18/08/2026
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 20 აგვისტოს).
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის - უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროებისა და ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
საკონტაქტო პირები: ზაალ გოგენია [email protected]; [email protected]; ტელ.: 2 25 04 84 (შიდა 1734 ).
აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (21 – 27 აგვისტო) ელექტრონულ მისამართზე: https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F
18 და 21სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და მათი მოკლე დახასიათება იხილეთ აქ
დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ და და საგამოცდო საკითხები იხილეთ ფაკულტეტის ვებგვერდზე აქ
წარმატებებს გისურვებთ!
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია