სსიპ ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლა, Education, თბილისი, გლდანის მე-6 მ/რ, ხერგიანის ქ. N16, Tbilisi.

28/08/2026

ქალაქ თბილისის N132 საჯარო სკოლის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის დარაჯის ჯონი (ავთანდილ) გუგავა გარდაცვალების გამო. 💔💔💔

სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელს.

წავიდა ჩვენგან თბილი, მოსიყვარულე, კეთილი და პატიოსანი თანამშრომელი...

ნათელში იყოს მისი სული!

19/08/2026

მოგესალმებით,
სსიპ №132საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
2026 წლის 6 სექტემბერს 11 საათიდან
პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია მოხდება ქალაქ თბილისის №79 საჯარო სკოლაში
(მის: გლდანის I მ/რ (რესტორან ალილოსთან) ).
თან იქონიეთ:
ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სოც.დაუცველი სტატუსის მქონე (60 000 ან ნაკლები ქულა) მოსწავლის ბაზაში გადამოწმება მოხდება ადგილზე, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ იქნება საჭირო.
ფორმის შეძენისას გადახდა მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით.

22/07/2026

👇 ვსწავლობ აზროვნებას – მიზეზი და შედეგი
🧠 „რატომ მოხდა ასე?“ — სწორედ ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში ეხმარება ბავშვებს ეს რესურსი.
ფერადი, საინტერესო და მარტივად აღსაქმელი ვიზუალური ბარათები ავითარებს:
✨ მიზეზ-შედეგობრივ აზროვნებას
✨ ლოგიკურ მსჯელობას
✨ მეტყველებასა და კომუნიკაციას
✨ ყურადღებასა და ტექსტის გააზრებას
📄 ამოსაბეჭდი PDF რესურსი — იდეალურია სპეციალური მასწავლებლებისთვის, ლოგოპედებისთვის, თერაპევტებისთვის, საბავშვო ბაღებისა და მშობლებისთვის.🥰

22/07/2026
19/07/2026

ლადო ასათიანს აკრძალული ლექსიც ჰქონია.

"ამქვეყნად როცა ავიდგი ენა,
პირველი სიტყვა იყავი დედა,
დედა სიზმრებმა არ მომასვენა
შენს ბნელ საკანში გადმომახედა.

გეძახდი, მინდა გაგესაუბრო
შუა აზიის ურწყულ მხარეში…
რა გენატრება – ქმარი თუ უფრო
დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.

მთვარეულივით დავდივარ ხმელეთს,
აგერ ეს ოცდასამი წელია
მაგრამ, ძვირფასო მშობელო შენზე
ერთი სიტყვაც არ დამიწერია.

ეს იმიტომ, რომ მიყვარხარ ძლიერ,
დამქონდი როგორც საუნჯე გულით
და სიყვარულის სიმღერის მიერ
ვიყავი დღემდე დამუნჯებული.

ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა,
ტირილი მინდა და შეცხადება,
შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად
წარმომიდგინეს შენი ხატება.

ჩვენი სახლ-კარი ააწიოკეს
დაუბანელმა გლეხის კაცებმა,
ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე,
არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.

ინგრევა შენი ნაამაგარი
და არ გახსენო, არ შემიძლია,
აღარ გაჰკივის რთველში მაყარი,
ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.

თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს,
მამამ ბეღელი ვალში გაყიდა
და ძველებურად არ მიფრიალებს
შუკაში თეთრი ბაშილაყითა.

ჩვენი მარანი და საწნახელი
უფრო ძლიერმა დაიგირავა,
მამა ბუხართან ზის თავდახრილი,
ცეცხლში აფურთხებს და იგინება.

რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში
არ შემოვდივართ მე და ურემი
და გაზაფხულის ხმაზე თავლაში
არ ჭიხვინებენ ბედაურები.

დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,
ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,
წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,
დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.

დანაცრებულან ციხე-კოშკები,
„მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს,
მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები,
მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.

ო, ვიცი ეგ და ამიტომ მინდა,
უკანასკნელად მაინც გიხილო,
დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,
და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო…

და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად
ხელებგაშლით და თვალებ გახელით,
დაუვიწყარო სიკვდილის ჟამსაც,
გავიმეორო შენი სახელი."

p.s. 1937-38 წლების რეპრესიების დროს ლადო ასათიანის დედა – ლიდა ცქიტიშვილი, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს და უზბეკეთში, გულაგის ბანაკში გადაასახლეს, სადაც 1937 წელს გარდაიცვალა.
Diverse Georgia -ს გვერდიდან

https://www.facebook.com/photo?fbid=1496888145573416&set=a.546437453951828ჩვენი საამაყო სპორტსმენი! 🥰 სულ გამარჯვების გზ...
15/07/2026

https://www.facebook.com/photo?fbid=1496888145573416&set=a.546437453951828
ჩვენი საამაყო სპორტსმენი! 🥰 სულ გამარჯვების გზებით გევლოს, ზურა! 👍🥊🥇🏆💝

ოქრო🇬🇪🥇

🇬🇪🥊ზურაბ ობოლაძე(85კგ) 19 წლამდე მოკრივეთა შორის ბრანდერბურგის თასის ჩემპიონია🔥

Address

თბილისი, გლდანის მე-6 მ/რ, ხერგიანის ქ. N16
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის 132-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category