnisi as Part of a Cultural and Educational Study Project

An intercultural German language project was implemented at the International Black Sea University, led by Tamar Sieger-Popiashvili, a lecturer in German. As part of the project, third-year English philology students visited Assureti and Bolnisi.

The project aimed to familiarize students with the German cultural heritage, history, and the local cultural landscape. During the visit, participants explored sites of historical and cultural significance related to the German heritage, including the Lutheran Church, the Bolnisi W**e House, and the Bolnisi Museum of Local Lore.

🔹As part of the educational tour, students delivered presentations in German on the history, cultural heritage, and German community of Asureti and Bolnisi. This provided them with an opportunity to apply their language skills in a practical context while enhancing their intercultural competence.

The project made a significant contribution to broadening students’ academic and cultural horizons, enriching their practical learning experience, and strengthening their interest in the study of the German language.

Address

David Agmashenebeli Alley 13km, 2
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Faculty of Social Sciences, Humanities & Education • IBSU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Faculty of Social Sciences, Humanities & Education • IBSU:

Shortcuts

Share