03/06/2021
1 ივნისს, ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდა ერთდღიანი სასწავლო კურსი "როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტებით მუშაობის წესები ენდოდონტიურ პრაქტიკაში". კურსს წარუძღვა ალბიუსის ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი- მედიცინის დოქტორი, სოფიო სამხარაძე, კურსის ასისტენტები იყვნენ სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმები - მარიამ ქურციკიძე და ნინი ნებიერიძე.
მსმენელებმა შეისწავლეს როტაციულ ინსტრუმენტებთან მუშაობის წესები და არხის ობტურაციის სხვადასხვა მეთოდი.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას Dentstal მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!