17/08/2026
👑✨ მესამე კლასის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე - „ფიფქია და 7 ჯუჯა“ 🎭
სასწავლო წლის დასასრულს ჩვენმა მესამე კლასელებმა საყვარელი ზღაპარი გააცოცხლეს. 💙
თითოეულმა მოსწავლემ დიდი მონდომებითა და სიყვარულით მოირგო თავისი პერსონაჟის როლი და სცენაზე შექმნა ზღაპრული ატმოსფერო, რომელიც მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება. 🌟
სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ბავშვებმა კიდევ უფრო განივითარეს საჯაროდ გამოსვლის, მეტყველების, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. ✨
👏 მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს დაუვიწყარი წარმოდგენისთვის.