16/09/2026
„კამერტონის“ კონცერტები ბად ჰერსფელდში, გერმანია, 2026
ანსამბლი „კამერტონი“,რომელიც 2012 წელს შეიქმნა სასწავლებლის ბაზაზე,და მას შემდეგ მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელ მეცენატთან,ბერლინის Kammerton“-ის თავმჯდომარე ლუდმილა ფონ ბერგთან, წელსაც იყო მიწვეული ქ. ბად-ჰერსფელდის ფესტივალზე
ანსამბლმა კონცერტი გამართა იოჰან სებასტიან ბახის სახლში.კონცერტს მრავალრიცხოვანი მსმენელი დაესწრო. ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ანსამბლის ხელმძღვანელმა კირა ლელაშვილმა ამ ფესტივალისთვის რთული, მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა მოამზადა.
ანსამბლის შემადგენლობაში იყვნენ 13 წლის ანაბელ გეწაძე ( ვიოლინო, პედ. დინა ჯაიანი), 16 წლის გიორგი მეგრელიშვილი (ფორტეპიანო, პედ ლევან იმაშვილი)და გიორგი გოცირიძე (საყვირი, პედ. ჭეიშვილი).
აი რას წერდა გერმანულ გაზეთი Hersfelder Zeitung, 13.08.2026
„სამივე, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ჩამოყალიბებულ მუსიკოსებად წარმოჩნდნენ და თავი გამოავლინეს, როგორც სოლისტებმა, ასევე კამერულ ანსამბლურ შემადგენლობებში.
ანაბელ გეწაძემ და გიორგი გოცირიძემ შთაბეჭდილება მოახდინეს ვიოლინოსა და საყვირის ფაქიზად ინტონირებული და ვერცხლისფერად რბილი ტემბრის ჟღერადობით. ანაბელ გეწაძემ მოხიბლა აუდიტორია თავისი ვირტუოზულობით და განსაკუთრებით ალექსი მაჭავარიანის ემოციურად შესრულებული ნაწარმოებით „დოლური“.
გიორგი გოცირიძემ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კირილ მოლჩანოვის „ვოკალიზის“ შესრულებით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პიანისტი გიორგი მეგრელიშვილი, რომელსაც თითქმის ყველა ნაწარმოებში აკომპანიატორის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და გარდა ამისა, ოთხი სოლო ნაწარმოებით, მათ შორის, სერგეი რახმანინოვის მიერ არანჟირებულ ფრიც კრაისლერის „Liebesleid“-ით, ბრწყინვალედ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.
კონცერტის დასასრულს ბად ჰერსფელდის ბახის სახლში დამსწრე საზოგადოების ხანგრძლივ აპლოდისმენტებს სამმა ახალგაზრდა მუსიკოსმა არამ ხაჩატურიანის ცნობილი „ხმლების ცეკვით“ უპასუხა.“
ავტორი - უტე იანსენი