Dati Kurashvili • დათი ყურაშვილი

Dati Kurashvili • დათი ყურაშვილი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dati Kurashvili • დათი ყურაშვილი, Education, Tbilisi.

09/12/2020

დაუკარით.. (Cover)

04/07/2020

- ვჩხუბობთ, ახალგაზრდობა არ გვივარგა-თქო! რას ჰქვია, არ გვივარგა? როგორც გაზარდე, იმნაირია, რას ერჩი ახალგაზრდობას?! კეთილი გენება და დაგეყენებინა გზაზე. ისინი ჩვენგან გაუბედურებული ახალგაზრდები არიან და ახლა არ მოგწონს? "ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი!.." იმისთანა წყალწაღებული ერი ვართ, ყოველ გაზეთს აიღებ თუ ჟურნალს, დაუბეჭდე შიგ ილიას "ბედნიერი ერი" და დაინახავ, რაცა ვართ!.. ვივიწყებთ ამას ჩვენ. "ბაკულას ღორები" გაიხსენე, დავით კლდიაშვილის მოთხრობები. თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გააცნობიერებ - ვერაფერს გაიგებ... გაუნათლებელია ერი და ქვეყანა - ამაშია საქმე! განათლება გასართობად კი არაა - აზროვნებისთვის არის!..

ოტია იოსელიანი

16/05/2020

შოთა ნიშნიანიძე
“მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო!”

“მცხეთის ქალაქს მირონი დუღს”, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო!
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბელილი.
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირისოფლგადასხმული,
დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო!

.

16/05/2020

,,წუხელ ერთ ძველ კოშკთან ღამე ვათიეთ.

სვანს ვეკითხები: რა კოშკია-მეთქი?

თამარისაო.

დღეს საღამოს შინ დავბრუნდი. მასპინძლის შვილისშვილი დაგოგავდა ეზოში, პაწია გოგონა.

მივეალერსე.

სახელი რა გქვია-მეთქი?

თამარიო.

ყვავილები ვნახეთ ჭიუხში. სვანს ვკითხე: რა ქვია-მეთქი?

თამარის თვალიო.

საქართველოში ხომ ყოველ მესამე ციხეს თამარი ჰქვია. ყოველ მესამე ქალს თამარი. მაგრამ მაინც მაჟრჟოლებს ამ სახელის გაგონებისას. თავისთავად კარგი და ცუდი სახელი არ არსებობს, მაგრამ ზოგი კარგადაა გამტფარი, რაღაც მაგიური გრძნეულებით გაჟღენთილი..." ❤

- კ.გამსახურდია

10/04/2020

“ფერი მზესა და ქარს მოჰყავს
გაზაფხულის სადარი,
შენ კი ლოყას
გადაგკროდა ზამთარი.

მიდიოდი, როგორც მკვდარი,
როგორც მკვდარი სანანი,
ჰქროდა ქარი,
თრთოდა იასამანი...”

გალაკტიონი

02/04/2020

2 აპრილი ტიციან ტაბიძის, ქართული სიმბოლისტური პოეზიისა და ცისფერყანწელთა ორდენის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის დაბადების დღეა.

„მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად“.

02/04/2020

,,გიფიქრიათ, ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება რატომ არის ერთმანეთთან ახლოს და რატომ ცვლის ერთმანეთს? სიხარულს ძალიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას – სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაჰკარგავ? ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი“- ილია მეორე

26/03/2020

,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.”
26 მარტს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი, კლასიკოსი მწერალი, თსუ კურსდამთავრებული გურამ დოჩანაშვილი დაიბადა!

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi