28/09/2025
ფრანკოფონიის კლუბი ახალი წევრების მიღებას იწყებს💙🤍❤️
შეავსეთ განაცხადი💕
Francophone Club application form
Join our Francophone Club — a place to explore French, make new friends, and share cultural experiences. Apply below!
28/09/2025
ჩვენი ფრანკოფონული საღამო🥰
28/09/2025
🌟პირველკურსელების მიღების ცერემონია🌟
ფრანკოფონიის კლუბი პირველკურსელებს მხიარული აქტივობებით შევხვდით 🇫🇷✨სტუდენტებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე და მოეგოთ საჩუქარი სტიკერები 🎁
💭 French Dream Wall-ზე დაგვიწერეს თავიანთი სურვილები საფრანგეთზე, რომელიც აუცილებლად ახდება✨
📸 ჩვენს ჩარჩოში კი გადაიღეს უამრავი ფოტო!
დიდი მადლობა ჩვენი კლუბის ფოტოგრაფებს 📷 და ყველას, ვინც მოვიდა, დაგვიმეგობრდა და გაგვიზიარა კარგი ენერგია 💙🤍❤️
24/09/2025
გელოდებით💕
🎓 მიღების ცერემონია 2025 • Welcome Event for Iliauni First-Year Students 2025
26 სექტემბერს ილიაუნის ეზოში ერთად აღვნიშნოთ შენი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი!
გიყვარს ფრანგული ენა, კინო, მუსიკა, კულინარია ან უბრალოდ ფრანგული კულტურა? მაშინ იპოვე ფრანკოფონული კუთხე ილიაუნის ეზოში.
ფრანკოფონულ კარავში გელოდება ფრანგული ატმოსფერო, ახალი მეგობრები და სახალისო ამბები.
🔎თვალი ადევნე მომდევნო პოსტებს და გაიგე მეტი კონკურსების შესახებ.
📅 26.09 | 🕗 20:00
📍 ილიაუნის ეზო
FB Event → link in bio
#იმოგზაურეჩვენთანერთად
#შენისაინტერესოცხოვრებაიწყებააქ
21/06/2025
📅 20 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალში, რომელიც გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, აქტიურად ჩაერთო ილიაუნის ფრანკოფონიის კლუბიც🌿
💬 ჩვენთან ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საფრანგეთთან დაკავშირებულ სახალისო თამაშებში — პასუხობდნენ კითხვებზე და იღებდნენ საჩუქრებს 🎁
🎨 აფერადებდნენ ნახატებს ფრანგული თემატიკით, რაც ერთდროულად იყო როგორც შემოქმედებითი, ისე სახალისო გამოცდილება.
🗣️ გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ესწავლათ რამდენიმე ახალი ფრანგული სიტყვა და ევარჯიშათ კითხვაში — რაც მათთვის ენის შესწავლისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო!
✨ მადლობა ყველას, ვინც მობრძანდა და მონაწილეობა მიიღო ჩვენს აქტივობებში!
19/06/2025
🎬 18 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანკოფონიის კლუბის ორგანიზებით, გაიმართა ფრანგული ფილმის ჩვენების საღამო, სადაც სტუდენტებმა ერთად უყურეს ყველასთვის საყვარელ ფილმს — „ამელი“.
📚 ჩვენება სტუდენტებისთვის არა მხოლოდ დასვენება, არამედ სასწავლო წლის მშვენიერი დასასრული იყო.
📆 ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ყველამ ღიად და თამამად გამოხატა თავისი ხედვა გმირების ხასიათებზე, ქცევებსა და ფილმის სიღრმეებზე. საინტერესო მოსაზრებებმა ერთმანეთი გაამდიდრა და გააცოცხლა ეკრანზე ნანახი ამბავი 💬❤️
✨ ძალიან გვიხარია, რომ მოხვედით — თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ სტუმარს მონაწილეობისთვის! 🙏
📅 მომავალ სემესტრში კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვან და შემეცნებით ღონისძიებებს გპირდებით.🌍🎞️
à bientôt!
16/06/2025
For english scroll down ⬇️
🎬 Les Nuits du Cinéma Français!
ილიაუნის ფრანკოფონიის სტუდენტური კლუბი გიწვევთ ფრანგული კინოს საღამოზე.
ერთად ვნახოთ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრანგული ფილმი —
✨ "Le Fabuleux Destin d'Amélie Poulain" (ამელი) ✨
🎞️ ფილმი იქნება ფრანგულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
💬 ჩვენების შემდეგ დაგეგმილია ღია დისკუსია, სადაც შეგვეძლება ერთად ვიმსჯელოთ შთაბეჭდილებებზე, პერსონაჟებსა და კინოს ამოცანებზე.
📍 ილიაუნი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, აუდიტორია E206
🕒 18 ივნისი, 20:00
ერთად ვიმოგრაუროთ მონმარტრის მაგიურ სამყაროში და აღმოვაჩინოთ ამელის ფანტასტიური ცხოვრება.
🎟️ დასწრება თავისუფალია! გელოდებით.
🎬 Les Nuits du Cinéma Français!
The Francophonie Student Club of Iliauni invites you to an evening of French cinema.
Let’s watch one of the most beloved French film —
✨ "Le Fabuleux Destin d'Amélie Poulain" (Amélie) ✨
🎞️ The film will be shown in French with English subtitles.
💬 After the screening, there will be an open discussion where we can share our impressions, talk about the characters, and explore the film’s deeper meanings together.
📍 Iliauni, 3/5 Cholokashvili Ave., Auditorium E206
🕒 June 18th, 20:00
Let’s journey together into the magical world of Montmartre and discover Amélie’s extraordinary life.
🎟️ Free entry!
We look forward to seeing you.
18/02/2025
🔴ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) და თსუ-ს დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი ბაკალავრიატის სტუდენტებს იწვევს თვითშემეცნების და პროფესიული განვითარების ტრენინგზე „გზა პროფესიული ბედნიერებისაკენ“.
ტრეინინგის მიზანი: ხელი შუწყოს პროფესიულად ბედნიერი პიროვნების ჩამოყალიბებას და ბედნიერ პროფესიონალთა თანასაზოგადოების შექმნას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.
🔴ტრენერი, კარიერის განვითარების ინკლიუზიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი(2019) და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2023), პოლიტიკის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ბატონი ალექსანდრე რუსეცკი.
🔴კურსის ხანგრძლივობა 10 საათი, ტრეინინგის გავლის შემდეგ მიიღებთ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) და თსუს ერთობლივ დიპლომს, რომელსაც ექნება ონლაინ QRკოდი.
🔴ტრენინგი ჩატარდება ხუთშაბათს 20 თებერვალს (5 საათი) და პარასკევს 21 თებერვალს (5 საათი) 13 – 19 სააათზე, მისამართი: ილია ჭავჭავაძის 36, თსუს მე 5 კორპუსი, აუდიტორია 309 (კიბიდან მარჯვნივ სულ ბოლო აუდიტორია მარცხნივ).
მოკლე ინფორმაცია ტრენინგის პროგრამის თაობაზე:
1. პროფესიული გაურკვევლობის პრობლემა.
2. პიროვნების თვითშემეცნების მნიშვნელობა.
3. პროფესიული - ორიენტაციის, ადაპტაციის და განვითარების შესაძლებლობანი.
4. პროფესიული განვითარების რისკების შემცირების დიაგნოსტირება.
5. პროფორიენტაციული კონფლიქტების რაობა და მათი პოზიტიური ტრანსფორმაცია.
6. გაცნობიერებული ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესების მართვა.
7. კარიერის განვითარების სტრატეგიის შექმნა და რეალიზება.
8. პროფესიულ საზოგადოებაში ნაყოფიერი ინტეგრირება.
9. ღირსეული დასაქმება სასწავლო პროცესის დროს.
10. ფრანგულენოვან კულტურაში დასაქმების ზოგიერთი ფსიქოლოგიური ასპექტი
❗️გთხოვთ დარეგისტრირდეთ 19 თებერვლამდე შემდეგ ბმულზე❗️
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfz0jE19GGDhDEwvG_9I0wawSTD0XXyEh_oMkf-7CzrYNAKYA/viewform?usp=header
12/11/2024
📢 Nous avons plaisir de vous partager l’information de « 1ER REGROUPEMENT DES CLUBS LEADERS ÉTUDIANTS FRANCOPHONES D’EUROPE CENTRALE ET ORIENTALE” organisée par l'AUF-ECO » à Timișoara, Roumanie. Où nous avons été accueillis par l’Université des Sciences de la Vie « Roi Mihai I » de Timisoara.
🔴 Grâce à cette réunion, nous avons eu l'honneur de représenter notre club, mais notre pays aussi. De plus on a participé aux diverses activités ludiques et éducatives, mais également on a partagé/fait connaissance de l’expérience et de l’intérêt des leadeurs d’autres clubs.
🇫🇷 Nous tenons à remercier l'AUF de notre région, mais l'AUF en général pour ces opportunités. Également nous tenons à remercier les organisateurs, les participants, la Roumanie, la ville de Timisoara et la ville de Timisoara et l’USAMVBT pour ces journées inoubliables. 🇷🇴
📢 მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ინფორმაცია l'AUF-ECO-ს მიერ ორგანიზებული "აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ფრანკოფონული კლუბების ლიდერი სტუდენტების პირველი შეკრების” შესახებ, რომელიც წარიმართა რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში. მასპინძლობა კი გაგვიწია მეფე მიჰაი I-ის სახელობის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტმა.
🔴 აღნიშნულ შეხვედრაზე, პატივი გვქონდა წარგვედგინა ჩვენი კლუბი და ქვეყანა, მონაწილეობა მიგვეღო სხვა და სხვა გასართობ თუ შემეცნებით აქტივობებში და გაგვეზიარებინა/ გავცნობოდით სხვა კლუბის ლიდერების ინტერესებსა და გამოცდილებებს.
🇫🇷 მადლობას მოვახსენებთ l'AUF-ს ჩვენი რეგიონიდან ამ შესაძლებლობებისთვის. ასევე, მადლობას მოვახსენებთ ორგანიზატორებს, მონაწილეებს,რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარასა და მასპინძელ უნივერსიტეტს ამ დაუვიწყარი დღეებისათვის. 🇷🇴
AUF Géorgie
AUF-Europe Centrale et Orientale
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University