თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი Research Center Long Description

08/09/2026
2026 წლის 16 თებერვალს,  თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, გრუნიში გაიმართა სამეცნიერო კვლევითი პროექტ...
17/02/2026

2026 წლის 16 თებერვალს, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, გრუნიში გაიმართა სამეცნიერო კვლევითი პროექტის - „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“ - შედეგების პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (საგრანტო ნომერი: FR-22-1686). პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ: პროფ. გიორგი თავაძე (პროექტის ხელმძღვანელი), პროფ. დავით სიხარულიძე (პროექტის კოორდინატორი), პროფ. ვასილ კიკუტაძე, ასოც. პროფ. თამთა ლეკიშვილი, პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი და ასოც. პროფ. ელენე ზურაბიშვილი.
კვლევის მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტის შედეგები და იმსჯელეს ინტერნაციონალიზაციის როლზე ქართული მეცნიერების განვითარებაში. პროექტის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

26/10/2025

🖊 თუ გსურს ისწავლო, როგორ გააშუქო ეკონომიკური თემები მარტივად და ზუსტად- მედიააკადემია გიწვევთ ვახტანგ ჭარაიას ერთდღიან სემინარზე „ეკონომიკა ჟურნალისტებისთვის: მაკროინდიკატორები და ეკონომიკური პოლიტიკა“, ტრენინგი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

სემინარზე ისწავლით:
▪ რა განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებს;
▪ როგორ განმარტოთ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა;
▪ როგორ გამოიყენოთ ეკონომიკური ტერმინები მარტივად და გასაგებად.

🖊 ვახტანგ ჭარაია ეკონომიკის დოქტორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანია. ის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტის ავტორი და ექსპერტი-ეკონომისტია.

📍 სემინარი ჩატარდება 2025 წლის 1 ნოემბერს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18).
📍 განაცხადები მიიღება 30 ოქტომბრის ჩათვლით.

📩 განაცხადის შევსება: https://forms.gle/pNbggmvmxx3neDiRA
❗ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მედია აკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
▪ სემინარი უფასოა, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

14/07/2025
19/05/2025
17/03/2025
28/04/2024

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 28 განაცხადი შევიდა, მათ შორის შერჩეული 8 კანდიდატიდან ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი,
პროფესორი ვახტანგ ჭარაიაა.

ვახტანგ ჭარაიას ამბიცია, გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გამყარებულია მრავალწლიანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ჰარვარდის ბიზნესსკოლასთან, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და მრავალ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რასაც თან ერთვის მისი მენეჯერული და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილებაც.

პროფესორი ჭარაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკისთვის ის, შესაძლოა,
მრავალმხრივ იყოს გამოსადეგი ფინტექტექნოლოგიების ხელშეწყობის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა თუ სხვა მიმართულებებით არსებული კომპლექსური გამოცდილების საფუძველზე.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მისი და
ტრეიდერთა ჰაბის მიერ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
განხორცილებული ინიციატივა, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ გააჩნია, უკვე პასუხობს სებ-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მისიას, კერძოდ, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობას.

გასაუბრების შედეგები, კომისიის მტკიცებით, 2-3 დღეში გახდება ცნობილი. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების სია, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად.

წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ვახტანგს!

გასაუბრების სრული ვიდეო:
https://www.facebook.com/vakho.charaia/videos/998100358547158

23/04/2024

მიმაჩნია, მაქვს ის კონტაქტები, გამოცდილება, უნარები, რომ IMF-თან ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი შევიტანო - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი ვახტანგ ჭარაია
ვრცლად: https://shorturl.at/DLO57

Address

Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი:

Shortcuts

Share

Category