საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტი

საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტი

Share

ა(ა)იპ საერთაშორისო სტანდარტების კვლ?

ა(ა)იპ საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტი რეგისტრირებულია 2005 წლის 4 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ და მისი მისიაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციის განვითარების მხარდაჭერა. 2014 წლის 2 სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება როგორც საერთაშორისო სტანდარტების კვლევითმა ინსტიტუტმა.

16/08/2024

ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ახალი გამოცდილება მიმეღო პრესტიჟულ ფინანსურ ფირმაში, ნიუ-იორკში. ეს გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელი იყო ჩემი ფინანსური კარიერის განვითარებისთვის და საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტთან მუშაობისთვის.
პატივი მქონდა მჭიდროდ მეთანამშრომლა ფინანსური ანალიტიკოსების გუნდთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ საწარმოთა გაერთიანებებს და განკარგავენ საწარმოთა ფასიან ქაღალდებს. კიდევ უფრო მეტი გავიგე ფინანსური მონაცემების ანალიზის და საინვესტიციო სტრატეგიების შემუშავების მეთოდების შესახებ. ამერიკულ კომპანიებში, დიდი ყურადღება ექცევა დეტალების სიზუსტეს, ანალიტიკურ და სტრატეგიულ დაგეგმარებას. ნიუ-იორკში მუშაობისას, ყველაზე საინტერესო ასპექტი იყო იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ოფისში მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ ეკონომიკურ პროცესებზე.
საერთო ჯამში, მოხარული ვარ, რომ ამ ღირებული გამოცდილების წყალობით, შევძლებ უფრო მეტი გავაკეთო საქართველოში, კონკურენტუნარიან გარემოში. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, ახალი გამოწვევები შესაძლებლობებად მექცია.

30/12/2022

საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტის 2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებულმა სამუშაო შეხვედრებმა. აღნიშნული ღონისძიება ინსტიტუტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა მსჯავრდებულებთან. სამუშაო შეხვედრების თემა იყო „ცნობიერების ამაღლება თანამედროვე გადახდის სისტემების მიმართულებით, ბიუჯეტირება და ფინანსების მართვა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ინსტიტუტმა მთლიანობაში 5 ჯგუფი გადაამზადა. სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდა ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ კავილაძე.

Photos from საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტი's post 21/11/2022

საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტი კიდევ ერთი წარმატებული პროფესიული სასწავლო კურსის „ფინანსური აღრიცხვა,ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები“ დასრულებას აღნიშნავს. ჯგუფი გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ მონაწილეების უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი. ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ ასეთი ნიჭიერი, შრომისა და სწავლისმოყვარე ახალგაზრდობა დაუბრუნდება რეგიონებს და მიღებულ ცოდნას თავიანთი საქმიანობის გაფართოებას მოახმარს. ინსტიტუტი წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს და ჰპირდება პროფესიულ მხარდაჭერას თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას.

19/03/2020

სასწავლო კურსზე “ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS) “ რეგისტრირებულთა საყურადღებოდ! ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციას, რაც პანდემიის საფრთხითაა გამოწვეული და სწავლის დაწყება გადავდეთ კარანტინის დასრულებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ინსტიტუტის ადმინისტრაცია

საერთაშორისო პარტნიორები 19/11/2019

ნიუ იორკში, გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორსა და JCH-ის (https://www.jchb.org/) წარმომადგენლებს შორის. JCH -ის საზოგადოების სახლის დირექტორმა ალექს ბუდნიცკიმ და ადმინისტრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დიანა ელ ბასიონმა გაგვიზიარეს ორგანიზაციის მუშაობის პრინციპები და გაგვაცნეს თავიანთი სამუშაო გარემო. JCH-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საზოგადოების განვითარებასა და განათლების დონის ამაღლებაში. ორგანიზაცია დღემდე აქტიურადაა ჩართული ემიგრანტების კარიერულ განვითარებასა და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. საინტერესო საუბარი შედგა საგანმანათლებლო სფეროში აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე.

საერთაშორისო პარტნიორები 06/11/2019

საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ამერიკის სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრების ინსტიტუტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები თანამშრომლობის სტრატეგიის, ამოცანებისა და მიზნების შემუშავებისთვის, რათა საქართველოშიც მოხდეს სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვა მთავარი ბუღალტრებისთვის ამერიკული მხარის ხელშეწყობით.
საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ინსტიტუტის პრიორიტეტული მისიაა გაფორმდეს მემორანდუმი ამერიკულ მხარესთან. წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მემორანდუმის ფარგლებში სერტიფიცირების პროგრამა გაიარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

13/09/2019

🗣 გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას IV კატეგორიის საწარმოებისათვის

❗️სავალდებულოა საწარმო მუშაობდეს ბუღალტრულ პროგრამაში

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 571 370 131

06/03/2019

📣 11 მარტიდან საერთაშორისო სტანდარტების კვლევით ინსტიტუტში იწყება ვრცელი პროფესიული კურსი " ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი"
📖 სასწავლო კურსი განკუთვნილია დამწყები ბუღალტრებისთვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან :
🔹ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს (ბასს)
🔹 საგადასახადო კოდექსს
🔹 საბუღალტრო პროგრამას "ORIS ბუღალტერია"
▶️ კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას.

✅ ღირებულება: 1250 ლარი
‼️გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:
http://riis.org.ge/
👨‍🏫 ტრენერი: ზურაბ კავილაძე

🕵️‍♂️დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კურსის ორგანიზატორს კახა ასაბაშვილს.
☎️ ტელ: 598 396 964
📧 ელ-ფოსტა: [email protected]
🌐 ვებ-გვერდი: Riis.org.ge
მისამართი: თბილისი, ც.დადიანის 7D

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


Street Tsotne Dadiani 7
Tbilisi
0101