ტრანსფორმაციის აკადემია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტრანსფორმაციის აკადემია

ტრანსფორმაციის აკადემია ტრანსფორმაციის აკადემია
(579)

AEV ACADEMY-ის მიზანია ხელი შეუწყოს კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, რომელთაც ექნებათ ფართო ცოდნა თანამედროვე ფსიქოლოგიის ახალ მიდგომებსა და ფსიქოთერაპიის სინთეზისა. თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სტუდენტი, რათა მას შეძლოს კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და რეალიზება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ჩვენი აკადემია გარდა პრატქიკული ცოდნისა აძლევს შესაძლებლობას განავითაროს კრიტიკული აზროვნებისა და რაოდენობრივი ანალიზის უნარი; დაეუფლოს წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ჩვევებს; სასწავლო კურსებზე მიღებული ცოდნა არის გამყარებული პრატქიკული მუშაობით, რაც ჩვენს სტუდენტებს აძლევს უპირატესოვას იყვნენ ძლიერი სპეციალისტები საკუთარ დარში.
აკადემიის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს პიროვნების კვლევისა და დიაგნოსტირების ინდივიდუალური და ჯგუფური მეთოდები. ისწავლოს პიროვნების ქცევის მოდიფიკაციის ელემენტები. შეისწავლოს კულტურული და სოციალური ფაქტორების გავლენა პიროვნების ქცევის ჩამოყალიბებაში. პროგრამა აგებულია სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ცოდნაზე.

ჩვენი მიზანია სტუდენტს მივცეთ საშუალება გაეცნოს განათლებისა და სწავლის თანამედროვე თეორიებს, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებს; გაიღრმავოს ცოდნა ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, დაეუფლოს თანამედროვე ეფექტულ ტექნიკებსა და მეთოდებს. AEV ACADEMY- ის მიზანია ხელი შეუწყოს ფსიქოლოგიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი დარგის განვითარებას, რადგანაც ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა. შესაბამისად მიზანად ისახავს მისცეს განათლება რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რათა მათ შეძლონ მათ და სხვების სასიკეთოდ ამ ცოდნის გამოყენების. ასევე ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკვე არსებულ ფსიქოლოგებს მიიიღონდ დამატებით სასწავლო რესურსი და პრატქიკა რათა ხელი შეეწყოთ მათ დასაქმებას ბაზარზე. AEV Academy-ს დამაარსებელი ინგურუ

ფსიქოლოგი,
ფსიქოთერაპევტი (არამედიკამენტოზური)
ქალური პრაქტიკების ტრენერი,
ICF წევრი,
პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი.
საქართველოში მოღვაწეობას ეწევა 2014 წლიდან.

რატომ ვერ ვუშვებთ ადამიანს?ზოგჯერ ადამიანს კი არა, იმ ყველაფერს ვერ ვუშვებთ, რაც მასთან გვაკავშირებდა… 🫶🔮 მომავალს, რომე...
22/09/2026

რატომ ვერ ვუშვებთ ადამიანს?
ზოგჯერ ადამიანს კი არა, იმ ყველაფერს ვერ ვუშვებთ, რაც მასთან გვაკავშირებდა… 🫶

🔮 მომავალს, რომელიც ერთად წარმოგვედგინა.
✨ იმედს, რომ რაღაც შეიცვლებოდა.
💭 მოგონებებს, რომლებშიც ჯერ კიდევ ბევრი სითბოა.
❓ პასუხებს, რომლებიც ვერ მივიღეთ.

🧠 გონებით შეიძლება უკვე ვიცოდეთ, რომ ეს ურთიერთობა გვტკენს და დასრულება გვჭირდება, მაგრამ ❤️ ემოციები ყოველთვის იმავე სისწრაფით ვერ მოგვყვებიან.

ამიტომ „რატომ ვერ ვუშვებ?“ ყოველთვის არ ნიშნავს
„ისევ მასთან მინდა ყოფნა.“

ზოგჯერ ნიშნავს
🕊️ „ჩემში ეს ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.“

💬 შენ როგორ ფიქრობ, უფრო რთულია ადამიანის გაშვება თუ იმ მომავლის, რომელიც მასთან ერთად წარმოგედგინა?

🧠🫀ხშირად სხეული იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვებით შეგვიძლია ვთქვათ.დაუმუშავებელი სტრესი, დაძაბულობა და ემოციური გამოცდი...
21/09/2026

🧠🫀ხშირად სხეული იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვებით შეგვიძლია ვთქვათ.

დაუმუშავებელი სტრესი, დაძაბულობა და ემოციური გამოცდილებები შეიძლება სხეულში მუდმივი დაჭიმულობისა და დისკომფორტის სახით აისახოს.

🦷 ყბა - შეკავებული ბრაზი, უთქმელი სიტყვები, მუდმივი კონტროლის სურვილი.
ხშირად ვიჭერთ ყბას მაშინ, როცა „უნდა გავუძლოთ“ და ემოციას ვერ გამოვხატავთ.

🫁 მკერდი და სუნთქვა - შფოთვა, შიში, მწუხარება.
როცა ემოციურად ვიძაბებით, სუნთქვაც ხშირად ზედაპირული და დაძაბული ხდება.

🫃 კუჭი - შფოთვა, გადაუმუშავებელი განცდები, მუდმივი ნერვული დაძაბულობა.
„მუცელში პეპლები“, „კუჭი შემეკრა“ - შემთხვევითი გამოთქმები არ არის.

🧍‍♀️ კისერი და მხრები - პასუხისმგებლობის გადაჭარბებული განცდა, ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, მუდმივი მზადყოფნა.

🫀 გულ-მკერდის არე - ძლიერი ემოციური დაძაბულობა, მწუხარება, შიში ან დანაკარგთან დაკავშირებული განცდები შეიძლება სხეულში სიმძიმის შეგრძნებად აღიქმებოდეს.

🦴 ზურგი - გადაღლა, მუდმივი დაძაბულობა და განცდა, რომ „ყველაფერი მე უნდა ვზიდო“.

🌿 მენჯისა და სხეულის ქვედა ნაწილის დაძაბულობა - უსაფრთხოებასთან, კონტროლთან და სტრესთან დაკავშირებული სხეულის რეაქციები შეიძლება აქაც გამოვლინდეს.

⚠️მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სხეულის ნაწილში კონკრეტული ემოცია პირდაპირ „ინახება“. სხეულისა და ემოციების კავშირი გაცილებით უფრო რთულია. ფიზიკურ სიმპტომებს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს და მათი იგნორირება მხოლოდ ემოციურ მიზეზად არ ღირს.

✨ ზოგჯერ სხეული უბრალოდ გვეუბნება:
„აქ რაღაცას ყურადღება სჭირდება.“

მოსმენა პირველი ნაბიჯია.
გაცნობიერება - მეორე.
ხოლო დამუშავება - გზა, რომელიც ცვლილებას იწყებს. 🤍

🫁ახლა ღრმად ჩაისუნთქე და მითხარი ,შენი სხეულის რომელ ნაწილში გროვდება ყველაზე ხშირად დაძაბულობა?⬇️

18/09/2026

🎁შაბათს, 19 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე, გიწვევ უფასო ვებინარზე
💻Online Meeting

დასასწრებად დაპლიუსდი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში 📩

📅 მეგობრებო, 19 სექტემბერს იწყება DEEP PEAT®-ის კურსი.🎁⚠️ პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა. შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მ...
17/09/2026

📅 მეგობრებო, 19 სექტემბერს იწყება DEEP PEAT®-ის კურსი.
🎁⚠️ პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა.
შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მეთოდს და თავად შეიგრძნოთ, როგორ მუშაობს ეს მიდგომა.
რატომ ხდება, რომ რაღაც ძალიან გვინდა, მაგრამ შინაგანად თითქოს თავადვე ვეწინააღმდეგებით?
👁️ გვინდა სიყვარული, მაგრამ გვეშინია უარყოფის.
👁️ გვინდა წარმატება, მაგრამ მარცხის შიში გვაჩერებს.
👁️ გვინდა თავისუფლება, მაგრამ კონტროლის დაკარგვა გვაშინებს.
👁️ გვინდა სიახლოვე, მაგრამ ღალატის მოლოდინი დისტანციას გვაიძულებს.
🌿 DEEP PEAT® მუშაობს სწორედ ასეთ შინაგან წინააღმდეგობებთან, ემოციებთან, აზრებთან, სხეულის შეგრძნებებთან და ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობებთან.
მაგალითად:
🔹 ნდობა ↔ ღალატი
🔹 ძალა ↔ დაუცველობა
🔹 მიღება ↔ უარყოფა
🔹 კონტროლი ↔ უძლურება
✨ პროცესის მიზანი არ არის „ნეგატიურის“ ჩახშობა. მიზანია შინაგანი პოლარობების ინტეგრაცია, რათა შემცირდეს ემოციური დაძაბულობა და გაჩნდეს მეტი თავისუფლება, სიმშვიდე და არჩევანის შესაძლებლობა.
📩 თუ ეს მიმართულება გაინტერესებთ, დატოვეთ
„+“ კომენტარში ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და გამოგიგზავნით დეტალურ ინფორმაციას.

✨ ზოგჯერ პირველი არჩევანი იმაზე მეტს გვეუბნება, ვიდრე გვგონია...დიდხანს ნუ იფიქრებ ,ენდე შენს ინტუიციას.შეხედე სურათს და...
16/09/2026

✨ ზოგჯერ პირველი არჩევანი იმაზე მეტს გვეუბნება, ვიდრე გვგონია...

დიდხანს ნუ იფიქრებ ,ენდე შენს ინტუიციას.
შეხედე სურათს და აირჩიე ობიექტი, რომელმაც პირველივე წამს მიიქცია შენი ყურადღება.

1. კუბი
სიმყარე, სტაბილურობა და უსაფრთხოება. შენი ყურადღება ამ ეტაპზე მიმართულია ფუნდამენტისა და ცხოვრების სტრუქტურაზე.
2. კიბე
ზრდა, განვითარება და წინსვლა. შენს ცხოვრებაში ახლა ახალი შესაძლებლობების ძიებისა და განვითარების ეტაპია.
3. ცხენი
ენერგია, თავისუფლება და მოქმედება. შენი შინაგანი ნაწილი მიანიშნებს, რომ მზად ხარ ცვლილებებისთვის და მეტი სიცოცხლისთვის.
4. ყვავილები
ემოციები, სილამაზე და გამხნევება. შენი არჩევანი გვიჩვენებს, რომ ახლა გჭირდება სიყვარული, სინაზე და შინაგანი ჰარმონია.
5. ქარიშხალი
ცვლილება, გამოწვევა და ტრანსფორმაცია. შენი ქვეცნობიერება მიგანიშნებს, დატოვო ძველი და მოემზადო ახალი ეტაპისთვის.

📅 19 სექტემბერს იწყება DEEP PEAT®-ის კურსი.✨ პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა.შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მეთოდს და თავად...
15/09/2026

📅 19 სექტემბერს იწყება DEEP PEAT®-ის კურსი.

✨ პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა.შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მეთოდს და თავად შეიგრძნოთ, როგორ მუშაობს ეს მიდგომა.

🌿DEEP PEAT® — როცა შინაგანი კონფლიქტი აღარ გმართავს!

რატომ ხდება, რომ რაღაც ძალიან გვინდა, მაგრამ შინაგანად თითქოს თავადვე ვეწინააღმდეგებით?

👁️ გვინდა სიყვარული, მაგრამ გვეშინია უარყოფის.
👁️ გვინდა წარმატება, მაგრამ მარცხის შიში გვაჩერებს.
👁️ გვინდა თავისუფლება, მაგრამ კონტროლის დაკარგვა გვაშინებს.
👁️ გვინდა სიახლოვე, მაგრამ ღალატის მოლოდინი დისტანციას გვაიძულებს.

🌿 DEEP PEAT® მუშაობს სწორედ ასეთ შინაგან წინააღმდეგობებთან, ემოციებთან, აზრებთან, სხეულის შეგრძნებებთან და ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობებთან.

მაგალითად:
🔹 ნდობა ↔ ღალატი
🔹 ძალა ↔ დაუცველობა
🔹 მიღება ↔ უარყოფა
🔹 კონტროლი ↔ უძლურება

✨ პროცესის მიზანი არ არის „ნეგატიურის“ ჩახშობა. მიზანია შინაგანი პოლარობების ინტეგრაცია, რათა შემცირდეს ემოციური დაძაბულობა და გაჩნდეს მეტი თავისუფლება, სიმშვიდე და არჩევანის შესაძლებლობა.

📩 თუ ეს მიმართულება გაინტერესებთ, დატოვეთ „+“ კომენტარში ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და გამოგიგზავნით დეტალურ ინფორმაციას.

15/09/2026

🤖✨ ახალი ეპოქის პრაქტიკოსი
AI ცვლის პროფესიულ სამყაროს.
მაგრამ რა ხდის ადამიანს შეუცვლელს?
რომელი პროფესიები შეიცვლება?
ვინ იქნება მომავალშიც საჭირო?
და როგორ ვიპოვოთ ჩვენთვის რეალურად ღირებული პროფესიონალი?
🎥 პასუხებს მოისმენთ სემინარზე „ახალი ეპოქის პრაქტიკოსი“.
სემინარი უკვე ჩაწერილია და ჩანაწერზე წვდომა შესაძლებელია.

👉 გადმოდით სემინარის ჯგუფში და მიიღეთ წვდომა, ამისთვის კი დატოვე კომენტარი: მაინტერესებს.

15/09/2026

🤖✨ ახალი ეპოქის პრაქტიკოსი
როცა ხელოვნური ინტელექტი ცვლის სამყაროს, რა ხდება ადამიანის პროფესიულ ღირებულებასთან?

ხელოვნური ინტელექტი სივრცეებს არღვევს, და ეს რეალობაა.

ის უკვე შემოდის განათლებაში, ბიზნესში, ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგში. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს პრომტი, მიანიჭოს AI-ს „საუკეთესო ფსიქოლოგის“ ან „საუკეთესო ქოუჩის“ როლი და მიიღოს პასუხები, რომლებიც ზოგჯერ ნამდვილ სესიასაც ჰგავს.

და მთავარი კითხვა:

💭 თუ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს, დაგვისვას კითხვები და მოგვცეს მიმართულება, რატომ უნდა გადავიხადოთ ფული პროფესიონალთან სესიაში?

ეს კითხვა მხოლოდ ფსიქოლოგებსა და ქოუჩებს არ ეხება.

ის ეხება ყველას, ვინც საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და პროფესიულ იდენტობას მომავალში ხედავს.

🔍 რომელი პროფესიები დადგება ჩანაცვლების რისკის წინაშე?

🌱 რომელი პროფესიონალები იქნებიან ყოველთვის საჭირო?

🧠 რა განასხვავებს ადამიანს, რომელიც უბრალოდ ინფორმაციას გასცემს, იმ ადამიანისგან, რომელსაც რეალური ტრანსფორმაციის პროცესის წარმართვა შეუძლია?

🌊 როგორ ვიყოთ გამორჩეულები კონტენტის უსასრულო სამყაროში?

🎯 და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ ვიპოვოთ ჩვენთვის ნამდვილად რელევანტური პროფესიონალი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ?

 -ს სასწავლო/თერაპიული კურსის 1-2 მოდული ჩემთან და ლეილა ელ მორიასთან ერთად ✨ 🔍 ეს არის ფსიქოთერაპიული და ტრანსფორმაციულ...
14/09/2026

-ს სასწავლო/თერაპიული კურსის 1-2 მოდული ჩემთან და ლეილა ელ მორიასთან ერთად ✨

🔍 ეს არის ფსიქოთერაპიული და ტრანსფორმაციული მეთოდი, რომელიც ეფუძნება
🧠 #ნეირომეცნიერებასა და
🧬 #ეპიგენეტიკის პრინციპებს.

❗️ეს #კურსი უნიკალურია იმით, რომ სწავლასთან ერთად, თქვენ მუშაობთ საკუთარ თავზე, #ტრავმებსა და წარსულ გამოცდილებებზე..
🎯 ვისთვისაა ეს კურსი?
✔ ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, ტრენერებისთვის
✔ თერაპიული პრაქტიკის მქონე ან დასაწყებად მომზადებული პროფესიონალებისთვის
✔ ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი ტრანსფორმაცია და სურვილი აქვს დაეხმაროს სხვებს

🎯 რას მიიღებთ ამ კურსიდან
კურსის მიზანია მოგცეთ ღრმა თეორიული ცოდნა და ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება, რომ შეძლოთ საკუთარი და სხვისი ცხოვრების ტრანსფორმაცია ღრმა, უსაფრთხო და მყისიერი გზით.
✅ ისწავლით როგორ ამოიცნოთ და იმუშაოთ იმ საკვანძო მომენტებთან, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თქვენი შეხედულებები, ემოციები და რეაქციები.
🧬 შეძლებთ ეპიგენეტიკურ მეხსიერებასთან მუშაობას, მემკვიდრეობითი ტვირთისა და ტრავმების მოსახსნელად.
💫 ისწავლით როგორ გაათავისუფლოთ თავი ბლოკებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ურთიერთობებთან, ფინანსებთან, იდენტობასთან და თვითშეფასებასთან.
🌿 დაეუფლებით ღრმა ტრანსფორმაციის ტექნიკას, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი და სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ.
🔍 გაიგებთ როგორ იმუშაოთ პრობლემის მიზეზზე და არა მხოლოდ შედეგზე, ძირეულ დონეზე ცვლილების შესაქმნელად.
👶 შეძლებთ ბავშვობის, მუცლადყოფნისა და მემკვიდრულ ტრავმებთან მუშაობას, ძველი სცენარებისგან გათავისუფლებისთვის.
💪 აითვისებთ უნიკალურ მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, ღრმა და უსაფრთხო ცვლილებას.
🧠 მიიღებთ ძლიერ ინსტრუმენტს პროფესიული პრაქტიკისთვის და ემოციური რეგულაციისთვის.
🎓 დააგროვებთ საერთაშორისო სტანდარტის ცოდნასა და მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს კომპეტენციას RPT მეთოდში.

📂 კურსის სტრუქტურა
📌 4 მოდული, გაყოფილი ორ ეტაპად:
1–2 მოდული: ფუნდამენტი და ტექნიკა
• RPT-ის პრინციპები და ინსტრუმენტები
• საკვანძო წერტილების თერაპია
• ეპიგენეტიკა და მისი გავლენა ცხოვრებაზე
• ღრმა ტრავმების გადამუშავება დაბადებამდე არსებული კრიტიკული მომენტებიდან

🎓თუ გსურს თავად გახდე RPT თერაპევტი და სერტიფიცირებული სპეციალისტი , დააკომენტარე “მაინტერესებს” ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში 💌

🗣️ რა იქნებოდა, თუ...📈 თქვენი კლიენტების საჭიროებები შეიცვალა, თქვენ კი მათთან ერთად გაიზარდეთ?თქვენი ცოდნა, გამოცდილება...
11/09/2026

🗣️ რა იქნებოდა, თუ...

📈 თქვენი კლიენტების საჭიროებები შეიცვალა, თქვენ კი მათთან ერთად გაიზარდეთ?

თქვენი ცოდნა, გამოცდილება, ხედვა და შესაძლებლობები გაფართოვდა.

შესაძლოა, მუშაობის ის ფორმა, რომელიც აქამდე კარგად გემსახურებოდათ, დღეს უკვე ვეღარ ასახავდეს სრულად იმას, ვინც პროფესიულად გახდით.

🤝 შესაძლოა, გრძნობთ, რომ მზად ხართ იმუშაოთ თქვენთან უფრო შესაბამის კლიენტებთან, გახდეთ მეტად ხილული და თქვენი გამოცდილება და შრომა უფრო მაღალი ღირებულებით წარმოაჩინოთ.

მაგრამ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა:

💭 როგორ დავანახოთ ადამიანებს ჩვენი საქმიანობის რეალური ღირებულება ისე, რომ მუდმივად საკუთარი თავისა და მომსახურების „გაყიდვა“ არ გვიწევდეს?

🔥 თუ ამ კითხვაზე პასუხს ეძებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი საქმისადმი ინტერესი ან სიყვარული დაკარგეთ.

შესაძლოა, უბრალოდ თქვენი ძველი პროფესიული იდენტობა ვეღარ იტევს იმ ახალ დონეს, რომლისთვისაც უკვე მზად ხართ.

🎓 ამ ონლაინ შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა იცვლება ტრანსფორმაციულ მუშაობაში დღეს და რა სჭირდება თანამედროვე პრაქტიკოსს იმისთვის, რომ გახდეს პროფესიონალი, რომელსაც კლიენტები არა მხოლოდ პოულობენ, არამედ ირჩევენ და ენდობიან.

🌐 ონლაინ შეხვედრა | დასწრება თავისუფალია

💬 მოიტანეთ თქვენი კითხვები, პროფესიული გამოწვევები და მზადყოფნა ახალი ეტაპისთვის.

ეს არის სივრცე, სადაც შეძლებთ ახლებურად შეხედოთ საკუთარ პროფესიულ გზას, შესაძლებლობებსა და იმ ცვლილებებს, რომლებიც უკვე იწყება თქვენს საქმიანობაში.

💫 გადადით პროფესიონალიზმის ახალ დონეზე.

🔗 დაჯავშნეთ თქვენი ადგილი ახლავე.

✨ თუ გრძნობთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის მზად ხართ, დაწერეთ კომენტარში „მზად ვარ“ და გამოგიგზავნით რეგისტრაციის დეტალებს. რეგისტრაციის ბოლო დღეა 11 სექტემბერი.

Address

ონლაინ
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტრანსფორმაციის აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ტრანსფორმაციის აკადემია:

Shortcuts

Share