ევროპული ახალგაზრდული ცენტრი / European Youth Center

ევროპული ახალგაზრდული ცენტრი / European Youth Center

Share

ჩვენი მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში Its purpose is to inform the students about Georgia's European choice.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მისი მიზანია მოსწავლეების მაქსიმალური ინფორმირება საქართველოს ევროპულ არჩევანზე. ამისათვის, ორგანიზაცია ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს. ის მუშაობს სამ ძირითად მიმართილებაზე. ესენია: საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, გარემოსდაცვითი პროექტები და კო

22/02/2026

ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წლისთავთან დაკავშირებით

"2026 წლის 21 თებერვალს სრულდება 105 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღიდან, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღიდან. ისტორიული აქტიდან, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული, სამართლებრივი და ევროპული განვითარების გზა.

ჩვენი თაობა ამაყია 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული, იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით. აქტით, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, პლურალიზმისა და მოქალაქეთა თანასწორობისაკენ ურყევ მისწრაფებას-ღირებულებებს, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს.

ამ კონსტიტუციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ისტორიული გარემოებები, რომლებშიც იგი იქნა მიღებული. დოკუმენტი დამტკიცდა საბჭოთა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, მაშინ როდესაც თბილისთან ახლოს უკვე ისმოდა ქვემეხების ხმა. ეს იყო ისტორიული თავგანწირვის მომენტი, დრო, როდესაც ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ასეთ მძიმე წუთებშიც მოხერხდა ქართველი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლის დაფიქსირება.

ეს იყო გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოა-თავისუფლებაზე, სამართალსა და ადამიანის ღირსებაზე, და ეს არჩევანი უალტერნატივოა ყველაზე მძიმე და კრიტიკულ დროსაც.

დღეს, 105 წლის შემდეგ, ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ სწორედ ეს სულისკვეთება გვაერთიანებს. ცოტა ხნის წინ ჩვენს მიერ მიღებული „ახალგაზრდობის თანხმობის აქტი“ მტკიცედ იზიარებს 1921 წლის კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს და გამოხატავს ჩვენი თაობის პასუხისმგებლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ.

გვჯერა, რომ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. არამედ, ის ძლიერი შეხსენებაა, რომ სახელმწიფო იქმნება იდეებით, პრინციპებითა და სიმტკიცით. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეს მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო.

დღეს პატივს მივაგებთ იმ თაობას, რომელმაც ურთულეს ვითარებაში შეძლო სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დამკვიდრება, და ვაცხადებთ მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე დაყრდნობით განვაგრძოთ ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და პროგრესისაკენ უწყვეტი სწრაფვა."

#თანხმობითევროპისკენ

Photos from Embassy of the Netherlands in Georgia's post 27/04/2025
YOUTH PEACE CAMP 2025 – Call for participants 11/04/2025

📣 გიზიარებთ ინფორმაციას "ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკი 2025"-ის შესახებ! პროგრამა ხორციელდება ევროპის საბჭოს ეგიდით, 30 ივნისი-9 ივლისის პერიოდში (მოგზაურობის დღეების ჩათვლით) სტრასბურგში, საფრანგეთში.

📌 პროგრამის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფია 18-25 წელი, თუმცა, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება 30 წლამდე მონაწილეებისთვის.

❗️ აპლიკაციები მიიღება 13 აპრილის დღის ბოლომდე!

✅პროგრამაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება ევროპის საბჭოს მიერ. პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას იხილავთ ბმულზე.

გისურვებთ წარმატებას!

YOUTH PEACE CAMP 2025 – Call for participants Deadline for applications: Sunday 13 April 2025, 23:59 CET The Youth Peace Camp is the flagship activity of the Council of Europe youth sector on promotion of peaceful and inclusive...

31/03/2025

🇬🇪 🇱🇻 ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული ერთობლივი დეკლარაცია 👇

🇬🇪 🇱🇻 2025 წლის 21 მარტს, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოში გამართული ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნების ცერემონიაზე ქართულმა და ლატვიურმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა პირველად ისტორიაში ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაცია მიიღეს.

ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაციის ტექსტი

🖊 * * * ქართულ-ლატვიური ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაცია * * *

"ჩვენ, ქართველი და ლატვიელი ახალგაზრდები, ვერთიანდებით მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო ღირებულებების სულისკვეთებით, და ვაცხადებთ:

ვიხსენებთ რა, ჩვენს ორ ერს შორის ხანგრძლივ და ღრმა ურთიერთობებს, ვაღიარებთ საბჭოთა ოკუპაციის დროს განცდილ ძნელბედობასა და გაბედულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ჩვენმა ხალხებმა გაიარეს მსგავსი ისტორიული ქარტეხილები, რა დროსაც აჩვენეს თავიანთი ურყევი ერთგულება თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენმა ერებმა ჩამოაყალიბეს სოლიდარობის ძლიერი კავშირი, რომელიც განაგრძობს არსებობას და შთააგონებს ჩვენს ძალისხმევას თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის ასაშენებლად.

ჩვენ, ქართველ და ლატვიელ ახალგაზრდებს, გვაერთიანებს დემოკრატიული მონაწილეობის, კანონის უზენაესობის, შემწყნარებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირითადი ღირებულებები. ვაღიარებთ, რომ ეს პრინციპები ქმნიან სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების საფუძველს და ვერთიანდებით, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ამ ღირებულებების გასაძლიერებლად ჩვენს ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ. ამგვარად, ჩვენ ვიღებთ საერთო პასუხისმგებლობას, მივმართოთ ძალისხმევა ისეთი საერთო გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება. შესაბამისად, ვიღებთ ერთობლივი მოქმედებისა და თანამშრომლობის ვალდებულებას ამ გამოწვევების გადასაჭრელად და ჩვენი საზოგადოებების გაძლიერების მიზნით.

ჩვენ გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მტკიცედ გვჯერა, რომ გაერთიანებული ევროპა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე, გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, მოითხოვს კოლექტიურ მოქმედებას. გამომდინარე აქედან, ჩვენ ერთად ვართ, მზაობით, ჩვენი თანამშრომლობით წვლილი შევიტანოთ უფრო უსაფრთხო და მდგრადი ევროპული მომავლის შექმნაში.

საერთო წარსულის გააზრებით, თანამედროვეობაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებითა და ჩვენი მტკიცე რწმენით ერთიანი ევროპის იდეისადმი, ვაფუძნებთ ქართულ-ლატვიურ ორმხრივ თანამშრომლობის ახალგაზრდულ პლატფორმას. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი გააღრმავებს ჩვენს ერებს შორის მეგობრობას, გააძლიერებს დიალოგს, თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას. ვთანხმდებით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების დამკვიდრებას, ასევე, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და ლატვიისთვის უკეთესი, ერთიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვიღებთ ამ დეკლარაციას როგორც თავისუფლებისადმი, დემოკრატიისა და ერთიანი ევროპის იდეისადმი საერთო ვალდებულებების გამოხატულებას."

🖊 * * * Vienojošā Gruzijas un Latvijas jauniešu deklarācija * * *

"Mēs, Gruzijas un Latvijas jaunieši, vienoti draudzības, savstarpējas cieņas un kopīgu vērtību garā, ar šo paziņojam:

Ņemot vērā ilgstošās un spēcīgās attiecības starp mūsu divām valstīm, līdzīgo vēsturi, kas saistīta ar ciešanām padomju okupācijas laikā un drosmīgo cīņu par brīvību un neatkarību. Gruzijas un Latvijas tautas, kas piedzīvojušas līdzīgus pārbaudījumus, ir vienotas nelokāmā apņēmībā aizstāvēt brīvību, demokrātiju un suverenitāti. Mūsu nācijas ir izveidojušas spēcīgu solidaritātes saiti, kas turpina iedvesmot un stiprināt mūsu centienus veidot brīvu un demokrātisku nākotni.

Mēs, Gruzijas un Latvijas jaunieši, esam vienoti kopīgās demokrātiskās līdzdalības, tiesiskuma, iecietības un cilvēktiesību ievērošanas vērtībās. Mēs atzīstam, ka šie principi ir taisnīgas un mierīgas sabiedrības pamats, un apņemamies kopīgi strādāt pie to nostiprināšanas gan savās valstīs, gan ārpus tām. Šajā procesā mēs uzņemamies kopīgu atbildību risināt tādas globālas problēmas kā drošības apdraudējumi, sociāli ekonomiskās nevienlīdzības un klimata pārmaiņas. Mēs apņemamies veikt kopīgas darbības un sadarboties, lai risinātu šos aktuālos jautājumus un uzlabotu mūsu sabiedrības.

Mēs izsakām stingru atbalstu Gruzijas Eiropas integrācijai. Mēs esam pārliecināti, ka vienota Eiropa, kas balstās uz demokrātijas, brīvības un cilvēktiesību vērtībām, piedāvā vislabāko iespēju nodrošināt ilgstošu stabilitāti un labklājību. Mūsdienu izaicinājumi prasa kolektīvu rīcību. Tādēļ mēs esam vienoti un gatavi sniegt savu ieguldījumu drošākas un ilgtspējīgākas Eiropas nākotnes veidošanā, sadarbojoties un īstenojot kopīgus projektus.

Atzīstot mūsu kopīgās vēstures nozīmīgumu, izaicinājumus, ar kuriem saskaramies šobrīd, un mūsu spēcīgo ticību vienotas Eiropas idejai, mēs dibinām Gruzijas un Latvijas divpusējo jauniešu sadarbības platformu. Mēs ticam, ka šis solis padziļinās draudzību, dialogu, sadarbību un savstarpējo sapratni starp mūsu divām tautām. Mēs apņemamies kopīgi strādāt pie jauniešus ietekmējošu jautājumu risināšanas, veicināt demokrātijas, brīvības un cilvēktiesību vērtības un sniegt savu ieguldījumu labākas un vienotākas nākotnes izveidē gan Gruzijai, gan Latvijai.

Mēs ar šo pieņemam šo deklarāciju kā mūsu kopīgās apņemšanās atspoguļojumu – par brīvību, demokrātiju un Eiropas vienotību."

🖊 * * * Joint Declaration of the Georgian-Latvian Youth * * *

"We, the youth of Georgia and Latvia, united in the spirit of friendship, mutual respect, and shared values, hereby declare the following:

Recalling the longstanding and profound relationship between our two nations, we acknowledge the shared history of suffering under Soviet occupation and the courageous struggle for freedom and independence. The people of Georgia and Latvia, having endured similar hardships, stand together in their unwavering commitment to uphold freedom, democracy, and sovereignty. Our nations have forged a strong bond of solidarity that continues to inspire and strengthen our efforts to build a free and democratic future.

We, the youth of Georgia and Latvia, are united by the core values of democratic participation, the rule of law, tolerance, and respect for human rights. We recognize that these principles form the foundation of a just and peaceful society, and we pledge to work together to strengthen these values within our own countries and beyond. In doing so, we embrace our shared responsibility to address common challenges such as security threats, socio-economic disparities, and climate change. We commit ourselves to joint action and cooperation in tackling these pressing issues for the betterment of our societies.

We express our strong support for Georgia's European integration. We firmly believe that a united Europe, founded on the values of democracy, freedom and human rights, offers the best opportunity to ensure lasting stability and prosperity. The challenges we face today require collective action. Therefore, we stand together, ready to contribute to the creation of a more secure and sustainable European future through our cooperation.

Recognizing the importance of our common history, the challenges we face in the present, and our strong belief in the idea of a united Europe, we are establishing a Georgian-Latvian bilateral platform for youth cooperation. We believe that this step will deepen friendship, dialogue, cooperation, and mutual understanding between our two nations. We pledge to work together to address issues affecting our youth, promote the values of democracy, freedom, and respect for human rights, and contribute to the realization of a better, united future for both Georgia and Latvia.

We do hereby adopt this declaration as a reflection of our shared commitment to freedom, democracy, and European unity."

Embassy of Latvia in Georgia

Photos from ევროპული ახალგაზრდული ცენტრი / European Youth Center's post 30/03/2025

🇬🇪🇱🇻 21 მარტს, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩომ ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნებისა და ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაციის მიღების ღონისძიებას უმასპინძლა. ცერემონია „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ საინიციატივო ჯგუფისა და პარტნიორი ლატვიური ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ედიტე მედნემ.

ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით წარიმართა და მას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი ქვეყნიდან.

საქართველო-ლატვიის ორმხრივი ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნების მიზანია ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და სტუდენტურ საბჭოებს, ასევე, აქტიურ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება.
პლატფორმა შექმნის სივრცეს, სადაც ქართველ და ლატვიელ ახალგაზრდებს ექნებათ რეგულარული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

🖊 ცერემონიაზე საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდათორმეტი წლის თავზე, პირველად ისტორიაში მიიღეს ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაცია, სადაც ასახულია ქართველი და ლატვიელი ახალგაზრდების საერთო ღირებულებები, პრინციპები და მისწრაფებები. დეკლარაცია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

17/04/2024

ჩვენ, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის გუნდი, ვგმობთ და დაუშვევლად მივიჩნევთ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანსა და საქართველოს მიერ კონსტიტუციით გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი. ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს და საფრთხეს შეუქმნის ამ გზაზე უკვე მიღწეულ შედეგებს

ჩვენი მომავალი ევროპაშია! 🇬🇪🇪🇺

Photos from ახალგაზრდობის თანხმობის აქტი • Youth Agreement Act's post 04/11/2023

🇬🇪🇪🇺 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლა და ინიციატივას მხარი დაუჭირა.

#თანხმობითევროპისკენ

17/10/2023

🇬🇪🇪🇺 რას ნიშნავს შენი ხელმოწერა "ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე"?

❗ ხელმოწერით, შენ მხარს უჭერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს;
👇 სხვა ხელმომწერ ახალგაზრდებთან ერთად ერთიანდები შემდეგი ღირებულებების გარშემო:

🔹 თანასწორობა;
🔹 ხარისხიანი განათლება;
🔹 კანონის უზენაესობა;
🔹 გარემოს დაცვა;
🔹 დიალოგი;

🚦 აქტის მიზანია, ახალგაზრდების კონსოლიდირება სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ირგვლივ, რათა საქართველომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს.
🔗 თანხმობის აქტზე ხელმოწერა შესაძლებელია ასევე ონლაინ, ბმულზე: https://shorturl.at/qIQ35

#თანხმობითევროპისკენ

ახალგაზრდობის თანხმობის აქტი | Manifest.ge 11/06/2023

🇬🇪 🇪🇺 ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი" "ახალგაზრდული თანხმობის აქტის" ერთ-ერთი ხელმომწერია. აქტის მიზანია, ახალგაზრდების კონსოლიდირება სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ირგვლივ, რათა საქართველომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს.

🇬🇪 🇪🇺 აქტზე ხელმოწერით, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულფასოვან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ვთანხმდებით, რომ ტოლერანტობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობის დაცვა და ანგარიშვალდებულება არის გზა სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. ვთვლით, რომ ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება წინაპირობაა თავისუფალი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა, ხოლო სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. და ბოლოს, აქტზე ხელმომწერები ვაღიარებთ, რომ უთანხმოების მოსაგვარებლად დიალოგის გზა შეუცვლელია.

❗თუ, თქვენ ხართ ახალგაზრდა, რომელიც იზიარებთ აღნიშნულ იდეებს, შემოგვიერთდი ახალგაზრდული თანხმობის პროცესში და ხელი მოაწერე "ახალგაზრდობის თანხმობის აქტს" 👇

🔗ხელის მოწერა შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3J98ZeK

🔻უფრო ვრცლად, პროცესის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: linktr.ee/youthagreementact

#თანხმობითევროპისკენ

ახალგაზრდობის თანხმობის აქტი | Manifest.ge საქართველო, როგორც მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, მრავალი საუკუნეა ევროპული ცივილიზაციის გან.....

Photos from ევროპული ახალგაზრდული ცენტრი / European Youth Center's post 01/06/2023

🇬🇪 🇪🇺 26 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა თვითმმართველობის პრეზიდენტებმა და სხვა წარმატებულმა ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს "ახალგაზრდობის თანხმობის აქტს".

🖊 "ახალგაზრდობის თანხმობის აქტს" ხელი მოაწერა ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი მამულაშვილმა.

🇪🇺 აქტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების კონსოლიდირებას სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ირგვლივ, რათა საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

📜 "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" ტექსტი სრულად:

"საქართველო, როგორც მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, მრავალი საუკუნეა ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად განიხილება. ის თავისი განვითარების გზაზე არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა და მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა მისწრაფებები, რომლებსაც მისი ევროპული იდენტობა განაპირობებდა. ისეთი გარდამტეხი მოვლენების გააზრება, როგორებიცაა პირველი რესპუბლიკის დაარსება 1918 წლის 26 მაისს, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შენარჩუნება 1978 წლის 14 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილს გამოჩენილი თავგანწირვა და 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, გვახსენებს პასუხისმგებლობას ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე და გვიბიძგებს გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად.

ისტორიული ქარტეხილებით აღსავსე დამოუკიდებლობის ბოლო სამ ათეულ წელს მუდმივად თან ახლდა ურთიერთდაპირისპირების რადიკალური ფორმები, უნდობლობა, შეუწყნარებლობა და უკომპრომისობა, რაც გაკვეთილია ჩვენი თაობისთვის. და ახლა, ქვეყნის განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვებისა, ვდგამთ ერთმანეთისაკენ მიმავალ ნაბიჯებს და ვთანხმდებით იმ ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებზე, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობის ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.

საკუთარი თავის ევროპული ოჯახის ნაწილად აღიარებით, ახალგაზრდები ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, პრინციპებსა და მიზნებს, რომლებიც დასავლურ ცივილიზაციას ახასიათებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარებისა და კულტურული გაცვლისთვის არაერთ დახურულ კარს ხსნის, რაც ეროვნულ იდენტობას კიდევ უფრო ამდიდრებს. გამომდინარე აქედან, მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულფასოვან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

ტოლერანტობის ტრადიცია საქართველოში სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. სწორედ ამ ტრადიციაზე დაყრდნობით, ვთანხმდებით რომ თანასწორუფლებიანობა და ყოვლისმომცველი ჩართულობა ჩვენი უპირობო პრიორიტეტია.

ვთანხმდებით, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობის დაცვა და ანგარიშვალდებულება არის გზა, რომლითაც სტაბილურობასა და კეთილდღეობას მივაღწევთ.

ვთანხმდებით, რომ ხარისხიანი და ინკლუზიური განათლებაა წინაპირობა თავისუფალი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსებობის.

ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ძალისხმევას არ დავიშურებთ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

ვთანხმდებით რომ, ჩვენი კონსტიტუციური უფლება, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესახებ უნდა იქნას დაცული და უპირობოდ აღსრულებული.

აქტზე ხელმომწერები ვაღიარებთ, რომ უთანხმოების მოსაგვარებლად დიალოგის გზა შეუცვლელია. მივიჩნევთ, რომ დიალოგი უზრუნველყოფს ჩართულობასა და მონაწილეობას, კონსენსუსის მიღწევას, რაც მყარ საფუძველს ქმნის საქართველოს ევროპული მომავლის ასაშენებლად.

ღრმად გვწამს, თანხმობის აქტის სახით გადადგმული ჩვენი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ღირსეულად დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების გვერდით".

#თანხმობისაქტი
#ევროპისკენ
European Union in Georgia

02/04/2023

🇬🇪 🇪🇺 "ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის" ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

🔵 ფორუმის განხორციელებას მხარს უჭერს ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი". ფორუმის აღმასრულებელი მდივანია გიორგი მამულაშვილი.

#ახალგაზრდებიევროინტეგრაციისთვის
#ახალგაზრდებისჩართულობა
#მდგრადიგანვითარება

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Gudiashvili Street 7
Tbilisi
0105