სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა

Share

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება

სკოლის ისტორია
1847 წელს, თბილისში, ერმოლოვის ქ.N13, (ამჟამად ჩიტაძის N9) წარჩინებულ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. თავდაპირველად სკოლას 7 კლასი ჰქონდა, შემდეგ დაემატა ორწლიანი პედაგოგიური კლასები. სკოლაში უმეტესად იღებდნენ თავადაზნაურებისა და ოფიცრების ქალიშვილებს 8-10 წლამდე. მ

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 25/12/2025

სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სახელოვნებო კლუბ „პინაკოთეკას“ ხელმძღვანელის, თინათინ გაბოძის, ასევე ესთეთიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელის, თინათინ თოდაძის, ორგანიზებით სააქტო დარბაზში გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიება — „როცა ტალანტები იღვიძებენ“.
ეს იყო მოძრაობაში ჩაქსოვილი ისტორია, სული და ენერგია. ახალი წელი მხოლოდ კალენდარული დღეების მონაცვლეობა არ არის — ეს არის სიახლის დაწყების, იმედის გაღვივებისა და სურვილების ასრულების სასიამოვნო მოლოდინი. ჩვენ ახალ წელს ველით სიხარულით და იმ პატარა სასწაულების ახდენის სურვილით, რომლებსაც, დიდი თუ პატარა ბავშვებივით, ისევ და ისევ ველით.
სცენაზე ცეკვის ცეცხლი დაინთო. მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და დარბაზში მთის სიძლიერე და თავისუფლების სუნთქვა შემოიტანეს. ეს იყო სიმამაცის, ამტანობისა და ღირსების ცეკვები, სადაც თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა ქარის ხმა, კლდის სიმტკიცე და ადამიანის შეუდრეკელი ხასიათი.
დარბაზში გაჟღერებულმა მუსიკალურმა ნომრებმა მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურა და ყველას დაუვიწყარი, თბილი და ნამდვილი საახალწლო განწყობა შეუქმნა.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 17/12/2025

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის VI, VII,VIII, IX, X კლასებში ტარდება სადიაგნოსტიკო წერები ქართულ ენასა და ლიტერატურაში; ინგლისურ ენაში, ისტორია ; მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ბიოლოგია). დიაგნოსტიკური შეფასება სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი მეშვეობით ხდება მოსწავლეების წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება, საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად.

16/12/2025

ვულოცავთ სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლევან მუსერიძეს გაეროს მოდელირების კონფერენციაში გამარჯვებას!

12/12/2025
Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 12/12/2025

სსიპ ქალაქ თბილისის 47-ე საჯარო სკოლის Vl - Vll კლასებში ჩატარდა სადიაგნოსტიკო წერა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. წერის მიზანია შევაჯეროთ მოსწავლის მიღწევები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, გამოიკვეთოს სუსტი და ძლიერი მხარეები. მათი გათვალისწინებით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები მიღწეულის გასაუმჯობესებლად.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 03/12/2025

კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა ღირებულებითი განათლების კლუბის ფარგლებში. სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის VIII/ბ კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები , მოისმინეს საინტერესო ისტორია ავლაბრის სომხურ ეკლესიაზე, მოინახულეს მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, დაათვალიერეს ყველაზე ძველი სახლი თბილისში_ფორაქიშვილების დარბაზი.
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო დღისთვის.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 03/12/2025

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის VI ა და VI ე კლასის მოსწავლეებმა ( პედაგოგები : ქეთი გეჯაძე, ნინო რუსიაშვილი, ნინო ჯოხაძე) მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სასკოლო სასწავლო პროექტში „ წიგნი - ცოდნის კარი“ , რომელიც წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობის გაცნობასა და შესწავლას ეძღვნებოდა.
პროექტის ფარგლებში ორივე კლასი ეწვია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
გაეცნენ ქართული ბეჭდური წიგნის შექმნის ისტორიას, ბიბლიოთეკაში მუშაობის წესებსა და ინფორმაციის მოძიების თანამედროვე გზებს. ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე ; მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები, სადაც გააერთიანეს კვლევა, შთაბეჭდილება და შემოქმედებითი ხედვა; ჩაწერეს ინტერვიუ ბიბლიოთეკართან იმუშავეს გუნდურად და იდეები გაუზიარეს პარალელური კლასის მოსწავლეებს.
პროექტის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ ბავშვებმა საკუთარი გამოცდილებით გაიზიარეს ის, რომ წიგნი არის ცოდნის კარი, ხოლო ბიბლიოთეკა სივრცე , სადაც ეს კარი ყოველთვის ღიაა.

28/11/2025

სსიპ 47-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფიქრია თამლიანი მონაწილეობდა ქართული ეთნოლოგიური სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში თემით:" საამაყო ფესვები- ხიდი წარსულიდან დღევანდელობისკენ"
მომხსენებელმა ისაუბრა წარსულში შემოქმედებით- შემეცნებითი მოგზაურობის მნიშვნელობაზე, სასკოლო ცხოვრებაში არაფორმალური განათლების დადებით როლსა და იმ მრავალმხრივ აქტივობა - ღონისძიებებზე; ამ ფორმატით მატერიალური და არამატერიალური ძეგლების გაცნობა დადებით კვალს ტოვებს მოზარდებში.
ფიქრია თამლიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია სკოლაში არსებულ " ღირებულებითი განათლების კლუბზე", რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია და უკვე მეორე წელია აქტიურად ფუნქციონირებს სსიპ 47- ე საჯარო სკოლაში. თემამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ამ ეგიდით განხორციელებული პროექტი:" შეიცანი შენი ქალაქი", ექსკურსიები საჯარო ბიბლოოთეკაში, მუზეუმებში... მცირედი ჩამონათვალია იმ განხორციელებული, მრავალმხრივი აქტივობებისა ტკბილმოგონებად და ახალ გამოწვევად რომ იქცევა მომავალი თაობისათვის!

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 25/11/2025

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელი მ.ნინუა,მოსწავლეებთან ერთად სტუმრად ეწვია თსუ-ს ბიბლიოთეკას,სადაც მათ თბილი შეხვედრა ჰქონდათ ,საბავშვო მწერალ,თამარ ადამიასთან.ეს იყო დღე,რომელმაც ბავშვების გულებში წიგნის სიყვარული კიდევ ერთხელ გააღვივა!

21/11/2025

თინიკო გაბოძე სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრას ხელმძღვანელობს. ის არაჩვეულებრივი პედაგოგი და კოლეგაა. სადაც თინიკოა, იქ სიყვარული, სითბო და პროფესიონალიზმია. თინიკო, გვიყვარხარ და გვიხარია, რომ 47- ელების გუნდის წევრი ხარ!❤️❤️❤️Tinatin Gabodze

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 20/11/2025

სსიპ ქალაქ თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა - ცოდნის, გუნდურობისა და აზროვნების დღესასწაული!
ჩვენი სკოლისთვის „რა? სად? როდის?“ მხოლოდ ინტელექტუალური თამაში არაა — ეს არის განათლების, შემოქმედებისა და ერთიანობის ძლიერი პლატფორმა, სადაც მოსწავლეები მათ მიერ შეძენილ ცოდნას რეალურ სიტუაციაში ამოწმებენ, ავითარებენ სწრაფი ფიქრისა და თანამშრომლობით უნარებს. შესარჩევი ეტაპი ემოციურად მრავალფეროვანი და აქტიური იყო. ინტელექტუალური ლიგისადმი დიდი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.
წლევანდელ სეზონშიც მონაწილეობის მსურველები ბევრნი იყვნენ, რის გამოც პირველად ჩატარდა შესარჩევი ტური. მოსწავლეებს ეძლეოდათ საშუალება დაემტკიცებინათ: ლოგიკური აზროვნება; დაკვირვების უნარი; სწრაფი რეაგირება; გუნდური მუშაობის პოტენციალი. სწორედ ამ ეტაპზე გრძნობენ პირველად ინტელექტუალური შეჯიბრის ადრენალინსა და პასუხისმგებლობას. შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა გუნდები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი უნარების მქონე მოსწავლეებისგან შედგებოდა. გუნდის წევრები ირჩევდნენ როლებს:
ლიდერი
ანალიტიკოსი
მხარდამჭერი
ტაქტიკოსი
სტრატეგი
ასე ჩამოყალიბდა პატარა, მაგრამ ძლიერი ინტელექტუალური ოჯახი. გამოიკვეთა კაპიტანი, მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა: სიზუსტით; ემოციური სტაბილურობით; ლიდერობით; ლოგიკური მსჯელობით.
საინტერესო იყო გუნდების სახელდების პრინციპი. გადამწყვეტი აღმოჩნდა ის გარემო, სადაც ბავშვები ყალიბდებიან( ,,მთაწმინდა", ,,ორმოცდამეშვიდელები", ,,სოლოლაკი"), ღირებულებები და სამყაროსადმი დამოკიდებულება ( ,,გონი - ერი", ,,ფენიქსი", ,,მომალის იმედი"). სახელწოდება, მაისური და ლოგო - სწორედ ეს სამი რამ გამოარჩევდა ექვსეულებს ერთმანეთისაგან.
გულშემატკივრობა უდიდესი ნიჭი და ხელოვნებაა. პლაკატები, დროშები, შეძახილები, გუნდური სლოგანები, გულშემატკივრების ენერგია ბავშვებისთვის ერთ-ერთი უდიდესი მოტივაციაა.
მადლობა თვითმმართველობის წევრებს თავდაუზოგავი შრომისათვის.
დღევანდელმა თამაშმა სასკოლო საზოგადოებაში გააძლიერა იდენტობის განცდა და პოზიტიური, თანამშრომლობაზე ორიენტირებული კულტურა, წარმოაჩინა სკოლის ინტელექტუალური პოტენციალი.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა's post 20/11/2025

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლაში უცხოური ენების კათედრის მიერ გაიმართა წმინდა მარტინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება .მე 5 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს რესურსები,განახორციელეს პროექტი, დაამზადეს ლამპრები, ლამპარი სიმბოლოა სიკეთისა და სინათლის, რომელიც გვასწავლის, ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს . გერმანული ენის მასწავლებელი - ნანა ხურცილავა

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. N9
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00