სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ, College & University, Tbilisi, I. Chavchavadze Street, Tbilisi.

16/09/2026

📣 დამატებითი ინფორმაცია აკადემიური რეგისტრაციის შესახებ!

16 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება I დონის სასწავლო კურსების არჩევა ზედასემესტრელი სტუდენტთათვის

15/09/2026

აკადემიური რეგისტრაციის ვადებში ცვლილებაა!

ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისათვის სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყება 16 სექტემბერს, 12:00 საათზე.

რეგისტრაცია განხორციელდება პორტალიდან -

სტუდენტის პორტალი uni.tsu.ge

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! 🎓✨სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა გთავაზ...
15/09/2026

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! 🎓✨

სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ ინგლისურენოვან არჩევით კურსს „კვლევაზე დაფუძნებული პროექტი“.

კურსი ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მას გაუძღვებიან ასოცირებული პროფესორი სალომე ნამიჭეიშვილი და პროფესორი ან კელნერი.

📌 რას მოგცემთ კურსი?
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით იმუშავებთ მცირე მასშტაბის, პრობლემაზე ორიენტირებულ კვლევით პროექტებზე და განივითარებთ კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკულ უნარებს.

👉 ვისთვის არის კურსი?

კურსი ღიაა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა პროგრამის სტუდენტისთვის. უპირატესობა მიენიჭებათ მე-5 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს, თუმცა, თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, განიხილება მე-3 და მე-4 სემესტრის სტუდენტების მონაწილეობაც.

სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია - მაქსიმუმ 15 სტუდენტი.

✅ კურსში მონაწილეობის პირობები:

ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B1.2 დონე
GPA - მინიმუმ 2.5

🌍 საერთაშორისო გამოცდილება

კურსის ფარგლებში იმუშავებთ გერმანელ სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად. რამდენიმე საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა მიიღოს DAAD-ის მიერ დაფინანსებულ სასწავლო ვიზიტში გერმანიაში. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვიზიტის პერიოდში არ უნდა იყოს დამამთავრებელ სემესტრში.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ორივე კურსში მონაწილეობა - შემოდგომის სემესტრში „კვლევაზე დაფუძნებული პროექტის“ და გაზაფხულის სემესტრში მისი გაგრძელების - „კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკის“. სასწავლო ვიზიტში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა და კონკურსის დეტალური პირობები მოგვიანებით დაზუსტდება. გასულ წელს სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის შესაძლებლობა კურსზე დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტს ჰქონდა.

❗ გაითვალისწინეთ:
კურსზე მხოლოდ 15 ადგილია. სტუდენტთა მცირე რაოდენობა საშუალებას გვაძლევს, ინტენსიურად ვიმუშაოთ ერთობლივ კვლევით პროექტზე.

❓ კითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით:

სალომე ნამიჭეიშვილი
[email protected]

📣 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!🔷 აკადემიური რეგისტრაცია პირველსემესტრელთათვის - ...
15/09/2026

📣 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

🔷 აკადემიური რეგისტრაცია პირველსემესტრელთათვის - 16 სექტემბერი, 12:00 საათი
🔷 აკადემიური რეგისტრაცია უფროსსემესტრელთათვის - 18 სექტემბერი, 12:00 საათი

‼️ პირველკურსელი სტუდენტების საყურადღებოდ:
📖 პირველსემესტრელმა სტუდენტებმა საგნები უნდა აირჩიონ გზამკვლევის მიხედვით

🟠 სააუდიტორიო მეცადინეობები დაიწყება 21 სექტემბერს

👇🏻იხილეთ სასწავლო კურსების ცხრილი:
🔗 https://shorturl.at/YAq7z

📣 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ჟან მონ...
05/09/2026

📣 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ჟან მონეს ახალი მოდულის გრანტი მოიპოვა.

🔹სამწლიანი პროექტი, სახელწოდებით „ინტეგრირებული პერსპექტივები შავ ზღვაზე: რელიგია, იდენტობა და ევროკავშირის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგია“ (B-RISE), აერთიანებს ევროკავშირის კვლევების თეორიულ ასპექტებს, რეგიონული უსაფრთხოების დინამიკასა და კულტურულ-რელიგიურ იდენტობას. ინიციატივის ფარგლებში თსუ-ში დაინერგება ორი ახალი სამაგისტრო კურსი: „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება და ევროკავშირის სტრატეგიული გამოწვევები“ და „რელიგია და იდენტობა შავი ზღვის ევროპეიზაციის კონტექსტში“. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტურ აკადემიურ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება რეგიონული სტაბილურობისა და სტრატეგიული მედეგობისადმი ევროკავშირის ინტეგრირებულ მიდგომებს, და მენტორობის პროგრამას სტუდენტებისთვის ბლოგების დასაწერად და გამოსაქვეყნებლად.

🔷სასწავლო კურსების გარდა, დოქტორანტებისთვის ჩატარდება ორდღიანი ინტერდისციპლინური ვორქშოფები და ასევე ლექცია-დისკუსიები ქუთაისისა და ბათუმის ადგილობრივ თემებთან და აკადემიურ ინსტიტუციებთან. პროექტის ფარგლებში გუნდი გამოაქვეყნებს ორ რეცენზირებად სამეცნიერო ნაშრომს უსაფრთხოება-რელიგიის ურთიერთკავშირსა და შავი ზღვის რეგიონისადმი ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომებზე.
🔷 პროექტს ხელმძღვანელობს კოორდინატორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი კორნელი კაკაჩია, თანაკოორდინატორთან, ამავე ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორ სალომე დუნდუასთან ერთად. პროექტის გუნდის წევრები არიან თსუ-ს მოწვეული ლექტორები: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი სალომე კანდელაკი და დოქტორანტი ნიკა გიგაური. თსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დაგეგმილ კურსებზე და აქტიურად ჩაერთონ ვორქშოფებში, საველე გასვლებსა თუ ბლოგების წერის პროცესში, რათა გაიღრმავონ ანალიტიკური უნარები და უშუალოდ მონაწილეობდნენ სტრატეგიულ დისკუსიებში.

🔷 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) პოზიციას. არც ევროკავშირი და არც დაფინანსების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არის მათზე პასუხისმგებელი.

📣 Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU) has secured a new Jean Monnet Module grant funded by the European Union under the Erasmus+ program.

🔷 The three-year project, titled "Integrated Perspectives on the Black Sea: Religion, Identity, and the EU's Regional Security Strategy" (B-RISE), bridges theoretical EU studies, regional security dynamics, and cultural-religious identity. As part of the initiative, TSU will introduce two new ECTS-accredited MA courses: "Black Sea Regional Security and the EU's Strategic Challenges" and "Religion and Identity in the Context of Europeanization of the Black Sea". The project also features a student academic conference exploring the EU’s integrated approach to regional stability and strategic resilience, along with mentorship opportunities for students to write and publish analytical blogs.
🔷 In addition to coursework, PhD students will participate in intensive two-day interdisciplinary workshops built around policy simulations and role-play exercises. The team will conduct regional fieldwork through on-site field lectures and guided discussions with local communities and academic institutions in Kutaisi and Batumi. As key project milestones, the team will produce two peer-reviewed scholarly publications analyzing the security-religion nexus and the EU's strategic approach to the Black Sea region.
🔷 The project is led by Coordinator Prof. Kornely Kakachia from the Political Science Department and Co-Coordinator Assoc. Prof. Salome Dundua, Dean of the Faculty of Social and Political Sciences. Team members include Dr. Salome Kandelaki and doctoral candidate Nika Gigauri, both invited lecturers at TSU. TSU students across all faculties are encouraged to enroll in the upcoming courses and join project workshops, field trips, and blog-writing activities to enhance their analytical skills and engage directly with European strategic debates.
🔷 Disclaimer: Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or the European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.

📣 საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს...
04/09/2026

📣 საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!

📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს

📚 იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა:
🔗https://shorturl.at/guqBy

📣 ჟურნალისტიკის (რუსულენოვანი)  მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლ...
04/09/2026

📣 ჟურნალისტიკის (რუსულენოვანი) მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!

📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს

📚 იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა:
🔗 https://shorturl.at/VETqY

📣 Вниманию первокурсников, зачисленных на направление Журналистика (на русском языке)!

📝 Делимся с вами путеводителем для первокурсников.

📚 Ознакомьтесь со структурой образовательной программы:
🔗 https://shorturl.at/VETqY

📣 ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს📚 იხილეთ საგა...
03/09/2026

📣 ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!

📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს

📚 იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა:
🔗 https://shorturl.at/KaHb0

📣 სოციალური მუშაობის მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს📚 იხილეთ...
03/09/2026

📣 სოციალური მუშაობის მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!

📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს

📚 იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა:
🔗https://shorturl.at/hVkqU

📣 სოციოლოგიის მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს📚 იხილეთ საგანმ...
02/09/2026

📣 სოციოლოგიის მიმართულებაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!

📝 გიზიარებთ პირველსემესტრელთა გზამკვლევს

📚 იხილეთ საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა:
🔗 https://shorturl.at/rY9XF

Address

Tbilisi, I. Chavchavadze Street
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ:

Shortcuts

Share