სსიპ ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლა Public School

27/06/2026

🎤 მხარი დავუჭიროთ ნინი ხაფავას! 💙

ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინი ხაფავა წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას კონკურსში და ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ნახეთ მისი მოკლე ვიდეო, გაიცანით ნინი და თუ მოგწონთ მისი შესრულება, მხარი დაუჭირეთ:

📞 დარეკეთ: 0 903 300 313

💙 ზარის ღირებულება: 0.50 ლარი.

თქვენი თითოეული ზარი ნინისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია წარმატებისკენ.

გავერთიანდეთ და ერთად დავეხმაროთ ნინის შემდეგ ტურში გადასვლაში! ✨🎶

24/06/2026

🎶 მხარი დავუჭიროთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს — ნინი ხაფავას! 🎶

სასიამოვნო სიახლე გვაქვს — ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინი ხაფავა წარმატებით გადავიდა კონკურსის მორიგ ტურში!

ახლა მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, რათა შემდეგ ეტაპზეც გაიმარჯვოს. მოუსმინეთ ნინის შესრულებას და დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა ნომერზე:

📞 0 903 300 313

💙 თითოეული ზარი მნიშვნელოვანია!

ზარის ღირებულება: 0.50 ლარი.

გავერთიანდეთ და ერთად დავეხმაროთ ნინის კონკურსის შემდეგ ტურში გადასვლაში!

წარმატებები, ნინი! 🌟🎤💙

ჩვენი სკოლის  IX კლასის მოსწავლემ, გიორგი ხონელიძემ "Carl Reinecke International Music Competition"  აიღო ჯილდო Platinum...
24/06/2026

ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლემ, გიორგი ხონელიძემ "Carl Reinecke International Music Competition" აიღო ჯილდო Platinum Prize ფლეიტაში, ასაკობრივ კატეგორიაში Young Artist (Age 14-17).

ვულოცავთ გიორგის ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას ❤️

სსიპ ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „მარტივი ენა“, რომელიც პედაგოგთა პროფესიული გაძლიერე...
23/06/2026

სსიპ ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „მარტივი ენა“, რომელიც პედაგოგთა პროფესიული გაძლიერების მიზნით ტარდება.

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას, რაც სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ტრენინგს ატარებენ მანდატურის სამსახურის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ცენტრის სპეციალისტები.

ტრენინგის ხელმძღვანელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტი სოფიო ნადირაძე.

22/06/2026

🏫 ჩვენი სკოლის არჩევა ნიშნავს უსაფრთხო გარემოს, ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და თითოეული პირველკლასელის წარმატებულ დასაწყისს.

📌მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია.

👉🏻 დაწყებითი კლასის მასწავლებლისგან გაიგეთ, თუ რას სთავაზობს ჩვენი სკოლა ბავშვებსა და მშობლებს.

📞რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით

18/06/2026

🏫თქვენი შვილის წარმატებული მომავალი სწორი სკოლის არჩევით იწყება.

📌მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია.

👉🏻გაიგეთ, რას სთავაზობს ჩვენი სკოლა ბავშვებსა და მშობლებს ჩვენი ისტორიის მასწავლებლისგან.

📞 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით.

🫶🏻🙌🏻
16/06/2026

🫶🏻🙌🏻

15/06/2026

4 ბ კლასის გამოსაშვები საღამო 🎈

📜✨ 📜✨სსიპ ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურ...
12/06/2026

📜✨ 📜✨
სსიპ ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული დამწერლობის სიყვარულის გაღვივება, ლამაზი ხელწერის განვითარება და შემოქმედებითი უნარების წახალისება.
კონკურსის ორგანიზებასა და პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენელი სალომე ჯინორიძე, ხოლო ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ხელოვნების პედაგოგი ქეთევან ჯავახიძე.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო არაერთმა მოსწავლემ, რომლებმაც წარმოადგინეს გამორჩეული, საინტერესო და შემოქმედებითად შესრულებული ნამუშევრები. თითოეულ ნამუშევარში ნათლად ჩანდა შრომა, მონდომება, ინდივიდუალური სტილი და ქართული კალიგრაფიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართა მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში:
🏆 „ყველაზე დეკორატიული ნამუშევარი“
🏆 „საუკეთესო ნამუშევარი ეროვნულ მოტივებზე“
🏆 „ყველაზე დინამიური ნამუშევარი“
🏆 „ყველაზე თვითმყოფადი ნამუშევარი“
🏆 „ყველაზე კლასიკური ნამუშევარი“
ნომინაციებში გამარჯვებულებთან ერთად განსაკუთრებული მადლიერება და შექება გადაეცათ ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და მაღალი ინტერესისათვის.
ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს! თქვენი ნამუშევრები იყო შთამაგონებელი, მრავალფეროვანი და ძალიან შთამბეჭდავი. გისურვებთ უდიდეს წარმატებას, ახალ იდეებსა და შემოქმედებით წინსვლას! ❤️
#კალიგრაფიისკონკურსი #64საჯაროსკოლა #ქართულიენა #კალიგრაფია #წარმატებულიმოსწავლეები

Address

ვაჟა- ფშაველას გამზირი 6 ა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 08:30 - 19:05
Tuesday 08:30 - 19:05
Wednesday 08:30 - 19:05
Thursday 08:30 - 19:05
Friday 08:30 - 19:05

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share