04/10/2026
ყურადღება!!!
დაიწყო რეგისტრაცია სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე -Work and Travel USA 2027.
Work and Travel USA მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ და იმოგზაურონ ამერიკაში ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. პროგრამას აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან – ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან. WT-ის მონაწილეები სარგებლობენ სპონსორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებსაც აქვთ J1 გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების უფლებამოსილება. მათ გარეშე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლებელია. კომპანია GOLDEN BRIDGE International Education Center ოფიციალურად თანამშრომლობს უმსხვილეს სპონსორ ორგანიზაციასთან InterExchange. სპონსორის ძირითადი მოვალეობაა მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების შემოწმება, დასაქმების შემოწმება-დადასტურება, სამუშაო ნებართვის (ფორმა DS-2019) გაფორმება, სამედიცინო დაზღვევა, მონაწილეთა 24/7-ზე მხარდაჭერა და დახმარება აშშ-ს ტერიტორიაზე.
გახდით პროგრამის მონაწილე თუკი ხართ: უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი, იცით ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე (B1 level+), და ხართ 18-28 წლის.
პროგრამის სრული ღირებულება: 2350$ (სამუშაო კონტრაქტი, სამედიცინო დაზღვევა, ფორმა DS-2019, საბუთების მომზადება და შემოწმება, ამერიკულ მხარესთან გასაუბრებისთვის მომზადება, საკონსულოსთვის გასაუბრებისთვის ფორმების შევსება და გასაუბრების თარიღის დანიშვნა, ავია ბილეთების შეძენაში დახმარება, ამერიკული მხრიდან კურატორის მხარდჭერა მთელი პროგრამის მანძილზე.
გასავლელი პროცედურები:
1. ინტერვიუ სტუდენტთან GOLDEN BRIDGE-ში
2. პროგრამაში მონაწილეობისთვის ხელშეკრულების გაფორმება სტუდენტთან.
3. პროგრამაში მონაწილეობისთვის პროგრამის ღირებულების პირველი ნაწილის გადახდა
4. პროგრამის ღირებულების მეორე ნაწილის გადახდა ხდება სამუშაო კონტრაქტის (Job Offer) მიღების და მისი ხელმოწერის შემდეგ.
აუცილებელი საბუთები:
1. ცნობა უნივერსიტეტიდან ინგლისურ ენაზე (სტუდენტობის დამადასტურებელი სტატუსი) ან თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული
2. საზღვარგართის პასპორტი
3. ფოტო (200 Кб, 600х600 pxl): ერთი ფლეშკაზე ან დისკზე და ერთი ამობეჭდილი 5X5 სმ
ჩვენ დავნერგეთ წინასწარ ჩაწერის სისტემა, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ თქვენი დრო. დაგვიკავშირდით: (995) 592251225.
GOLDEN BRIDGE
საერთაშორისო განათლების ცენტრი
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: (+995) 592 25 12 25, ან (+995) 577 462445