03/09/2026
თამუნას ხსოვნას 🕊️
ერთი წელი უშენოდ
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თამუნა აღარ არის ჩვენს გვერდით...
ერთი წელი — და მაინც, ხანდახან გეჩვენება, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. თითქოს ისევ შეიძლება მისი ნახვა, მისი ხმის გაგონება, მისი ღიმილის დანახვა და იმ ადამიანთან საუბარი, რომელიც თავისი არსებობით ამდენს ნიშნავდა.
თამუნა ბერიშვილი მხოლოდ პროფესიონალი, ლექტორი ან ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი არ ყოფილა. იგი იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, შრომით, სიყვარულით და თავდადებით უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დატოვა კვალი.
2010 წლიდან მისი ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იგი დაუღალავად იყო ჩართული საჯარო მმართველობისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამების განვითარებაში და სტუდენტებისთვის ევროპული მომავლის შექმანასა და ცელშეწყობაში. ამ სახელის მიღმა დგას უამრავი საათი, უძილო ღამე, პასუხისმგებლობა, იდეა, ბრძოლა და რწმენა იმისა, რომ უკეთესი მომავლის შექმნა შესაძლებელია.
თამუნას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში — თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელებულ სამაგისტრო პროგრამასა და თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამაში „საჯარო მმართველობა“. მისი პროფესიონალიზმი და თავდადება ამ პროექტების ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო. ამ დიდი შრომისთვის იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა.
მაგრამ დღეს, ერთი წლის შემდეგ, ალბათ ყველაზე მეტად მისი ტიტულები და ჯილდოები კი არა, თავად თამუნა გვახსენდება.
მისი ადამიანობა.
მისი სითბო.
მისი გონიერება.
მისი პასუხისმგებლობა.
მისი შინაგანი ძალა.
და ის განსაკუთრებული კვალი, რომელსაც ადამიანი მხოლოდ მაშინ ტოვებს, როცა სხვებისთვის მისი არსებობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ზოგი ადამიანი მიდის, მაგრამ არ ქრება.
ისინი რჩებიან სიტყვებში, მოგონებებში, ფოტოებში, ადამიანებში, რომლებიც მათგან რაღაცას სწავლობენ, და იმ საქმეებში, რომლებიც მათი ხელით შეიქმნა.
თამუნას საქმეც და მისი სახსოვარიც გაგრძელდება იმ ადამიანებში, ვისაც მან გზა გაუკვალა, იმ სტუდენტებში, რომლებსაც ცოდნა გაუზიარა, იმ კოლეგებში, რომლებთანაც ერთად იშრომა და იმ ადამიანებში, რომელთა ცხოვრებაზეც მისი არსებობამ რაიმე შეცვალა - განსაკუთრებით ამ პროგრამების უამრავი თაობის კურსდამთავრებულებში - რომელიც დღემდე უდიდესი სიყვარულით და მადლიერებით იხსენებენ მას.
ერთი წელი გავიდა, თამუნა...
მაგრამ დრო ვერ შეძლებს იმ ადამიანის დავიწყებას, რომელმაც ამდენი რამ შექმნა და ამდენი ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი.
შენი არყოფნა გვტკივა,
შენი მოგონება გვათბობს,
შენი დანატოვარი კი აგრძელებს ზრდას და განვითარებას.
მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე.
მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც დატოვე.
და მადლობა იმ ადამიანობისთვის, რომელიც შენში იყო.
ერთი წელი უშენოდ... 🕊️
მაგრამ სამუდამოდ ჩვენთან... 🤍
Tamuna Berishvili