Ubani - Tbilisi Cityscape Research Center

Ubani - Tbilisi Cityscape Research Center A non-profit organization that showcases the value of Tbilisi's urban form.

გასულ პარასკევს, 2026 წლის European Action Week-ის ფარგლებში, კონფერენცია „თბილისის ფოროვანი ქსოვილი: ეზოები საფრთხის წი...
16/09/2026

გასულ პარასკევს, 2026 წლის European Action Week-ის ფარგლებში, კონფერენცია „თბილისის ფოროვანი ქსოვილი: ეზოები საფრთხის წინაშე და საერთო ურბანული სივრცეების მომავალი“ ჩატარდა.

ურბანული დიზაინერი ედუარდ მორო, ბერლინში მოღვაწე არქიტექტორები ანტონ გორლენკო და ვიქტორ კაროვსკი, და არქიტექტორი ჯეიმს ო’ბრაიანი დისკუსიას ონლაინ ფორმატში შემოუერთდნენ. მათ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტები წარადგინეს და საერთო ურბანული სივრცეების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას მოდერაცია „უბნის“ თანადამფუძნებელმა ნატა ტატუნაშვილმა გაუწია.

კონფერენცია „უბნისა“ და NWDS-ის ინიცირებული პროექტის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ ნაწილია.

ღონისძიების პარტნიორი და მასპინძელი: დიზაინის ინსტიტუტი
European Action Week-ის მასპინძელი: Architects For Future

დაფინანსებულია გარემოს, კლიმატის მოქმედების, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და გარემოს ფედერალური სააგენტოს მიერ. დაფინანსება განხორციელდა გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილების საფუძველზე.

მადლობა პროექტის პარტნიორებს, მონაწილეებსა და ყველა სტუმარს!

—

Last Friday, within the framework of European Action Week 2026, the conference “Porous Body of Tbilisi: Courtyards at Risk and the Future of Urban Commons” took place.

The event brought together urban designer Edouard Moreau, Berlin-based architects Victor Karovskiy and Anton Gorlenko, and architect James O’Brien in an online format. The speakers presented the projects executed across different countries and explored the role of shared urban spaces. The discussions were moderated by Ubani co-founder Nata Tatunashvili.

The conference is part of the project “Ezologia — Porous Body of Tbilisi”, initiated by Ubani and NWDS.

Host and partner of the event: Design Institute
Host of European Action Week: Architects For Future

Funded by the Federal Ministry for the Environment, Climate Action, Nature Conservation, and Nuclear Safety (BMUKN) and the Federal Environment Agency (UBA). Funding is provided pursuant to a resolution of the German Bundestag.

Thanks to the project partners, participants, and everyone who joined!

მულტიდისციპლინური სტუდია studio2AM, რომლის დანფუძნებლებიც არიან არქიტექტორები მეგი დავითიძე და ანნამარია ჭელიძე, არქიტექ...
09/09/2026

მულტიდისციპლინური სტუდია studio2AM, რომლის დანფუძნებლებიც არიან არქიტექტორები მეგი დავითიძე და ანნამარია ჭელიძე, არქიტექტურის, დიზაინისა და კვლევის სფეროებს აერთიანებს. ის შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სივრცის აღქმა, მასალა და ობიექტი.

studio2AM არის „უბნის“ და NWDS-ის ინიცირებული კვლევითი პროექტის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ ერთ-ერთი კოლაბორატორი. გამოფენაზე, რომელიც ამ პროექტის პირველი საჯარო პრეზენტაციაა, studio2AM-ის გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

გამოფენის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ სანახავად ეწვიეთ თბილისის ისტორიის მუზეუმს (სიონის ქუჩა #8).
ყოველდღე (ორშაბათის გარდა), 10:00-18:00

—

Founded by architects Megi Davitidze and Annamaria Chelidze , studio2AM is a multidisciplinary studio working in the fields of Architecture, Design, and Research. It explores the notions of space, materials, and objects.

studio2AM is one of the collaborators of the research project “Ezologia — Porous Body of Tbilisi” initiated by Ubani and NWDS. At the ongoing exhibition, which is the first public presentation of this project, the graphic works of studio2AM are displayed.

Visit the exhibition “Ezologia — Porous Body of Tbilisi” at the Tbilisi History Museum (Sioni Street #8).
Open every day, 10:00–18:00

We invite you to the conference “Porous Body of Tbilisi: Courtyards at Risk and the Future of Urban Commons” dedicated t...
03/09/2026

We invite you to the conference “Porous Body of Tbilisi: Courtyards at Risk and the Future of Urban Commons” dedicated to Tbilisi’s urban morphology — a network of courtyards, passages, and shared spaces. It will explore the urban fabric as a living system that supports collective life, social interaction, cultural memory, and shared urban experiences. The contributors from different countries will join the discussion and present their case studies.

11.09.26, 15:00–18:00
Design Institute, 82 Dimitri Uznadze Street
Language: English
Fill in the form to join the event: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzMcz3rJFm0Bub_rzH8N-WxPwrCdh9uXZBOlVU7OO7wZPQ-g/viewform?usp=dialog

Program
15:00 — Opening by Nata Tatunashvili
15:10 — Edouard Moreau, urban designer and co-founder of Orchestra Design
15:30 — Anton Gorlenko, Berlin-based architect, photographer and researcher; Victor Karovskiy, Berlin-based architect
16:00 — James O’Brien, architect, co-founder and director of O'Brien Van der Steen
16:20 — Q&A
16:50 — Open Discussions & Networking
17:50 — Closing Remarks

Part of European Action Week, Architects for Future

This project was funded by the Federal Ministry for the Environment, Climate Action, Nature Conservation, and Nuclear Safety (BMUKN) and the Federal Environment Agency (UBA). Funding is provided pursuant to a resolution of the German Bundestag.

—

გეპატიჟებით კონფერენციაზე „თბილისის ფოროვანი ქსოვილი: ეზოები საფრთხის წინაშე და საერთო ურბანული სივრცეების მომავალი“, რომელიც თბილისის ურბანული მორფოლოგიის თემას დაეთმობა, მათ შორის ეზოებს, გასასვლელებსა და საერთო სივრცეებს. კონფერენციაში ურბანულ ქსოვილს განვიხილავთ როგორც ცოცხალ სისტემას, რომელიც კოლექტიურ ცხოვრებას, სოციალურ ურთიერთობებს, კულტურულ მეხსიერებასა და საერთო ურბანულ გამოცდილებას აყალიბებს. დისკუსიაში ჩაერთვებიან მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ პროექტებს წარადგენენ.

11.09.2026, 15:00–18:00
დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის 82
ენა: ინგლისური

ღონისძიებაზე დასასწრებად,
დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzMcz3rJFm0Bub_rzH8N-WxPwrCdh9uXZBOlVU7OO7wZPQ-g/viewform?usp=dialog

პროგრამა
15:00 — გახსნა, ნატა ტატუნაშვილი
15:10 — ედუარდ მორო, ურბანული დიზაინერი და Orchestra Design-ის თანადამფუძნებელი
15:30 — ანტონ გორლენკო, ბერლინში მოღვაწე არქიტექტორი, ფოტოგრაფი და მკვლევარი; ვიქტორ კაროვსკი, ბერლინში მოღვაწე არქიტექტორი
16:00 — ჯეიმს ო’ბრაიანი, არქიტექტორი, O’Brien Van der Steen-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი
16:20 — კითხვა-პასუხი აუდიტორიასთან
16:50 — ღია დისკუსია
17:50 — შემაჯამებელი სიტყვა

კონფერენცია ტარდება European Action Week-ის ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია გარემოს, კლიმატის მოქმედების, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა (BMUKN) და გარემოს ფედერალური სააგენტოს (UBA) მიერ. დაფინანსება განხორციელდა გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილების საფუძველზე.

„უბნის“ თანადამფუნებლის, ნატა ტატუნაშვილის ინტერვიუ homeis.ge-სთვის, რომელშიც ის მიმდინარე გამოფენის „ეზოლოგია — თბილისი...
27/08/2026

„უბნის“ თანადამფუნებლის, ნატა ტატუნაშვილის ინტერვიუ homeis.ge-სთვის, რომელშიც ის მიმდინარე გამოფენის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ მთავარი თემის - თბილისური ეზოს შესახებ საუბრობს.

—

The interview with Ubani co-founder Nata Tatunashvili for homeis.ge, in which she explores the main theme of the ongoing exhibition “Ezologia — Porous Body of Tbilisi,” dedicated to Tbilisian Courtyard.

თბილისი ოდითგანვე მხოლოდ შენობებისა და ქუჩების ერთობლიობა არ ყოფილა […] სრულად

თბილისური ეზო მხოლოდ ურბანული ფორმა არ არის. ის სოციალური გარემოა, რომელშიც ყოველდღიური ურთიერთობები, თანაცხოვრების კულტ...
21/08/2026

თბილისური ეზო მხოლოდ ურბანული ფორმა არ არის. ის სოციალური გარემოა, რომელშიც ყოველდღიური ურთიერთობები, თანაცხოვრების კულტურა და საერთო მეხსიერების ქსელი ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

სოციოლოგ მარიამ ჯიბუტის სტატია „თბილისური ეზოს სოციალური ელემენტები“ სწორედ ამ თემას ეძღვნება. ისეთი ფიზიკური ელემენტების განხილვით, როგორებიცაა აივანი, წყლის საზიარო ონკანი, დასაჯდომი სივრცე და შესასვლელი კარი, ჯიბუტი თბილისურ ეზოს განიხილავს არა მხოლოდ როგორც არქიტექტურულ მემკვიდრეობას, არამედ როგორც სოციალური კულტურის მატარებელ სივრცეს.

კვლევა მიმდინარე გამოფენის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ ნაწილია, რომელსაც თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს.

პოსტში გამოყენებული ტექსტისა და სტატიის ავტორი: მარიამ ჯიბუტი

გარეკანის ფოტო: თბილისის საცხოვრებელი ეზო ხის გალერეებითა და კიბეებით. XIX საუკუნე. ფოტოს ავტორი: დიმიტრი ერმაკოვი. წყარო: დ.ერმაკოვის ნამუშევრების ნეგატივები ინახება საქართველოს ხელოვნების და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში.

სრული სტატიის სანახავად ეწვიეთ „უბნის“ ვებგვერდს: https://ubani.center/stories/social-elements-of-tbilisian-courtyard/

—

Tbilisian Courtyard is not merely an urban form. It is a social setting where everyday interactions, shared ways of living, and networks of collective memory have developed and been passed down across generations.

Sociologist Mariam Jibuti’s article, “Social Elements of Tbilisian Courtyard,” explores precisely this topic. By examining physical elements such as balconies, shared water taps, seating and gathering areas, and entrance gates, Jibuti approaches the Tbilisian Courtyard not only as architectural heritage, but as a space that reflects its social culture.

The research is part of the ongoing exhibition “Ezologia — Porous Body of Tbilisi,” which is hosted by Tbilisi History Museum.

Author of the article and slide text: Mariam Jibuti

Cover photo: Tbilisian Courtyard with wooden galleries and stairs in the 19th Century. Copyright Dmitri Ermakov. Source: The negatives of Ermakov’s works are preserved at the Museum of Fine Arts and Simon Janashia Museum of Georgia.

Visit the Ubani website to read the full article: https://ubani.center/stories/social-elements-of-tbilisian-courtyard/

ამ პოსტში შეხვდებით ქართული კინოს იმ ნამუშევრებს, რომლებიც თბილისური ეზოს სოციალურ და სივრცით მნიშვნელობას კარგად წარმოა...
14/08/2026

ამ პოსტში შეხვდებით ქართული კინოს იმ ნამუშევრებს, რომლებიც თბილისური ეზოს სოციალურ და სივრცით მნიშვნელობას კარგად წარმოაჩენს. ფილმები შეარჩია არქიტექტორმა ნატალია ვასაძემ, რომელიც ასევე წარმოდგენილი ტექსტის ავტორია.

სელექცია მოიცავს შემდეგ ფილმებს:

„დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959)
რეჟისორი: სიკო დოლიძე

„აპრილი“ (1962)
რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

„იყო შაშვი მგალობელი“ (1970)
რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

„მზე შემოდგომისა“ (1973)
რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი

„ფილმებში წარმოდგენილი ეზოები შეიძლება განვიხილოთ როგორც საბჭოთა ეპოქაში
ნაწილობრივ კონსტრუირებული და იდეალიზებული ურბანული სახე, რომელიც ერთდროულად ასახავს კოლექტიური ცხოვრების ქართულ მოდელსა და არქიტექტურული სივრცის როლს საზოგადოებრივი იდენტობის ფორმირებაში.” — ნატალია ვასაძე

აღნიშნული ფილმების კოლაჟს, რომლის კურატორი და თანდართული ტექსტის ავტორია ნატალია ვასაძე, შეხვდებით გამოფენაზე „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი“, რომელიც ამჟამად თბილისის ისტორიის მუზეუმში მიმდინარეობს.

—

In this post, we explore works of Georgian cinema that depict the social and spatial significance of the Tbilisian Courtyard. The selection of films was curated by architect Natalia Vasadze, who is also the author of the text presented in the slides.

The selection includes:

“Last Day, First Day” (1959)
Director: Siko Dolidze

“April” (1962)
Director: Otar Iosseliani

“Once Upon a Time There Was a Singing Blackbird” (1970)
Director: Otar Iosseliani

“Autumn Sun” (1973)
Director: Temur Palavandishvili

“In these movies we see the Tbilisian Courtyard as an urban image – although partly constructed and idealized during the Soviet era – and one that reflects both the Georgian tradition of collective living and the role of architectural space in shaping the country’s social identity.” — Natalia Vasadze

A video collage featuring excerpts from these films, curated by Natalia Vasadze, together with an accompanying text authored by her, is presented in the exhibition “Ezologia — Porous Body of Tbilisi,” currently on view at the Tbilisi History Museum.

კალას ურბანული ელემენტების ამსახველი პოსტების სერია უბნის კავშირების დახასიათებით სრულდება.არაფორმალური ურბანული კავშირე...
06/08/2026

კალას ურბანული ელემენტების ამსახველი პოსტების სერია უბნის კავშირების დახასიათებით სრულდება.

არაფორმალური ურბანული კავშირები, ე.წ. „უხილავი გასასვლელები“ ქუჩებს, ეზოებს, ჩიხებსა და შენობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს გასასვლელები, როგორც წესი, თბილისის ურბანულ რუკებზე არ ფიქსირდება.

ამ პოსტში წარმოდგენილია ვიზუალური მასალა, რომელიც გზამკვლევ „კალაზე“ მუშაობის პროცესში შეიქმნა. თითოეულ ფოტოს თან ახლავს იმ ქუჩების მისამართები, რომლებიც „უხილავი გასასვლელებით“ ერთმანეთს უკავშირდება.

ფოტოები: გრიგორი სოკოლინსკი

—

The series of posts featuring the urban elements of Kala concludes with exploring the district’s connections.

These urban connections, also called “invisible shortcuts,” are hidden pedestrian pathways that create links between streets, courtyards, dead ends, and various buildings. Typically, these pathways are absent from the official urban maps of Tbilisi.

The visual materials included in this post were created during the preparation of the guidebook “Kala.” Each image is accompanied by addresses of the streets that are connected by the “invisible shortcuts.”

Photos: Grigory Sokolinsky

ამ პოსტში წარმოგიდგენთ პუბლიკაციებს, რომლებიც თბილისის საცხოვრებელ შენობებს იკვლევს. აღნიშნული საკითხავი მასალების სელექ...
29/07/2026

ამ პოსტში წარმოგიდგენთ პუბლიკაციებს, რომლებიც თბილისის საცხოვრებელ შენობებს იკვლევს. აღნიშნული საკითხავი მასალების სელექცია მიმდინარე გამოფენის „ეზოლოგია — თბილისის ფოროვანი ქსოვილი” მთავარ თემას, თბილისურ ეზოებს ეხმიანება.

სია შეადგინა „უბნის” თანადამფუძნებელმა და ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილმა.

„თბილისის ხუროთმოძღვრება“ (ორტომეული)
ავტორი: ვახტანგ ბერიძე

„თბილისი: ძველი ქალაქის ხუროთმოძღვრება და მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებელი სახლები“
ავტორი: ვახტანგ ცინცაძე

„გერმანელი არქიტექტორები თბილისში“
ავტორი: მაია მანია

„თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი“
ავტორი: მაია მანია

„ტიპოლოგია. ტაშკენტი, გენოა, თბილისი, კასაბლანკა“
თბილისის შესახებ ესეს ავტორები: ლევან კალანდარიშვილი და ჯესი ვოგლერი

—

In this post, we present a collection of publications that explore the residential buildings of Tbilisi. This reading list is closely related to the main theme of the ongoing exhibition “Ezologia — Porous Body of Tbilisi”, which is dedicated to the Tbilisian Courtyard.

The selection was compiled by Ubani co-founder and art historian Ana Chorgolashvili.

Two-volume monograph “Architecture of Tbilisi”
Author: Vakhtang Beridze

“Tbilisi: Architecture of the Old City and Residential Buildings of the First Half of the 19th Century”
Author: Vakhtang Tsintsadze

“German Architects in Tbilisi”
Author: Maia Mania

“Architectural Walks of Old Tbilisi”
Author: Maia Mania

“Typology: Tashkent, Genoa, Tbilisi, Casablanca”
Authors of the essay on Tbilisi: Levan Kalandarishvili and Jesse Vogler

პოსტების სერია ჩვენი გუნდის წევრების შესახებ გრძელდება. დღეს გაგაცნობთ ნატა ტატუნაშვილს, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლ...
21/07/2026

პოსტების სერია ჩვენი გუნდის წევრების შესახებ გრძელდება. დღეს გაგაცნობთ ნატა ტატუნაშვილს, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრ „უბნის“, არქიტექტურული სტუდია NWDS-ისა და კულტურული ინიციატივა Aea-ს დამფუძნებელს.

ნატა არის არქიტექტორი, კურატორი და მკვლევარი. მისი 20+ წლიანი არქიტექტურული პრაქტიკა კულტურული დანიშნულების შენობების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი სახლების პროექტებს მოიცავს.

ნატას პროფესიული საქმიანობის გარდა, ამ პოსტში ვისაუბრებთ, თუ რა გახდა მისთვის „უბნის“ შექმნის მთავარი შთაგონება და როგორ ხედავს ის ორგანიზაციის სამომავლო განვითარებას.

—

The series of posts presenting our team members continues. Today, we introduce Nata Tatunashvili the founder of the architecture office NWDS, Aea: Culture Initiative, and Ubani — Tbilisi Cityscape Research Center.

Nata is an architect, curator, and researcher with over 20 years of architectural practice across cultural, residential, and hospitality projects.

In this post, we take a closer look at Nata’s professional journey while also exploring what inspired her to create Ubani and how she envisions the organisation’s future development.

Address

24 Vasil Petriashvili Street
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ubani - Tbilisi Cityscape Research Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Ubani - Tbilisi Cityscape Research Center:

Shortcuts

Share