IB Mthiebi/IB მთიები

IB Mthiebi/IB მთიები ჩემი განათლება ჩემი თავისუფლებაა
(1)

124 ისტორია124 ახალი დასაწყისი ✨🎓 124/124 — ჩვენი კურსდამთავრებული სტუდენტია🌍 12 აგრძელებს აკადემიურ გზას მსოფლიოს უნივე...
05/08/2026

124 ისტორია
124 ახალი დასაწყისი ✨

🎓 124/124 — ჩვენი კურსდამთავრებული სტუდენტია

🌍 12 აგრძელებს აკადემიურ გზას მსოფლიოს უნივერსიტეტებში

🇬🇪 112 — საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ახალი სტუდენტი

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს — ახალ ეტაპს, ახალ შესაძლებლობებს და მომავალს, რომელსაც თავად შექმნით✨

მადლობა ჩვენს პედაგოგებსა და კოორდინატორებს — ცოდნის, მხარდაჭერისა და ყოველდღიური შრომისთვის

მადლობა მშობლებს — ნდობისა და თანადგომისთვის.

Class of 2026 — your next chapter begins now💙

დღეს სიჩუმე ყველაზე გულწრფელი სიტყვაა.ნიკოლოზ ღუნაშვილი 18 წლის გახდებოდა..გილოცავთ და გვიყვარხარ, ღუნა♥️✨
01/08/2026

დღეს სიჩუმე ყველაზე გულწრფელი სიტყვაა.

ნიკოლოზ ღუნაშვილი 18 წლის გახდებოდა..

გილოცავთ და გვიყვარხარ, ღუნა♥️✨

🌍✨ ზაფხულის სამი განსხვავებული გამოცდილებიდან, ფინალურ ისტორიას პრაღიდან გიზიარებთ🇨🇿📍 Charles University Summer School —...
30/07/2026

🌍✨ ზაფხულის სამი განსხვავებული გამოცდილებიდან, ფინალურ ისტორიას პრაღიდან გიზიარებთ🇨🇿

📍 Charles University Summer School — ორკვირიანი საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც აიბი მთების იმ საგანმანათლებლო გზის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ერთად ვქმნით

🤝 საერთაშორისო აკადემიური გარემო
🌏 სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან თანამშრომლობა
💡 ახალი კულტურებისა და იდეების აღმოჩენა
🚀 დამოუკიდებლობისა და გლობალური ხედვის განვითარება

სწორედ ასეთი გამოცდილებებია აიბი მთების საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან გვჯერა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის მიღებას არ ნიშნავს — ის ნიშნავს სამყაროს გაცნობას, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას და თავდაჯერებულ ნაბიჯებს საერთაშორისო მომავლისკენ💙

✨ ასე სრულდება ჩვენი ზაფხულის სამი განსაკუთრებული ისტორია, რომელიც თბილისიდან დაიწყო, ბაკურიანში გაგრძელდა და პრაღაში დასრულდა. ყოველი მათგანი განსხვავებული იყო, მაგრამ ყველას ერთი მიზანი აერთიანებდა — შევქმნათ გამოცდილება, რომელიც მოსწავლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება🌍

ზოგჯერ სიტყვები არ გამოხატავენ იმ ტკივილს, რომელსაც ადამიანის გული განიცდისნიკოლოზ ღუნაშვილი ჩვენი სკოლის ოჯახის ნაწილია...
24/07/2026

ზოგჯერ სიტყვები არ გამოხატავენ იმ ტკივილს, რომელსაც ადამიანის გული განიცდის

ნიკოლოზ ღუნაშვილი ჩვენი სკოლის ოჯახის ნაწილია — ახალგაზრდა ადამიანი, რომლის ცხოვრება, შესაძლებლობები და მომავალი ასე მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყდა. ადამიანის სიცოცხლის ძალადობრივი დაკარგვა უდიდესი ტკივილია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და რამდენად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა.

ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები ნიკოლოზის ოჯახთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან და ყველა იმ ადამიანთან არის, ვისთვისაც ის საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო.

ნიკოლოზის დიდი და კეთილი თვალები ყოველთვის დარჩება IB მთიების ისტორიასა და ჩვენი საზოგადოების გულებში💔

♥️
17/07/2026

♥️

ზაფხული საუკეთესო დროა ახალი თავგადასავლების, მეგობრობისა და ბუნებასთან დაბრუნებისთვის 🌿⛰️აიბი მთების საზაფხულო ბანაკი ბ...
10/07/2026

ზაფხული საუკეთესო დროა ახალი თავგადასავლების, მეგობრობისა და ბუნებასთან დაბრუნებისთვის 🌿⛰️

აიბი მთების საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში — დღეები, რომლებიც ეკრანებისგან მოშორებით, სუფთა ჰაერზე და ნამდვილ ურთიერთობებში გავატარეთ

გაჯეტების დეტოქსი, ბუნებაში მეტი დრო, გუნდური აქტივობები, მოძრაობა და ახალი მეგობრობები — სწორედ ეს იყო ჩვენი საზაფხულო თავგადასავლის მთავარი იდეა✨

ბაკურიანის ულამაზეს გარემოში მოსწავლეებმა შექმნეს ახალი მოგონებები, აღმოაჩინეს ბუნების ძალა და კიდევ ერთხელ იგრძნეს, რამდენად მნიშვნელოვანია დროის გატარება ერთმანეთთან🌲💚

აიბი მთებში ზაფხული გრძელდება — ახალი გამოცდილებებითა და დაუვიწყარი ემოციებით. ☀️

ზაფხული არ ნიშნავს პაუზას — ნიშნავს ახალ ფორმატში სწავლას, აღმოჩენებს და გამოცდილებებს 🌿აიბი მთების გუნდი დასვენების დღე...
07/07/2026

ზაფხული არ ნიშნავს პაუზას — ნიშნავს ახალ ფორმატში სწავლას, აღმოჩენებს და გამოცდილებებს 🌿
აიბი მთების გუნდი დასვენების დღეებშიც არ წყვეტს ყველაზე მთავარს — მოსწავლეებთან ცოცხალ ურთიერთობას და მათი განვითარების გზაზე ყოფნას.
ამ ზაფხულის სამი განსხვავებული სივრცე ერთ საერთო იდეას ემსახურება:

სწავლა ყველგან ხდება, სადაც ერთად ვართ.
📍 თბილისი — STREAM საზაფხულო სკოლა
აქტივობებით, პროექტებით, გუნდური მუშაობით და შემოქმედებითი გამოწვევებით სავსე დღეები ქალაქში

📍 ბაკურიანი — საზაფხულო ბანაკი
ბუნება, დამოუკიდებლობა, გუნდური გამოცდილება და ახალი მეგობრობები მთებში

📍 პრაღა — ჩარლზის უნივერსიტეტი
საერთაშორისო გარემო, აკადემიური გამოცდილება და გლობალური ხედვის გაფართოება ერთ სივრცეში

ამ ეტაპზე გიზიარებთ STREAM საზაფხულო სკოლის კადრებს 📸

თბილისში, აიბი მთების ეზო და საკლასო ოთახები, ზაფხულის დღეებში სასწავლო სივრცე კრეატიულ და მშვიდ გარემოდ გარდაიქმნა — ადგილად, სადაც ბავშვები სწავლობენ, ერთობიან, ქმნიან და ახალ აღმოჩენებს აკეთებენ🌿✨

დაელოდეთ შემდეგ სიუჟეტებს — მთიდან და საზღვარგარეთიდან 🌍✨

🏆 წარმატებებს საზღვარი არ აქვს — აიბი მთიების მოსწავლე კვლავ საერთაშორისო ჩემპიონია!დავით დავითაშვილი იტალიაში გამართული...
06/07/2026

🏆 წარმატებებს საზღვარი არ აქვს — აიბი მთიების მოსწავლე კვლავ საერთაშორისო ჩემპიონია!
დავით დავითაშვილი იტალიაში გამართული Wushu Sanda-ს საერთაშორისო ტურნირისგამარჯვებული გახდა და საქართველოს ოქროს მედლით დაუბრუნდა. 🥇🇬🇪
ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აიბი მთიების მოსწავლეების წარმატებები მრავალმხრივია და საერთაშორისო ასპარეზზეც უწყვეტად გრძელდება.
💙 დავით, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!
#ოქროსმედალი

♥️
05/07/2026

♥️

☀️ ეს ზაფხული შენი მომავლის დასაწყისია!📢 რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო Pearson Edexcel-ის საერთაშორისო IGCSE და Interna...
02/07/2026

☀️ ეს ზაფხული შენი მომავლის დასაწყისია!

📢 რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო Pearson Edexcel-ის საერთაშორისო IGCSE და International A Level პროგრამებზე.

🌍 პროგრამა განკუთვნილია 15-18 წლის მოსწავლეებისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო განათლების ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ აკადემიურ გზას მსოფლიოში

🏆 აიბი მთიები არის საქართველოში პირველი სკოლა, რომელმაც მოიპოვა Pearson Edexcel-ის ოფიციალური საგამოცდო ცენტრის სტატუსი — მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც საერთაშორისო განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის

🎓 თუ მზად ხარ ისწავლო გლობალური სტანდარტებით, განავითარო აკადემიური და ლიდერული უნარები და მოემზადო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისთვის — შენი ადგილი აქ არის.

👉 ზაფხული გადაწყვეტილებების დროა.
შენი ადგილი უკვე მზად არის — მონიშნე ის დღეს

🔗 https://ibmthiebi.edu.ge/registration-for-pearson-edexcel-programmes/

📞 +995 599 145 678
📧 [email protected]

Address

Tbilisi, Georgia . ქუთაისის ქ #20
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322306406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IB Mthiebi/IB მთიები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to IB Mthiebi/IB მთიები:

Shortcuts

Share

Category