23/10/2019
გირჩევთ ❤️
🛑პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის მართვა.
ტრენინგ-კურსის პროგრამა განკუთვნილია 16 – 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დგანან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოწვევების და გადაწყვეტილების წინაშე, რომელთა ყოველდღიურობის უდიდესი ნაწილი დატვირთულია ინტელექტუალურ-კოგნიტური აქტივობებით, აქვთ უამრავი ინტერესი, მიზანი და სურთ რომ მოასწრონ მეტი!
🛑თემები:
🔻მიზნის ფსიქოლოგია, მიზნის ეფექტურად დასახვა;
🔻კონტროლის ლოკუსი; პიროვნების ფსიქოტიპის დამოკიდებულება წარმატება/წარუმატებლობაზე;
🔻ინდივიდის თვითაღწერითი საზომები, საწყისი მდგომარეობის განსაზღვრა;
🔻პროკრასტინაცია, დედლაინებთან მუშაობა;
🔻შესრულების შეფასება-მონიტორინგის მეთოდები;
🔻დროის მართვა;
🔻წარმატებული ადამიანების დროის მართვის მოდელები;
🛑მეთოდოლოგია:
ტრენინგი მოიცავს პიროვნულ თვითსაკვლევებს, ქრონომეტრაჟებს, თვითაღწერით საზომ ინსტრუმენტებს, დატვირთულია სავარჯიშოებით და გულისხმობს მონაწილის მხრიდან თვითმონიტორინგს და ჩართულობას 7 დღის განმავლობაში.
🛑ტრენერი:
მერი ტარიელაშვილი - ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი, საერთაშორისო კარიერული განვითარების ასოციაციის წევრი, “კარიერის დაგეგმვის ცენტრის” დამფუძნებელი.
🛑ფორმატი:
ჯამში შედგება 2 შეხვედრა - 27 ოქტომბერს და 3 ნოემბერს.
შეხვედრის საშუალო ხანგრძლივობაა - 2,5 სთ.
🔻კურსის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
🔻რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 25.10.2019
🔻მიჰყევით ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/1vxMPOFGbL1XuT3tqt_t5cACPIyrK5VC45d5XvZBO2Ls/viewform?fbclid=IwAR3-_O_EgqRJ2tTXBHwnlUlKYrsot6yfSQYASJne-6tnqMnHPjEVoWRyL2c&edit_requested=true