Economics and Finance

Economics and Finance Economics and Finance

🔹 გამოიცა, სამეცნიერო ჟურნალი "ეკონომიკა და ფინანსების" 2025 წლის მეორე ნომერი.🔹 ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვე...
07/11/2025

🔹 გამოიცა, სამეცნიერო ჟურნალი "ეკონომიკა და ფინანსების" 2025 წლის მეორე ნომერი.
🔹 ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს web-გვერდზე: https://site4science.wixsite.com/ecofin
🔹 ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე: https://dspace.nplg.gov.ge

#ეკონომიკა #ფინანსები #სამეცნიერო #ჟურნალი #მეცნიერება #კვლევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა ზრდას შეანელებს. ამის მ...
24/10/2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა ზრდას შეანელებს. ამის მიზეზი კი, მისი ვარაუდით, ფრაგმენტაცია და მზარდი პროტექციონიზმი იქნება. ეკონომიკური ზრდის შენელების რისკებს შორის IMF-ი ტექნოლოგიური სფეროს აქციების ღირებულების შესაძლო ცვლილებას და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესუსტებას ასახელებს, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდენს გავლენას.

დიდი ალბათობით, 2026 წლისთვის ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს – ქვეყანა, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და შესაძლოა, მომდევნო 100 წლის განმავლობაშიც ასე გაგრძელდეს. აშშ-ის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის 31.8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით უტოლდება ჩინეთის (მე-2), გერმანიისა (მე-3) და ინდოეთის (მე-4) ერთიან მაჩვენებელს. ამას ამყარებს შედარებით მდგრადი შრომის ბაზარი და მომხმარებელთა ხარჯების მაღალი დონე.

თუმცა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა წელთან შედარებით შემცირდა, რადგან სავაჭრო ომებმა გლობალური ბაზრები შეარყია და ქვეყანაში ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი. რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის მისი მშპ 20.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც აშშ-ის მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლებია, თუმცა სამჯერ აღემატება მესამე ადგილზე მყოფი გერმანიის მაჩვენებელს.

სტრუქტურული წინააღმდეგობები – დაბერებული მოსახლეობიდან დაწყებული უძრავი ქონების ბაზრის დუნე მდგომარეობით დამთავრებული – მშპ-ის ზრდას 4%-მდე ამცირებს, რაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპია. ექსპერტების შეფასებით, დამატებითი დარტყმა ჩინურ საქონელზე დაწესებული სავაჭრო ტარიფები იქნება. სიაში მესამე პოზიციაზე ინდოეთია, რომელმაც ეკონომიკის სიდიდთ 2025 წელს იაპონიას გაუსწრო, რასაც გაზრდილმა შიდა მოთხოვნამ შეუწყო ხელი. IMF-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა 4.5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა ზრდას შეანელებს. ამ...

მათ, ვინც გაივლის პროფორიენტაციის ტრენინგსა და კარიერულ კონსულტაციას, ექნება უკეთესი შანსი: გამოავლინოს თავისი ნიჭი და შ...
22/09/2025

მათ, ვინც გაივლის პროფორიენტაციის ტრენინგსა და კარიერულ კონსულტაციას, ექნება უკეთესი შანსი: გამოავლინოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები; სწორად დაგეგმოს კარიერა და განათლება; მიიღოს ინფორმირებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილებები.

სარეგისტრაციო ბმულში თქვენ მიერ მითითებული მონაცემები შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და შესაბამ.....

მენეჯმენტის  საბაკალავრო პროგრამა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თანამედროვე პროფი...
22/08/2025

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თანამედროვე პროფილია, რომელიც აერთიანებს თეორიულ საფუძვლებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინოვაციური მენეჯერული მიდგომების სწავლას. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესგარემოსთვის, უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის ბაზარზე და ხელს უწყობს ლიდერული და მეწარმეობრივი უნარების ჩამოყალიბებას.

🚀აირჩიე SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა.
➡️პროგრამის დეტალები -https://seu.edu.ge/ka/biznesisa-da-teknologiebis-fakultetis-programebi/menejmenti

The critics were quick to jump in. Soon after the European Commission struck its trade deal with President Donald Trump ...
22/08/2025

The critics were quick to jump in. Soon after the European Commission struck its trade deal with President Donald Trump on July 27th, it was being savaged in European capitals. François Bayrou, the French prime minister, called it a “dark day when an alliance of free peoples, united to affirm their values and defend their interests, resolves to submit”. Friedrich Merz, Germany’s chancellor, worried about “severe damage” to the German economy. Viktor Orban, Hungary’s populist leader, twisted the knife, saying that Mr Trump “ate Ursula von der Leyen for breakfast”.

Internal reform matters more than external trade

From the moment he stepped off his plane onto the red-carpeted tarmac, Vladimir Putin’s trip to Alaska was a triumph. He...
16/08/2025

From the moment he stepped off his plane onto the red-carpeted tarmac, Vladimir Putin’s trip to Alaska was a triumph. He was greeted with applause from his host, Donald Trump. The two men may have had nothing to announce after hours of talks—the first meeting between a Russian and American president since the invasion of Ukraine—but the encounter at the Elmendorf-Richardson military base in Anchorage transformed Mr Putin from a pariah of the West into an honoured guest on American soil.

Russia’s leader is honoured, but offers little in return

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოს ბანკის ფილიალში ან იუსტიციის ...
28/07/2025

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოს ბანკის ფილიალში ან იუსტიციის სახლში შპს-ს ან ინდმეწარმის სტატუსით რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, საბანკო ანგარიში ონლაინ, სულ რაღაც 2 წუთში გახსნას.

ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილიდან — ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით ან საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

ახლადრეგისტრირებული ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასტარტო ბიზნესნაკრები 6 თვის ვადით ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გააქტიურონ. ნაკრები ბიზნესისთვის საჭირო სერვისებს, უფასო პროდუქტებსა და კომუნალურებს, განაღდების მაღალი ლიმიტსა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს.

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოს ბანკის ფილიალში ა.....

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილობების განაწილება მწ...
31/05/2025

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილობების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. კერძოდ, საქართველოში, მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 35.5%-ს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით ნაკლებია. რაც შეეხება Apple-ს, 2023 წელთან შედარებით მისი წილი 2.2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში, პროცენტული წილი 0.9%-ით შემცირდა და 13.8%-ს გაუტოლდა.

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო ს...
27/05/2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა.

შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.

აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 753.9 მლნ. აშშ დოლარით. ეს მთელი ექსპორტის 37.4%-ს წარმოადგენს. მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია
96.3 მლნ. აშშ დოლარით. მთლიან ექსპორტში ამ ჯგუფის წილი 4.8%-ს უტოლდება. მესამე ადგილზე კი სპირტიანი სასმელებია 76.5 მლნ. აშშ დოლარითა და ექსპორტში 3.8%-იანი წილით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით ....

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებასა და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნაში 12 მლრდ ევროს ჩადებას...
13/05/2025

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებასა და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნაში 12 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი “ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, შედეგად, შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა. თუმცა, იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატური სარგებელი მიიღოს, აუცილებელია, პროცესებში სრულფასოვნად ჩაერთოს და ამასთან, ტვირთებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაახვედროს.

შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა.

დღეს ოქროს ფასი 3%-ით შემცირდა და გასული ერთი კვირის მინიმუმს მიაღწია. თბილისის დროით დაახლოებით 12:00 საათისთვის ძვირფა...
12/05/2025

დღეს ოქროს ფასი 3%-ით შემცირდა და გასული ერთი კვირის მინიმუმს მიაღწია. თბილისის დროით დაახლოებით 12:00 საათისთვის ძვირფასი ლითონის ღირებულებამ უნციაზე 3,224.34 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1-ელი მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ოქროს ფასის შემცირება აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების გამოცხადებას მოჰყვა. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები ე.წ. „საპასუხო ტარიფების“ მინიმუმ 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ როგორც ამერიკული, ასევე ჩინური მხარე 125%-იანი ტარიფს 10%-მდე შეამცირებს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში დარჩა დონალდ ტრამპის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე ცალკე გამოცხადებული 20%-იანი ტარიფი, რომელიც პრეზიდენტმა აშშ-ში ფენტანილის კრიზისის გაღვივებაში ჩინეთის სავარაუდო როლის მოტივით დააწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინურ საქონელზე მთლიანი სატარიფო განაკვეთი 145%-დან 30%-მდე შემცირდება.

„ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის დეესკალაცია, ტარიფების 90 დღით შემცირებით, უსაფრთხო თავშესაფრად მიჩნეულ აქტივებზე — როგორიცაა ოქრო — მოთხოვნას ამცირებს“, – განაცხადა UBS-ის ანალიტიკოსმა, ჯოვანი სტაუნოვომ და დასძინა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ოქროს ფასები, სავარაუდოდ, კვლავ არასტაბილური დარჩება.

Reliance Securities-ის უფროსი ანალიტიკოსის, ჯიგარ ტრივედის თქმით, ოქროს ფასის კიდევ უფრო კლებაა მოსალოდნელი, რადგან გეოპოლიტიკური რისკის შემცირებამ შესაძლოა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. მისი ვარაუდით, ძვირფასი ლითონის ფასი შესაძლოა უახლოეს მომავალში უნციაზე 3,200 დოლარამდე დაეცეს.

აღსანიშნავია, რომ ოქროსთან ერთად ასევე შემცირდა სხვა ძვირფასი ლითონების ფასებიც: ვერცხლის ღირებულება 2.3%-ით, $31.96-მდე დაეცა, პლატინის — 1.2%-ით, $983.44-მდე, ხოლო პალადიუმის — 0.9%-ით, $967.35-მდე.

დღეს ოქროს ფასი 3%-ით შემცირდა და გასული ერთი კვირის მინიმუმს მიაღწია. თბილისის დროით დაახლოებით 12:00 საათისთვის ძვ.....

საინტერესო სიახლე სამეცნიერო საზოგადოებისთვის! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ჟურნალის, "ეკონომიკა და ფინანსების", ...
07/05/2025

საინტერესო სიახლე სამეცნიერო საზოგადოებისთვის! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ჟურნალის, "ეკონომიკა და ფინანსების", სრულიად ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა სატესტო რეჟიმში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ჟურნალის ხელმისაწვდომობისა და საერთაშორისო ხილვადობის გაზრდისთვის. საიტზე თქვენ შეძლებთ მარტივად იხილოთ ჩვენი გამოქვეყნებული სტატიები, გაეცნოთ ავტორების ინსტრუქციებს, სარედაქციო კოლეგიასა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს [https://site4science.wixsite.com/ecofin] და გაგვიზიაროთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები, რაც დაგვეხმარება მის საბოლოო სრულყოფაში. #ეკონომიკა #ფინანსები #ჟურნალი #კვლევა #სამეცნიეროპუბლიკაციები #აკადემიურისაზოგადოება #ახალიპლატფორმა #ახალისაიტი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Economics and Finance posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Economics and Finance:

Shortcuts

Share

Category