17/09/2026
🇬🇪🇺🇸 საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, სამაგისტრო პროგრამის „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“ ორმაგი დიპლომის პრეზენტაცია გაიმართა.
🚀 ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის მზარდი მნიშვნელობა ბიზნესში, ახალი პროგრამის შესაძლებლობები და SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პარტნიორობის მნიშვნელობა თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის.
🔸 ღონისძიება გახსნა SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ურუშაძემ.
👉 პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
🔹 ლუკა კავთელიშვილი - SEU-ს ინსტიტუციური განვითარების მრჩეველი;
🔹 სევინჯ მამადოვა - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის გლობალური აკადემიური პარტნიორობების მიმართულების ვიცე-რექტორი;
🔹 ლაიონელ ს. ჰოვარდი - განათლებისა და ადამიანური განვითარების სამაგისტრო სკოლის დეკანი, საგანმანათლებლო კვლევების პროფესორი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი;
🔹 ჯეისონ მ. ზარა - ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლის აკადემიური საკითხების ასოცირებული დეკანი, პროფესორი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი.
🔹ნათია გიორგაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
🚀 სევინჯ მამადოვამ SEU-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა:
„ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SEU-სთან თანამშრომლობა. პარტნიორი უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში სხვადასხვა უნივერსიტეტის შესაძლებლობები შევისწავლეთ და საბოლოოდ SEU ავირჩიეთ. მოხარული ვართ, რომ სტუდენტებს ერთი პროგრამის ფარგლებში ორი უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შესაძლებლობას ვთავაზობთ.“
🔹ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო და კერძო სექტორის, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/0ec6M
🇬🇪🇺🇸 At Georgian National University SEU, a presentation of the dual-degree Master’s program in “Artificial Intelligence for Business” was held within the framework of the cooperation between The George Washington University and SEU.
🚀During the event, participants discussed the growing importance of artificial intelligence in business, the opportunities offered by the new program, and the significance of the partnership between SEU and The George Washington University for the development of modern education and the technological ecosystem.
🔸The event was opened by Nino Urushadze, Head of the International Relations Service at SEU.
👉The following speakers addressed the audience:
🔹Luka Kavtelishvili - Institutional Development Advisor at SEU;
🔹Sevinj Mammadova - Associate Provost, Global Academic Partnerships;
🔹Lionel S. Howard - Dean, GSEHD;
🔹Jason M. Zara - Academic Dean, SEAS;
🔹Natia Giorgadze - Head of the Innovation Ecosystem Development Department at the Georgian Innovation and Technology Agency.
🚀Sevinj Mammadova spoke about the importance of cooperation with SEU and noted:
“The George Washington University places particular importance on its cooperation with SEU. During the process of selecting a partner university, we studied the opportunities offered by various universities and ultimately chose SEU. We are pleased to offer students the opportunity to receive degrees from two universities within a single program.”
🔹The event was attended by representatives of the public and private sectors, business, and various fields.
🔗For detailed information, please visit the link: https://shorturl.at/Zvmuc