07/07/2023
For English scroll down 🔻
📅 11-12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს საერთაშორისო ვორკშოფს „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები" (Georgia Historical Ice-Core Project (GHICP) Workshop: Pilot publications and next stages).
🔻 ვორკშოფი გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტსა და ნოტინგემის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ვორკშოფში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევარები გაერთიანებული სამეფოდან, აშშ, გერმანია და საფრანგეთი, ასევე მოწვეული სტუმრები, სტუდენტები საქართველოდიან.
📍 ვორკშოფის ძირითადი მიზანია საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის დაფუძნება და ერთიანი კვლევითი საკითხის შეთანხმება EU-USA-UK პროექტისთვის "CESOC-Caucasus: Climate, Environment and Social Change in the Caucasus".
🌐 სამუშაო ენა: ინგლისური
📅 დრო: 11-12 ივლისი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E207 აუდიტორია, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ მოცემულ ბმულს 🔗 https://bit.ly/46HhRlN
For English 🌐 https://bit.ly/3NFjS9D
#ილიაუნი
02/05/2023
For English scroll down 🔻
ვორკშოპი: ქანების წარმოქმნიდან დეგრადაციამდე
📅 4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 102 დარბაზში (T102 აუდიტორია) Erasmus+ Ka107 პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ფლორენციის უნივერსიტეტსა (DST-UNIFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კულტურულ თანამშრომლობას იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტთან (ISPRA) ერთად, გაიმართება ვორკშოპი „ქანების წარმოქმნიდან დეგრადაციამდე – თანამედროვე ტექნოლოგიები გეოლოგიური სტაბილურობის კვლევისთვის კლდის ძეგლებზე“.
🔴 სემინარებს გამართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – მიხეილ ელაშვილი და დავით ჩხაიძე; ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორები – რაფაელო ჩიონი და კარლო ალბერტო გარძონიო, მკვლევრები – დოქტორი უილიამ ფროდელა და ტერეზე სალვატიჩი, იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი დანიელე სპიციქინო.
📅 დრო: 4-5 მაისი, 10:00-14:00 საათი
🌐 სამუშაო ენა: ინგლისური
📍 ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ვაკის პარკის გადმოსწვრივ)
🔴 დასწრება თავისუფალია.
განრიგის სანახავად ეწვიეთ მოცემულ ბმულს 🔗 https://bit.ly/3LoC5XN
For English 🌐 https://bit.ly/3HwrfxK
#ილიაუნი
07/03/2023
საერთაშორისო დაფინანსების და ჩართულობის წვლილი უდიდესია საქართველოს და კავკასიის კვლევებში. ქართული მეცნიერება და უმაღლესი განათლება გამოუსწორებელ დარტყმას მიიღებს, თუ მას აგენტის იარლიყს მივაწებებთ. ათწლეულებით ნაშენები საერთაშორისო თანამშრომლობა და ეს პროექტები კი უბრალოდ დაიხურება. შეიზღუდება წვდომა თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე.
შირაქის მულტიდისციპლინური საერთაშორისო კვლევა მხოლოდ ერთი ასეთი მაგალითია ჩვენი ცენტრის საქმიანობიდან. ჩამოყევით ჩვენს კედელს და კიდევ ბევრს იხილავთ.
ჩვენი გზა ევროპაში და დასავლურ ცივილიზაციაშია !
შირაქის საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა / Shiraki International Multidisciplinary Research
19/10/2021
საველე ვორკშოფი - საქართველოს კლდის ძეგლებზე ზემოქმედი ბუნებრივი საფრთხეების შესაფასება ახლო დისტანციური ზონდირების მეთოდებით, 21-25 ოქტომბერი
Field Workshop - Application of close-range remote sensing techniques for assessment of Natural Hazards affecting Georgian Rock Curved Monuments, October 21-25
Claudio Margottini, William Costello, Daniele Spizzichino
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
საველე ვორკშოფი საქართველოს კლდის ძეგლებზე ზემოქმედი ბუნებრივი საფრთხეების შესაფასებლად
21-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ ფლორენციის უნ....
24/09/2021
ინფრაწითელი თერმოგრაფიის გამოყენებით შესაძლებელია კლდეში ნაკვეთი ძეგლების ამგები ქანების მდგომარეობის, მათი გამოფიტვის ხარისხის შეფასება. ამ მეტოდს აქტიურად ვიყენებთ ჩვენს იტალიელ კოლეგებთან ერთად საქართველოს კლდის ძეგლებზე.
Live dal 7° Congresso AIGA
William Frodella presenta "Applying InfraRed Thermography (IRT) for theprotection and conservation of Georgian rupestrian sites”